„ჩემმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა“

მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მისი ყოფილი თანამშრომლის სახელი და გვარი დაასახელა, ეკა მესხიძემ გადაწყვიტა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინა. მესხიძის თქმით, ის, რომ პაპუნა უგრეხელიძეთანამდებობა დატოვა, ნიშნავს იმას, რომ ბრძოლამ შედეგი გამოიღო. უგრეხელიძის მიერ, წერილში მოყვანილ ბრალდებებს კი ეკა მესხიძემ ბინძური და აბსურდული უწოდა.

„ჩემმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ამ ადამიანმა თანამდებობა დატოვა, თუმცა არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მის აბსურდულ და ბინძურ ბრალდებებს, ძალიან მიხარია თუ ერთმანეთს სასამართლოში შევხვდებით, რაც შეეხება ჩემს მეუღლესთან დაკავშირებულ თემას, ესეც ერთ-ერთი დავაა, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს. ეს საკითხი არანაირ კავშირში არ არის იმ ბრალდებებთან და იმ პრობლემებთან, რომელზეც მე ვსაუბრობ ღიად უკვე მერამდენე დღეა, ძალიან მაინტერესებს, რა პასუხი ექნებათ, თუ მე ყველა იმ მტკიცებულებას გავასაჯაროებ, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველმა ის დამნაშავედ ცნო. ვფიქრობ, რომ ეს შედეგი სტიმული უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ დუმს, ვინც ჯერ კიდევ ითმენს მსგავს ჩაგვრას, მსგავს ძალადობას, შეურაცხყოფას, დამცირებას, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ დუმილი არ არის გამოსავალი. დუმილითა და ხელის დაფარებით ჩვენ ვხდებით დანაშაულის მონაწილეები“,-განაცხადა ეკა მესხიძემ.

">