„ჩვენი მთავარი ამოცანაა აღმშენებლობა, მეტი ინვესტიციის განხორციელება“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულდასკვნას ეხმიანება და ინვესტორებისთვის ვალდებულებების გადავადებას ბიზნესის ხელშემწყობ გარემოდ და მეტიგანვითარებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს.

„ნუ კითხულობენ აქ ცუდ გარემოებას ან კორუფციულ გარიგებას. პირიქით, ეს არის ხელშეწყობა ბიზნესისთვის. ეს არის მეტიგანვითარება და მომავალში ახალი ინვესტიციების განხორციელება. ჩვენ არ ვართ მოსული ხელისუფლებაში იმისთვის, რომხელები გადავუგრიხოთ ბიზნესმენებს, არ მივცეთ განვითარების საშუალება, ფორსმაჟორულ სიტუაციაში არგავითვალისწინოთ მათი მდგომარეობა. ეს არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის აღმშენებლობა.”

ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარაში საინვესტიციო პროცესები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში როგორც ქალაქში,ისე მაღალმთიან აჭარაში ინვესტირების პროცესის გაძლიერება ადასტურებს სწორედ იმ ფაქტს, რომ ქართველი და უცხოელიინვესტორები ენდობიან რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოს.

აჭარაში ამ ეტაპზე არაერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი ხორციელება, რაც რამდენიმე ათეული მილიონისინვესტიციას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას გულისხმობს. „ჩვენი მიზანია განხორციელდეს კაპიტალდაბანდება,ბოლომდე მივიდეს ყველა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტი და რეგიონმა ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.შესაბამისად, როდესაც გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კომპანია მოგვმართავს პირობებისცვლილების თაობაზე განცხადებით, ხდება მისი შესწავლა და მათთვის დამატებით ვადების განსაზღვრა ვალდებულებისშესრულებისთვის.

ეს პროცედურები საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას ეფუძნება.აღნიშნული მიდგომები არის კანონით გათვალისწინებული ფორმა, ის ვრცელდება ყველა კომპანიაზე და არა გამონაკლისშემთხვევებში” – აღნიშნავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გელაცინცაძე.

რაც შეეხება სიმბოლურ ფასად ქონების გასხვისების საკითხს, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონის შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც წარმოდგენილიარეგიონის განვითარებისთვის საინტერესო პროექტი, რაც გულისხმობს დიდი მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას,მოქალაქეთა დასაქმებას და ა.შ, ხდება კომპანიებთან პირობებიანი ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც  სახელმწიფოსასევე დაზღვეული აქვს რისკები.

მსგავსი პრაქტიკის გამოყენების მაგალითია კურორტი „გოდერძი”, რომლის განვითარების ფარგლებში ბოლო პერიოდშიმიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ამ ეტაპზე დაახლოებით 100 მლნ ლარის 10 საინვესტიციო პროექტი უკვეხორციელდება. იგივე შეიძლება ითქვას ქედაში კონკრეტული საწარმოების ამოქმედების ვალდებულებით ქონებისგასხვისებაზე, რაც მაღალმთიანი აჭარაში წარმოების გააქტიურებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უწყობსხელს.

">