ქეთევან ციხელაშვილი: ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში

08/08/2017

ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს. „ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ძალიან ბევრი ადამიანი დღესაც ზარალდება განგრძობადი ოკუპაციით. ჩვენ გზავნილი დღეს, მათ მიმართ არის ის, რომ ჩვენ ვდგავართ მათ გვერდში, სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს 

ვრცლად...

შსს: ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ განმუხურში ერთი პირი დააკავა

07/08/2017

შსს-ს განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის, განმუხურში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

ვრცლად...

საგარეო უწყება: ცხრა წლის თავზე რუსეთი კვლავ არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს

07/08/2017

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „2017 წლის 7 აგვისტოს ცხრა წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციიდან. ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს 

ვრცლად...

ავღანეთში თავდასხმას 50 მოქალაქე ემსხვერპლა

07/08/2017

ავღანეთის  პროვინციაში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა განხორციელდა რასაც, 50-მდე  უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და ქალები.გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების მთავარი მიზანი, შიიტი მუსლიმების დახოცვა იყო. BBC-ის ინფორმაციით, ტერორისტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს.

პრეზიდენტი: სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების დაცვისას, საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში

07/08/2017

სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების დაცვისას, საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო ჩამოასვენეს. პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრო. “მის ოჯახს, თანამებრძოლებს, ქართულ შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად ჩვენს ხალხს ვუსამძიმრებ თავისი ვაჟკაცის დაღუპვას”, – განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო, უმცროსი სერჟანტი 

ვრცლად...

მაკკეინი ტრამპს: მადლობა პუტინს გადაუხადეთ

04/08/2017

„ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია“ – პრემიერი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

04/08/2017

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ჩვენი, ქართველი მეომრის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს. ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს. თავდასხმისას 

ვრცლად...

გენერალი ჯონ ნიკოლსონი: „ჩვენი ლოცვებით 900 ქართველ ჯარისკაცთან ვართ, რომლებიც დაღუპულ მეგობარს გლოვობენ“

04/08/2017

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და მისმა მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა. ნატოს ხელმძღვანელმა პირებმა ალიანსის სახელით სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს, თავდაცვის სამინისტროსა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას იზიარებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მეთაური, გენერალი 

ვრცლად...

გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება

25/07/2017

გენერალურ აუდიტორს  უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაიკავებს მის პოსტს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარუდგინოს. წარდგენილ კანდიდატს კი, პარლამენტის სიითი უმრავლესობა 5 წლის ვადით ირჩევს. გავრცელებული ინფორმაციით,  მთავარი აუდიტორის თანამდებობა შესაძლოა  დედაქლაქის მერმა დავით ნარმანიამ ან უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა დაიკავოს. ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე აუდიტის სამსახურს ნინო ლომჯარია 

ვრცლად...