ასტეროიდი ფლორენსი დედამიწას ჩაუფრენს

19/08/2017

NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას, აქამდე ცნობილებიდან, ყველაზე დიდი ასტეროიდი ჩაუფრენს, რომელიც პლანეტისკენ დაახლოებითი 1980-იანი წლებიდან მოემართება. ობიექტი  ფლორენსი, დედამიწას ყველაზე ძალიან 2017 წლის 1 სექტემბერს დაუახლოვდება. ასტეროიდის დიამეტრი 5 კილომეტრს აღწევს. “სხვა ცნობილ ასტეროიდებს კიდევ უფრო ახლოს ჩაუფრენიათ დედამიწასთან, მაგრამ ფლორენსი მათ შორის ყველაზე დიდია”, – აცხადებს NASA-ს წარმომადგენელი პოლ ჰოდასი. (3122) ფლორენსი დედამიწას საფრთხეს არ უქმნის. 

ვრცლად...

ისლანდიაში დაღუპულ ნიკა ბეგაძეს ერთ კვირაში ჩამოასვენებენ

19/08/2017

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულ ნიკა ბეგაძეს საქართველოში, რუსთავში ერთ კვირაში გადმოასვენებენ. ამის შესახებ სააგენტო ipn.ge ბეგაძის ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით წერს. მათ თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მდინარეში ნაპოვნი ცხედარი ნიკა ბეგაძეა. ცხედარს ჩაუტარდა აუტოფსია და გენეტიკური ექსპერტიზაც. გადმოსვენებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი უზრუნველყოფს. 14 აგვისტის, ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერთან, მდინარეში ადამიანის ცხედარი იპოვეს მოგვიანებით გაირკვა, რომ 19 

ვრცლად...

ბათუმში თხევადი გაზის სადგურზე აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა

19/08/2017

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებული გუშინ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მისივე თქმით, ის დღეს დილით გარდაიცვალა. მას სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა დამწვრობის ცენტრში მკურნალობას განაგრძობს მეორე დაშავებული. მას სხეულის 32 % დამწვარი აქვს 16 აგვისტოს ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწყვა . შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 

ვრცლად...

ბარსელონაში ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი მოკლულია

19/08/2017

“ბი-ბი-სი-ს ”  ცნობით   პოლიციამ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი   18 წლის მუსა უკაბირია,  ქალაქ კამბრელში მოკლა.   ესპანეთის ქალაქ კამბრილსში პოლიციელებმა ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილი 3 პირი მოკლეს   ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანელი 3 პირი ლიკვიდირებულია  – ერთი გაქცეულია. ამის შესახებ გაზეთი El Mundo წერს. ეჭვმიტანილს, რომელიც ჯერ ვერ დააკავეს, იუნერ აბუიაკუბი ჰქვია. ერთ-ერთი ტერორისტი მუსუ უკაბირი (17 წლის), რომელიც სავარაუდოდ იმ 

ვრცლად...

ნიკოლაძის ქუჩაზე ხუთი ადამიანი დააკავეს

18/08/2017

ნიკოლაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შემდეგ ხუთი  ადამიანი დაკითხვაზე გადაიყვანეს.  სპეცოპერაცია  ნიკოლაძის #5-ში ჩატარდა, სადაც ერთ-ერთ მასაჟის სალონია განთავსებული . ანალოგიური სპეცოპერაცია   17 აგვისტოს, პუშკინის ქუჩაზეც ჩატარდა, რის შემდეგაც დაკითხვაზე 8 ადამიანი გადაიყვანეს.

დანით თავდასხმა ფინეთში

18/08/2017

ორი  დაღუპული და  შვიდი ადამინი საავადმყოფოშია გადაყვანილი , ფინეთის ქალაქ ტურკუში, სადაც შეიარაღებული მამაკაცი მოქალაქეებს თავს დაესხა,- ამის შესახებ ინფორმაციას   CNN-ი  გვაწვდის. ფინეთის ეროვნული პოლიციის კომისარის თქმით- ,, ჯერ ადრე ამ შემთხვევას ტერორისტული თავდასხმა ვუწოდოთ” . მედიასაშუალების ცნობით, თავდამსხმელს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც მამაკაცი ფეხის არეში დაიჭრა. ის, ამ დროისთვის, საპატიმროში იმყოფება. პოლიცია 

ვრცლად...

გერმანიის სამხრეთით ქალაქ ვუპერტალ-ელბერფელტში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

18/08/2017

გერმანიის სამხრეთით ქალაქ ვუპერტალ-ელბერფელტში, უცნობი პირი ქუჩაში ადამიანებს თავს დანით დაესხა. ABC-ის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედაა დაჭრილი. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავდასხმების სერია ევროპაში ბარსელონის ტერაქტის შემდეგ გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში დაიღუპა 14 ადამიანი და 100 დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო  

ბარსელონაში ტერაქტის დროს 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

18/08/2017

ბარსელონას ტერაქტის დროს დაღუპულ 14 ადამიანს შორის სამი წლის ბავშვიც აღმოჩნდა. ის იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ქვეითადმოსიარულეთა ქუჩაზე მინივენი შევარდა და ხალხს გადაუარა. მასთან ერთად მისი 65 წლის ბაბუა, ფარანსისკო ლოპესიც დაიღუპა. მათთან ერთად მყოფმა ბავშვის დეიდამ და ბებიამ მძიმე დაზიანებები მიიღეს. ინფორმაციას გაზეთი La Vanguardia ავრცელებს. ოჯახი ბარსელონას პროვინციაში, რუბის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. ბარსელონაში, რამბლეს ქუჩაზე ტერაქტი 17 

ვრცლად...

„არ გვეშინია“ – ბარსელონას პასუხი ტერორიზმს

18/08/2017

ტერაქტის შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას ბარსელონაში წუთიერთი დუმილით პატივი მიაგეს. „ჩვენ არ გვეშინია“, – სკანდირებენ ქუჩაში გამოსული ადამიანები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბარსელონაში 17 აგვისტოს მომხდარი ტერაქტის შედეგად, 10-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და ასამდე დაშავდა.

ბარსელონას ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი 17 წლის ახალგაზრდაა

18/08/2017

ბარსელონას ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანი 17 წლის ახალგაზრდაა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებული ეჭვმიტანილის დრის უკაბირის უმცროსი ძმაა. ესპანური მედიის ცნობით, მუსა უკაბირი მართავდა ავტომობილს და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ კი მიიმალა. ამ დრომდე 17 წლის მუსა უკაბირს სამართალდაცავები ეძებენ. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილი შეარარებულია. თავდაპირველად პოლიციამ მანქანის სავარაუდო მძღოლად მისი ძმა, დრის უკაბირი დაასახელა და მისი ფოტოც გაავრცელა, 

ვრცლად...