„აჭარა ტექსტილი“ პროდუქციას New Balance-სა და Under Armour-ს მიაწოდებს

22/02/2018

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საწარმო დღეს პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ 

ვრცლად...

„თქვენთან რომ მოვიდეს მეგობარი და გითხრას, მგონი ვიღაც დავჭერიო, ეგრევე პოლიციაში გავარდებით?“

22/02/2018

სცენარისტი ბაკურ სვანიძე მედიაში გავრცელებულ იმ ვიდეოს ეხმიანება, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდები სასამართლო პროცესის დაწყებამდე ახლობლებს უღიმიან. აღნიშნულა კადრებმა საზოგადოების ნაწილში აგრესია გამოიწვია. „ამიტომ ვამბობ ხოლმე ადამიანებო! კარგად ვიდრე არ გაერკვევით საკითხში ნუ გასვამთ ხოლმე ძელზე ნურავის! მთელი ინტერნეტი წალეკა სასამართლოდან ფოტოებმა, სადაც “ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის მონაწილეები იცინიან” 

ვრცლად...

„მაგ ცინიკურ ღიმილს აუცილებლად გაგახსენებთ“

19/02/2018

ხმაური იყო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით მოუსმინეს. დაპირისპირება კომიტეტის თავმჯდომარესა და 2014 წელს, დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ იუსტიციის მინისტრს არაპროფესიონალი უწოდა, რის შემდეგაც თეა წულუკიანმა სხდომა დატოვა. „თქვენ ხართ სამარცხვინო მინისტრი, რომელიც არ სცემთ არა მხოლოდ ამ მოქალაქეების კითხვებს 

ვრცლად...

ხუხაშვილი: „ეს არ არის ჯანმრთელი ადამიანი, მას რაღაც ძალიან სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული“

19/02/2018

„დღევანდელი პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისევ ნაძირალა ჯობია ბრიყვსა და უტიფარს. ამ უტიფრობასა და სიბრიყვეს რომ ხედავ, ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია“,-ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „დიალოგი ლუბა ელიაშვილთან“ ისაუბრა. „კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც წვიმის დროს ეტყვი, რომ წვიმს და შეუძლია გითხრას, რომ შენ ცრუობ, ამ წუთას მზე ანათებს და ეს ისეთი ტონით გითხრას, რომ 

ვრცლად...

„იმდენად მარაზმში გადაიზარდა ეს ყოველივე, წესით უნდა გვეღიმებოდეს“

19/02/2018

„ქართული ოცნების“ წევრი ალექსანდრე თამაზაშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის შესახებ  მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის მიზანმიმართული განახლებული კამპანია, რომლის მიზანია ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილის ოჯახის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. „მოგესალმებით, გუშინ „ცრუსთავი 2“ ის ეთერით მორიგი სიცრუის ტირაჟირება მოხდა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, სიმართლე გითხრათ, იმდენად მარაზმში 

ვრცლად...

„ანა დოლიძე თანამშრომლობდა ორგანიზაციასთან „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა“

19/02/2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, ანა დოლიძე  მუშაობდა რუსეთის საერთაშორისო ორგანიზაციაში „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა“. მეთოფიშვილის განცხადებით, ეს ორგანიზაცია საქართველოს წინააღმდეგ საქმეებს განიხილავდა იმ პერიოდში, როდესაც დოლიძე მასთან თანამშრომლობდა. „ორი ფაქტობრივი უდავო გარემოება დავადგინე ინტერნეტსივრცეში, პირველი – ანა დოლიძე თანამშრომლობდა ასეთ ორგანიზაციასთან, როგორიც არის „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა“, ეს ერთი უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ჩემი 

ვრცლად...

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე აღიარებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს იარაღი არ ჰქონიათ

16/02/2018

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს იარაღი არ ჰქონიათ. ამის შესახებ ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან მიიტანეს. „მე სრულიად ვეთანხმები პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას 

ვრცლად...

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველომ არ უნდა მოახდინოს ჩაბუქის ექსტრადირება თურქეთში“

15/02/2018

ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა მუსტა ემრე ჩაბუქი საპატიმროში მოინახულა. გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ჰარმსმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის პოზიციას არ იცვლის დ მიიჩნევს, რომ საქათველომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი არ უნდა გადასცეს თურქეთს. „ძალიან აქტიურ მონიტორინგს ვუწევთ ემრე ჩაბუქის საქმეს, შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ ის არის მასწავლებელი და არა ტერორისტი. ჩვენ ვიცით, როგორ ეპყრობა თურქეთის ხელისუფლება 

ვრცლად...

სახალხო დამცველი ეხმიანება დეპუტატს, რომლის აზრითაც “უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას” 

15/02/2018

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კრიტიკულად აფასებს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, არჩილ მამულაძის სექსისტური ხასიათის მოსაზრებებს, რომლის თანახმად, ბავშვზე ზრუნვა ქალის პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებაში მამაკაცს დომინანტური როლი აქვს დაკისრებული. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “არჩილ მამულაძე ასევე მიუთითებს, რომ ქალებს კარგი მენეჯერული უნარი აქვთ და მათი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია, თუმცა, „უმჯობესია, პირველი 

ვრცლად...

პატიმრების წამებაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

06/02/2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები, გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ ცნო და შვიდივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მალხაზ ღვინიაშვილს ექვსი წელი და ცხრა თვე პატიმრობა მიესაჯა. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილ უფროს ოლეგ ფაცაციას 7 წელი და 6 თვე, მაგრამ რადგან ფაცაცია უკვე მსჯავრდებულია პატიმარ სერგო თეთრაძის საქმეზე, მას საბოლოოდ 9 

ვრცლად...