“ჩამოვალ ჩემს ვენახში, დავწურავ პირველ მოსავალს, მერე შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე”

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მაღალი თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.

კვირის აქცენტებთან საუბარში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს პრემიერის თანამდებობის დაკავებას.

„მე ჩამოვალ ჩემს ვენახში, დავწურავ პირველ მოსავალს, მერე შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე, შეიძლება, ლაზიკაში ჩავიდე და ლაზიკის მერი გავხდე და შეიძლება, არაფერი არ ვიყო და კონსულტანტი ვიყო პერსპექტიული, ახალგაზრდა საქართველოს მთავრობის, მუდმივად ფეისბუქზე ვიჯდე და ხალხს ვარწმუნებდე, რომ ამის გაკეთება კარგია და ხანდახან ხმას აძლევდნენ ჩემს ინიციატივებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ასევე აპირებს, უკრაინაში სერიოზული როლი ითამაშოს და, თუ საჭირო გახდება, თანამდებობაც დაიკავოს.

">