წუხელ „ყაზტრანსგაზმა“ ბათუმის ქუჩაზე გაზის გაჟონვა აღმოფხვრა

24/01/2019

27ა-ში კორპუსის დათვალიერებისას „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა“ აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გამათბობელი მოხსნილი იყო და გაზის რეზინის მილი, დანადგარზე მიერთების გარეშე, ღია მდგომარეობაში, იატაკზე ეგდო, საიდანაც გაზი ჟონავდა. სპეციალისტებმა, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სასწრაფოდ გადაკეტეს გაზის მიწოდება. ბოლო სამ დღეში ეს დაახლოებით მეათე შემთხვევაა, როცა დაკეტილ ბინებში მობინადრეების მხრიდან თვითნებური, უკანონო მიერთებები და დაზიანებები დაფიქსირდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მორიგი საფრთხე აღკვეთა

24/01/2019

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ყაზბეგის 47-ბ კორპუსიდან შევიდა შეტყობინება გაზის გაჟონვის შესახებ. სპეციალისტები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ, მაგრამ ბინა, რომელშიც მოხუცი ქალი იყო და ადგომას ვერ ახერხებდა, გარედან დახვდათ დაკეტილი. მომვლელი ქალის მოსვლის შემდეგ სპეციალისტები ბინაში შევიდნენ, სადაც ასეთი სურათი დახვდათ: გაზქურაზე იდგა ყავის მადუღარა. როგორც გაირკვა, გადმოსულმა ყავამ გაზი ჩააქრო და გაზმა გაჟონვა დაიწყო. რომ არა 

ვრცლად...

ყაზტრანსგაზ-თბილისი: ვაშლიჯვრის მისამართზე კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები დაგვხვდა

24/01/2019

კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები – ასეთი სურათი დახვდათ ვაშლიჯვარში, 7 ა კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში შესულ მაშველებს და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს. აღნიშნული მისამართიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება. კორპუსის ერთ-ერთი მობინადრის ინფორმაციით, სადარბაზოში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. კომპანიის სპეციალისტებმა კორპუსის გაზგაყვანილობა ადგილზე შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ 

ვრცლად...

თბილისში ერთდროულად ორ ბინაში კუსტარულად დამონტაჟენული მილებიდან გაზი ჟონავდა

23/01/2019

ვაჟა ფშაველას გამზირის 25-ა–ში მცხოვრები ერთ–ერთი მობინადრის ინფორმაციით, მის აივანზე ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების მიერ შემოწმებისას დადგინდა, რომ მობინადრის მეზობლად, დაკეტილ ბინაში გაზის დიდი კონცენტრაცია იყო. გადაიკეტა სადარბაზოს ონკანი. მეზობლებისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით ბინის მეპატრონე მოიძებნა. სახლში შესვლისას კი დადგინდა, რომ შიდა გაყვანილობა თვითნებურად, კუსტარული წესით, ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. ბინის 

ვრცლად...

ბილაინის მომხმარებელს თითის ერთი დაჭერით შეუძლია თანხის სხვა მომხმარებელთან გადარიცხვა

23/01/2019

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, ბილაინის მობილური აპლიკაცია MyBeeline-ი კიდევ უფრო მოქნილი გახადა, რის შედეგადაც მომხმარებელს აპლიკაციით, თითის ერთი დაჭერით შეუძლია თანხის გადარიცხვა ბილაინის სხვა მომხმარებელთან. საკუთარი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვისთვის მომხმარებელს აღარ სჭირდება ე.წ. USSD კოდის დამახსოვრება. მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ბილაინის ნებისმიერ მომხმარებელს როგორც საქართველოში, ისე როუმინგის დაფარვის ზონაში.   

ვრცლად...

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით

18/01/2019

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. აბონენტის განცხადებით, წყლის მიწოდება იყო შეწყვეტილი. წყლის მიწოდების აღდგენის შედეგად ჩაირთო ეზოში დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი, რომელიც გადახურდა და გაუჩნდა ცეცხლი. წყალგამაცხელებელი დამონტაჟებული იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. აფეთქება არ დასტურდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ საკუთარ ფართებში დამონტაჟებულ წყლის გამაცხელებლებსა და გაზის გამათბობლებს. გაზის ქსელის შემოწმების მიზნით დარეკეთ სწრაფი 

ვრცლად...

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ახალ მომსახურებას სთავაზობს

17/01/2019

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს, ასევე, 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ VARTA-ს ბრენდის აკუმულატორები, ანტიფრიზები, სონაქსის ბრენდის მინის სითხეები და მინის მწმენდები. სააქციო პროდუქტების გარდა, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თეგეტა მოტორსში წარმოდგენილ სხვა ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე 20%-იანი ქეშბექ აქციით და გადახდილი თანხის  20% დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. 

ვრცლად...

ბესელიასნაირი პოლიტიკოსები დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან სასამართლოს დამოუკიდებლობას

16/01/2019

სამარცხვინო და ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენელი დიქტატორული მეთოდებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას – ეს განცხადება სერგო მეთოფიშვილმა ეკა ბესელიას შესახებ გააკეთა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დეპუტატს ღიად უპირისპირდება და მას სამარცხვინო და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. „სამარცხვინოა და ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო 

ვრცლად...

ბილაინის აბონენტებისთვის ბალანსის ავტომატურად შევსება უკვე შესაძლებელია

16/01/2019

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, ბილაინის აბონენტებს ავტომატური გადახდების მომსახურებას სთავაზობს. ბილაინის აპლიკაციაში და ბილაინის ვებგვერდზეც – პირად კაბინეტში ხსენებული მომსახურება აბონენტს საშუალებას აძლევს საბანკო ბარათით ავტომატურად შეივსოს მობილურის ბალანსი, როდესაც ის აღწევს მომხმარებლის მიერ მითითებულ მინიმალურ ნიშნულს. ავტომატური გადახდის გამოყენება ასევე შესაძლებელია: ტარიფისა და პაკეტის გაგრძელებისთვის, ბილაინ კრედიტის და განვადების დასაფარად. 

ვრცლად...

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დავით მათიკაშვილს დაეკისრა

14/01/2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს დავით მათიკაშვილსდაეკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტმა სიითი შემადგნებლობის უმრავლესობით 11 ხმით მიიღო. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით მათიკაშვილი, კომიტეტს დროებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს. ცნობისთვის: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად, მისი პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილიც გადადგა. შესაბამისად, დღის წესრიგში ერთ-ერთი მოადგილისთვის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი დადგა.