ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

17/08/2017

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად  ერთი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო   32 დაშავებულია   , 10 მათგანი მძიმედ არის დაშავებული . -ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს..   მედია არ გამორიცხავს, რომ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს. რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძღოლმა გაქცევა მოახერხა და სამართალდამცავები მისი დაკავებისთვის 

ვრცლად...

გიორგი მარგველაშვილი – შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო

17/08/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესპანეთში მომხდარი ტერაქტის ფაქტს გამოეხმაურა „შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ესპანეთის ხელისუფლებას და ხალხს“, – ნათქვამია პრეზიდენტის 

ვრცლად...

ირკლი კობახიძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

17/08/2017

საქართვეოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს “ვუსამძიმრებ ესპანელ ხალხს დღეს, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვგმობ ამ შემზარავ თავდასხმას და თანადგომასვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ტერორიზმი რჩება თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად. საქართველო აგრძელებს ამ გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლასჩვენს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ყველა ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო დადაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”- ირაკლი კობახიძე  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილებმა მძევლები აიყვანეს

17/08/2017

ბარსელონას რესტორანში ორი შეიარაღებული პირი შევარდა. გავრცელებული ინფორმაციით მათ მძევლები აიყვანეს . ეს ამბავი მას შემდეგ მოხდა , რაც ბარსელონას რაბლის ქუჩის მიდამოებში მიკროავტობუსი ხალხს შეეჯახა ინფორმაციას  ElPeriodico ავრცელებს. Vanguardia-ს ცნობით, ტერაქტის სავარაუდო მომწყობები ბარსელონაში თურქულ რესტორანში გამაგრდნენ. ესპანეთის პოლიცია სატვირთო მანქანის ფეხითმოსიარულეებზე დაჯახებას ტერაქტად აფასებს. ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ისმის ბარსელონაში, ბოკერიას ბაზრის 

ვრცლად...

ბარსელონაში ტურისტებით გადატვირთულ ზონაში , სატვირთო მანქანა შევარდა

17/08/2017

ბარსელონაში, რამბლის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა  წინასწარი ინფორმაციით 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. მარკ ესპანსია არის 20 წლის სტუდენტი , რომელმაც BBC – ის განუცხადა , რომ : ”  ინციდენტის დროს ძალიან ბევრი ოჯახი  იყო მოედანზე , რადგან ეს ქალაქი არის ყველაზე პოპულარული ტურისტებისათვის , სატვირო მანქანის შემოვარდნის დროს იყო  ძალიან 

ვრცლად...

“ვენდი” ვადაგასული პროდუქტის გამოყენების გამო დააჯარიმეს

17/08/2017

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ‘ვენდის’ სწრაფი კვების რესტორანი ვადაგასული პროდუქციის გამოყენების გამო 500 ლარით დააჯარიმა მონიტორებმა “ვენდის” რუსთაველის გამზირის ფილიალში 7 აგვისტოს შეამოწმეს დოკუმენტები , რის შემდეგაც დაადგინეს , რომ ისინი ვადაგასულ პროდუქციას იყენებდნენ . სააგენტოს ცნობით, ვადაგასული პროდუქცია დალუქეს და გაანადგურეს. სააგენტომ ‘ვენდი’ მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა.    

ქალაქის პრობლემები არჩევნებიდან არჩევნებამდე – რა იყო და რა შეიცვალა ავჭალის დასახლებაში

17/08/2017

აქვე ნახეთ, რა ვითარება იყო ავჭალის დასახლებაში ზუსტად 1 წლის წინ არჩევნებამდე.

თამარ მეარაყიშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ მის დაკავებას, ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს

17/08/2017

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ მის დაკავებას, ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.  მეარაყიშვილმა „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ დაკითხვის დროს, მას მარტში „ექო კავკაზას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის შესახებ უსვამდნენ კითხვებს. „პროკურატურაში არ მომცეს საშუალება, რომ თუნდაც ტელეფონის საშუალებით მეკონტაქტა ადვოკატთან, საერთოდ მითხრეს, რომ არ მაქვს მაგის უფლება, რომ მე ადვოკატი მყავდეს, ეს არ 

ვრცლად...

ტრამპი ნეო-ნაცისტებზე გაკეთებული კომენტარის გამო იზოლაციაში მოექცა

17/08/2017

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნეო-ნაცისტებზე გაკეთებული კომენტარის გამო იზოლაციაში მოექცა.  შარლოტსვილში მიმდინარე ნეონაცისტური გამოსვლების შესახებ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, იგი საბჭოს რამდენიმე წევრმა ბიზნესმენმა გააკრიტიკა. CNN-ის ცნობით, პროტესტის ნიშნად ბიზნესმენებმა საბჭო დატოვეს. შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ნეონაცისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.   აქციონერები კონფედერტების გენერლის ქანდაკების აღების გეგმას აპროტესტებდნენ. მსვლელობა შეტაკებასი გადაიზარდა, რის შედეგადაც  1 

ვრცლად...

საგამოძიებო სამსახურში GEM FEST-თან დაკავშირებულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს

17/08/2017

ფესტივალის GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს – ამის შესახებ news.ge-ს უწყებაში განუცხადეს. „მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმა“-ს (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM FEST ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან 

ვრცლად...