CNBC: აშშ იერიშს სირიის 8 ობიექტზე მიიტანს

ამერიკული CNBC-ის ინფორმაციით, აშშ სირიაში 8 ობიექტზე აპირებს იერიშის მიტანას. ობიექტებს შორისა არის ორი სამხედრო აეროდრომი, კვლევითი ცენტრი და საწარმო, რომელშიც ვაშინგტონის ინფორმაციით, ქიმიურ იარაღს აწარმოებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ რაიონში მდებარეობს ეს ობიექტები.

CNBC-ის წყაროს ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალების ხელმძღვანელობა საჰაერო ძალების თვითმფრინავებს იმ ბაზებზე ანაწილებს, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალებიან განთავსებული, იმ იმედით, რომ აშშ რუსეთზე იერიშს არ მიიტანს.

">