კრიშტიანუ რონალდუ ბუფონს ჩაეხუტა

მადრიდის რეალის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსის მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს ჩემპიონთან ლიგის 1/4 ფინალის მატჩის შემდეგ ჩაეხუტა. ფორვარდი ბუფონს ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს შეხვდა.

11 აპრილს იუვენტუსმა მადრიდის რეალი ანგარიშით 3:1 დაამარცხა, თუმცა ჩემპიონთან ლიგის ნახევარფინალში ვერ გავიდა, რადგან პირველი მატჩი 3:0 დასრულდა ესპანური გუნდის სასარგებლოდ.

95-ე წუთზე ბუფონი მსაჯმა მოედნიდან გააგდო, ხოლო იქამდე “იუვენტუსის” კარებთან პენალტი დაინიშნა, რომელიც რონალდუმ შეასრულა.

 

 

/</a></iframe>