ციხეებში აღმოჩენილი ხელნაკეთი იარაღები

ციხე –  სასჯელაღსრულებითი დაწესებულებაა, სადაც მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დანაშაულში მხილებული პირები წლების განმავლობაში იხდიან სასჯელს. იმისათვის, რომ პატიმრებმა არ დაიზიანონ საკუთარი თავი ან სხვა პატიმარი, არ გაიქცნენ ციხიდან და ა.შ, მათ ეკრძალებათ რაიმე სახის იარაღის ქონა, მათ შორის პურის დანისაც კი. თუმცა წლების განმავლობაში ციხეებში გამოკეტილი ადამიანები კრეატიულობით გამოირჩევიან და სხვადასხვა მატერიების გამოყენებით კუსტარულად ამზადებენ მომაკვდინებელ ხელსაწყოებს.

გთავაზობთ, მსოფლიოს სხვადასხვა ციხეებში, სხვადასხვა დროს აღმოჩენილ იარაღების ჩამონათვალს:

 

#1 ორპირიანი დანა

 

 

ხის ჯოხზე  ორივე მხრიდან დამაგრებული სამართებლის კომპლექტი, რომელიც მყარად დაფიქსირებულია  ე.წ სკოჩით. კუსტარულად შექმნილ ცივ იარაღზე ჯამურად გამოყენებულია 11 სამართებლის პირი, ხუთი ერთ მხარეს, ხოლო ექვსი მეორეზე. დანის შესაქმნელად გამოყენებულია საპარსი სამართებლისა და სათლელის ნაწილები.

 

#2 არბალეტი

 

 

კანადის ერთ-ერთ ციხეში შექმნილი ეს „ხელოვნების ნიმუში“ დამზადებულია 10 ცალი კბილის ჯაგრისის, სანთებელის, ალუმინისა და ტანსაცმლის საკიდის ნაწილებისაგან. რაც შეეხება ისრებს, არც მათი დამზადება ყოფილა რთული, თუ ხელთ გაქვთ ასანთი, კარგად დახვეული ქაღალდი და ცოტა ფოლგა.

 

#3 ე.წ კასტეტი

 

 

ბრწყინვალე – „გერმანული ხარისხის“ კასტეტი. დამზადებულია მსხვილ პირიანი შალაშინის ნაწილებისაგან.

 

#4 ელექტრო თოფი

 

 

იარაღის ბაზის შესაქმნელად გამოყენებულია რკინის  საწოლის ფეხები. დენთის ნაცვლად გამოყენებულია ასანთის თავები, ნაპერწკლის მისაცემად კი გამოიყენებოდა ნათურის ბოლქვი და ორი ცალი უბრალო ელემენტი. ტყვიის როლს ასრულებდა ყველაფერი რასაც „პატრონი“ ლულაში მოათავსებდა – დაწყებული მომცრო ზომის ქვებით დამთავრებული მეტალის ჭანჭიკებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ხსენებული იარაღის მეშვეობით 1984 წელს ორმა პატიმარმა მძევლად აიყვანა ციხის დარაჯი და გაიქცა.

 

 

#5 შუშის დანა

 

 

გამყარებული მინისაგან დამზადებული ძალზედ ბასრი დანა, რომელზედაც შემოხვეულია წებოვანი ლენტა.

 

#5 შოკოლადი კარამელის შიგთავსით

 

 

ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენება, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მიიღო დაზიანება შოკოლადისაგან, თუმცა კრეატიულმა პატიმრებმა მისი საზიანოდ გამოყენებაც ისწავლეს. საქმე იმაშია, რომ პატიმრები შოკოლადის შიგთავსს, კერძოდ კი კარამელს ადნობდნენ და ადუღებდნენ, მიღებულ გაცხელებულ მასას კი უბრალოდ სახეში ასხავდნენ მიზანს. იმის გათვალისწინებით, რომ კარამელი საკმაოდ წებოვანი და ბლანტი მასაა, მისი ცხელ მდგომარეობაში მოშორება საკმაოდ რთლია, რაც ძალზედ მძიმე დაზიანებებს იწვევდა.

 

#6 სავარცხელის კომბო

 

 

ნიუ ჯერსის ერთ-ერთ ციხეში ამოღებული ეს ცივი იარაღი ჩვეულებრივი სავარცხელისა და სამართებლის კომბინაციაა, რომელსაც მჭიდროთ იჭერს ფეხსაცმლის თასმა.

 #7 ქაღალდის დანები

 

 

პატირმება მრავალი წლის განმავლობაში, ყველაფრისაგან ისწავლეს საშიში იარაღის შექმნა, მათ შორის ქაღალდისგანაც კი: ერთ-ერთი ასეთი დანა შექმნილია წიგნის 25 ფურცლისაგან, რომელიც მჭიდროდაა ერთმანეთში გადახვეული. მის გასამყარებლად და გასალესად გამოყენებულია საპნისა და მარილის ნაზავი, რომლითაც ხანგრძლივი პერიდის განმავლობაში ამუშავებენ. ქაღალდის დანა ძალიან ბასრია და არაფრით ჩამოუვარდება მეტალისას, ასევე იგი დიდი პოპულარულობით სარგებლობს პატიმართა შორის, რადგან მისი მოშორება მარტივია (წყლალთან შეხებისას იგი ფორმას მომენტალურად კარგავს).

 

#8 ჯვარი

 

 

1994 წელს გერმანიის ერთ-ერთ ციხეში გაოცებული და გახარებული  ზედამხედველები აღნიშნავდნენ, რომ პატირების დიდმა ნაწილმა ჰპოვა ღმერთი. ზედამხედველების თქმით, პატიმრების უმრავლესობამ საკუთარი ხელით დაიმზადეს საშუალო ზომის ხის ჯვრები, რომლებსაც გამუდმებთ თან დაატარებდნენ. სიხარულის გრძნობამ დიდხანს არ გასტანა, რადგან მალევე აღმოაჩინეს, რომ თითოეული მსგავსი ხის ჯვრის შიგნით მეტალის ბასრი პირი  იყო დამალული.

 

#9 რადიო ბომბი

 

 

კრეატიული პატიმრებისათვის შეუძლებელი არაფერია. შტატების ერთ-ერთ ციხეში პატიმარმა მოკლა მეორე პატიმარი რადიოში კუსტარულად დამონტაჟებული ბომბის მეშვეობით.

 

">