პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულიას საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის ღირსების ორდენი გადასცა. „ზაზა ფაჩულია, პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც მოიპოვა NBA-ის თასი და გადაწყვიტა, რომ ეს გამარჯვება თავის სამშობლოში აღენიშნა. ძალიან ... მეტის წაკითხვა