„ჩემს ინიციატივას მაშინ უფრო მეტი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, შეიძლება ეს ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა“

თუ კერძო კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს თავის მოქალაქეების მიმართ, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის კომენტირებისას ისაუბრა.

„საჭირო იყო სასწრაფოდ დროებითი მმართველის შეშვება ტყიბულში და შემდეგ დროებით მმართველის პასუხისმგებლობის ქვეშ, ყველა დარღვევის, სტანდარტის, საინჟინრო თუ სხვა ინფრასტრუქტურული მოწყობილობის გამოსწორება. თუ კერძო დამსაქმებელი, ამ შემთხვევაში კერძო კომპანია, არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო არის პასუხისმგებელი თავის მოქალაქეების მიმართ დასაქმებულების მიმართ და მან უნდა აიღოს ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა.

მოვერიდები იმას, რომ ხელი გავიშვირო ვინმესკენ და ვინმეს ბრალეულობაზე ვისაუბრო, ამის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ამ ჩემს ინიციატივას მაშინ უფრო მეტი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, შეიძლება ეს ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა

 

">