ელოშვილი: მარეგულირებელი კომისია საბოლოო ტარიფს მეთოდოლოგიის მიხედვით დაადგენს

17/08/2017

„თელასის“ მიერ  ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, სემეკ-ში განაცხადის შეტანას ენერგეტიკის მინისტრი გამოეხმაურა, ილია ელოშვილის განცხადებით, ტარიფების დადგენა ცალსახად სემეკ-ის კომპეტენციაა. მინისტრის თქმით, სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს, მათ შორის ისეთები, როგორიც არის კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციები და ვალუტის კურსი. „ამას გადაწყვეტს მარეგულირებელი კომისია, დაადგენს მეთოდოლოგიის მიხედვით საბოლოო ტარიფს. როცა ხდება 

ვრცლად...

ჰოლანდიაში რადიოსადგურის შენობაში უცხო პირმა მძევალი აიყვანა

17/08/2017

ჰოლანდიაში, ქალაქ ჰილვერსუმში რადიოსადგურის შენობაში უცხო პირმა მძევალი აიყვანა. reuters-ის ცნობით, მძევალი ქალი იყო, რომელიც ამ დროისთვის გათავისუფლებულია. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი რადიოსადგურის შენობაში შეიჭრა და მძევალი აიყვანა. ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შსს: სამართალდამცველებმა ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს

17/08/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ერთი პირი. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს 

ვრცლად...

გორგასლის ქუჩაზე „ნიკორას“ მაღაზია დააყაჩაღეს, წაღებულია თანხა და პროდუქტები

17/08/2017

ყაჩაღობის შედეგად, „ნიკორას“ მაღაზიიდან მცირე ოდენობის თანხა და პროდუქტია წაღებული – ამის შესახებ news.ge-ს „ნიკორას“ მარკეტინგის დეპარტამენტში განუცხადეს. დაყაჩაღებულია თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე მაღაზია. „დაახლოებით, 04:00 საათზე მოხდა დაყაჩაღების ფაქტი, ორი ნიღბიანი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა ობიექტზე, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ამ დროისთვის, პროცესი დასრულებულია და სუპერმარკეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – 

ვრცლად...

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებით, კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარასდროს იქნება

17/08/2017

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჟე ინის განცხადებით, კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარასდროს იქნება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარასდროს იქნება.  ყველაფერი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს და აშშ თანახმაა მოქმედების ვარიანტები სამხრეთ კორეასთან ერთად განიხილოს“,- განაცხადა მუნ ჟე ინმა.  

სიგუა: ყველა უკლებლივ მიიღებს ყველა კაპიკს

17/08/2017

Gem Festi-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფესტივალზე დასაქმებულ მეწარმეებს ჰპირდება, რომ უკლებლივ ყველა მიიღებს თავიანთ თანხებს. სიგუას თქმით, ის აპირებს, ახლოეს დღეებში გამართოს პრესკონფერენცია, სადაც იმ ფნანსურ სირთულეებზე ისაუბრებს, რომელიც მისივე თქმით, ბევრი მიზეზის გამო შეიქმნა. „ძალიან ბევრი ფინანსური პრობლემა შეგვექნა ჩვენ ბევრი მიზეზის გამო, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, ამ დღეებში გვექნება პრესკონფერენცია და ამას ყველაფერს მოვყვებით. 

ვრცლად...

ჰავაის კუნძულებზე სანაპირო დაცვის ვერტმფრენი ჩამოვარდა

17/08/2017

ჰავაის კუნძულებზე სანაპირო დაცვის ვერდმფრენი ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. CNN-ის ინფორმაციით, ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, სავარაუდოდ ხუთვე მათგანი დაღუპულია.

ბათუმში მომხდარი აფეთქების დროს დაზარალებული პირი გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს

17/08/2017

ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული პირი გვიან ღამით თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. ექიმ ზურაბ თარგამაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობდ მკურნალობას. „შემოსულის მდგომარეობა შეიძლება ჩავთვალოთ სტაბილურად მძიმედ, პაციენტი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში, სახეზეა დამწვრობითი შოკის ნიშნები, არის სხეულის თერმული დამწვრობა 30%-მდე, ძირითადად მეორე-მესამე ხარისხის დაზიანებით წარმოდგენილი სიტუაცია. დამუშავდა პოსტრეანიმაციულ განყოფილებაში, დაიწყო 

ვრცლად...

ოჯახში ძალადობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა მოქალაქე დააკავეს

17/08/2017

შსს-ს განცხადებით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით)“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სახალხო დამცველი დე ფაქტო ხელისუფლებას მეარაყიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

16/08/2017

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ახალგორში სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება და დე ფაქტო ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სახალხო დამცველი აფასებს როგორც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას, სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლას და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ეს დაკავება ასევე უნდა შეფასდეს, როგორც მისი იძულება სამუდამოდ დატოვოს ახალგორი. შემაშფოთებელია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე 

ვრცლად...