პრეზიდენტი: სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების დაცვისას, საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში

07/08/2017

სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების დაცვისას, საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო ჩამოასვენეს. პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრო. “მის ოჯახს, თანამებრძოლებს, ქართულ შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად ჩვენს ხალხს ვუსამძიმრებ თავისი ვაჟკაცის დაღუპვას”, – განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო, უმცროსი სერჟანტი 

ვრცლად...

მაკკეინი ტრამპს: მადლობა პუტინს გადაუხადეთ

04/08/2017

„ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია“ – პრემიერი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

04/08/2017

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ჩვენი, ქართველი მეომრის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს. ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს. თავდასხმისას 

ვრცლად...

გენერალი ჯონ ნიკოლსონი: „ჩვენი ლოცვებით 900 ქართველ ჯარისკაცთან ვართ, რომლებიც დაღუპულ მეგობარს გლოვობენ“

04/08/2017

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და მისმა მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა. ნატოს ხელმძღვანელმა პირებმა ალიანსის სახელით სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს, თავდაცვის სამინისტროსა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას იზიარებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მეთაური, გენერალი 

ვრცლად...

გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება

25/07/2017

გენერალურ აუდიტორს  უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაიკავებს მის პოსტს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარუდგინოს. წარდგენილ კანდიდატს კი, პარლამენტის სიითი უმრავლესობა 5 წლის ვადით ირჩევს. გავრცელებული ინფორმაციით,  მთავარი აუდიტორის თანამდებობა შესაძლოა  დედაქლაქის მერმა დავით ნარმანიამ ან უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა დაიკავოს. ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე აუდიტის სამსახურს ნინო ლომჯარია 

ვრცლად...

გიორგი კვირიკაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

24/07/2017

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში, პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარება იყო. პრემიერმინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის კონკრეტულ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის 

ვრცლად...

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

24/07/2017

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დ.ქ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 22 საათზე, ქ.სამტრედიაში დ.ქ.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა თ.გ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით 

ვრცლად...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ ღირს ისეთი ნაბიჯების გადადგმა რომელიც გერმანია-თურქეთის თანამშრომლობას ჩრდილს მიაყენებს

24/07/2017

პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდა არ ჩაერიოს თურქეთის შიდა საქმეებში, ამის შესახებ CNN Turk იტყობინება. “თურქეთი, პირველ ყოვილისა, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოა და მის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს. ეს ეხება როგორც სასამართლო სისტემას, ასევე ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას”, განაცხადა ერდოღანმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ გერმანია და თურქეთი პარტნიორები არიან, ნატოს ფარგლებში თანამშრომლობენ და თურქეთის  ევროკავშირში 

ვრცლად...

ირაკლი კობახიძე: ვთხოვ კომიტეტებს, ყურადღებით გაეცნონ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს

24/07/2017

ვთხოვ კომიტეტებს, ყურადღებით გაეცნონ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები შესაბამის წამყვან კომიტეტებს განსახილველად დაუბრუნდათ. საარჩევნო კოდექსის ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, ხოლო თვითმმართველობის კანონში შეტანილი ცვლილებები – თვითმმართველობის კომიტეტს. შეგახსენებთ, რომ გიორგი 

ვრცლად...

ქაბულში ტერორისტულ აქტს 24 ადამიანი ემსხვერპლა

24/07/2017

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერორისტულ აქტს 24 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 42 – დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, აფეთქდა ავტობუსი, რომელსაც მაღაროების სამინისტროს თანამშრომლები გადაჰყავდა. აფეთქება ქალაქის შიიტურ ნაწილში მოხდა და მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო.