ჩემი სმARTფოტო დაიწყო

თუ თვლით, რომ ხართ ნიჭიერი და ენერგიული, ხართ ფოტოგრაფიით გატაცებული, ან უბრალოდ გიყვართ ლამაზი მომენტების აღბეჭდვა, ჩვენ გაძველთ შანსს, მონაწილეობა მიიღოთ განსხვავებულ ფოტოკონკურსში – #ჩემისმARTფოტო.

ჩემისARTფოტოს მიზანია საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარება, ფოტოკამერით(სმარტფონით) შეიარაღებული ნებისმიერი ადამიანის წახალისება და საზოგადოებამდე მათი ნამუშევრის მიტანა. ჩვენი – News.ge-ს მიზანია  ადამიანებს, განსაკუთრებით კი  ნიჭიერ და გაბედულ ახალგაზრდებს მისცეს შანსი, დაანახონ საზოგადოებას  თავიანთი შესაძლებობები, საკუთარი თვალით აჩვენონ სამყარო, იყვნენ გაბედულები და პროგრესულები.

ამასთან აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ  ფოტოკონკურსი – ჩემისმARTფოტო ემსახურება, არამარტო ფოტოგრაფიის განვითარებასა და წახალისებას, არამედ ქვეყანაში არსებული პრობლემების წამოჭრას და ამ პრობლემების სხვადასხვა ადამიანის თვალით დანახვას.

News.ge იმედს იტოვებს, რომ ფოტოკონკურსს ექნება გამოხმაურება, გადაუღეთ  ფოტო თქვენ ირგვლივ სამყაროს, გაეცანით და მიყევით საკონკურსო პირობებს,  ერთად აღმოვაჩინოთ ნიჭი და  ქართულ რეალობაში არსებული პრობლემები ათასობით ადამიანს დავანახოთ.

ფოტოკონკურსის პირობები:

  • 2 კვირაში ერთხელ, ორშაბათ დღეს, News.ge-ს „ფეისბუქ“ გვერდზე, პოსტის სახით აიტვირთება ახალი თემა, რომლის მიხედვითაც მონაწილე კონკურსანტებმა უნდა გადაიღონ ფოტოები. 
  • აღნიშნული პოსტის კომენტარებში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ატვირთოს მის მიერ გადაღებული ფოტო.(საავტორო უფლებები დაიცავით, ფოტო უნდა შეესაბამებოდეს კვირის თემას)
  • პოსტის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში, News.ge აარჩევს 10 საუკეთესო ფოტოს, რომლებიც შემდეგ ვებგვერდზე განთავსდება.
  • ფოტოების არჩევისა და ვებგვერდზე განთავსებისთანავე, News.ge შექმნის გამოკითხვას. 
  • გამოკითხვის დაწყებიდან 1 კვირაში, მომხმარებლის მიერ არჩეული გამარჯვებული გამოვლინდება.
  • 10 გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ჩატარდება ფინალური კონკურსი.
  • ფინალურ კონკურსში მონაწილე 10 კონკურსანტს მიეცემა ახალი თემა.
  • ფინალურ ეტაპზე ორი კვირის განმავლობაში მომხარებელი აირჩევს 3 საუკეთესო ფოტოს, რომელთა ავტორებიც, სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
  • ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
  • თითო კონკურსანტს, მხოლოდ ერთი ფოტოს ატვირთვის უფლება აქვს.

კონკურსი 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. News.ge გისურვებთ წარმატებას! 

პირველი ეტაპში მონაწილეობის მისაღებად, ფოტო ატვირთეთ ლინკზე: https://www.facebook.com/news.ge/posts/1501899819857536