ვაჟა-ფშაველას გამზირზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა

07/09/2017

ძლიერმა ქარმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე ხე მოგლიჯა.  მოგლეჯილი ხე ავტომობილსა და ხილ-ბოსტნის მაღაზიას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქუმსიშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება ერთჯერადი სეზონური გამოვლინება იყო

07/09/2017

  ლარის გაუფასურება ეს იყო ერთჯერადი სეზონური გამოვლიება, რომელიც ამ ეტაპზე არის შეჩერებული, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „კურსის სტაბილურობას რაც ეხება, აქაც მინდა აღვნიშნო ჩემი დაკვირვება, რომ ეს არის სეზონური მოვლენა, თუ ჩვენ დავაკვირდებით, 15-20 აგვისტოდან დაიწყო აღნიშნულმა გამოვლინება, რაც არის დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ამ წუთში მე 

ვრცლად...

სუბარის თქმით, უმჯობესი იქნება თუ სააკაშვილი სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს დაესწრება

07/09/2017

დევნილთა მინისტრი მიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავად დაესწრება სასამართლოში, მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს. სოზარ სუბარის განცხადებით, ეს უკეთესი იქნება იმისთვის, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი. „ძალიან კარგია ადამიანი, რომელზეც მიდის გამოძიება, რომელზეც სასამართლოში მიდის პროცესი, თვითონ დაესწრება პროცესს, ეს უკეთესია მისი დაცვისთვისაც, გამოძიებისთვისაც და კითხვებს პირდაპირ გაეცემა პასუხები. ასე, რომ 

ვრცლად...

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება

07/09/2017

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება. დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში ათამდე საკითხია შეტანილი. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახა ქემოკლიძის განცხადებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას, ასევე განხილული იქნება ახალგორში, საეჭვო ვთარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი. დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე ახალგორის სკოლებში ქართული ენის სწავლების 

ვრცლად...

ისრაელმა სირია დაბომბა

07/09/2017

სირიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ისრაელის ავიაციამ გუშინ, გვიან ღამით, სირიის ტერიტორიაზე განთავსებული ქიმიური ობიექტი დაბომბა. დაღუპულია რამდენიმე სირიელი სამხედრო მოსამსახურე, თუმცა გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა  ჯერ არ სახელდება. ისრაელის სახელმწიფოს  დაბომბვაზე  კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება

07/09/2017

ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა. აღნიშნული მონაკვეთის ინვესტიცია 500 მილიონ ლარამდეა და ის ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალისწინებს. ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის შემდეგაც რიკოთი იწყება. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება. მისი ღირებულება მილიარდ დოლარამდე იქნება. ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი და ალბათ 

ვრცლად...

ვაკეში დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

07/09/2017

ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმარი მკურნალობას რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ექიმ ნიკა კვაჭაძის განცხადებით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „ორივე პაციენტს უტარდება სტაციონალური მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში. ქალბატონის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ქალბატონს აღენიშნებოდა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა, მამაკაცს აღენიშნებოდა მხოლოდ ერთი, ქალბატონი 

ვრცლად...

„კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!“ – ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

07/09/2017

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ძალიან რთულია დატოვო ის რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ გამოგვიდა და დანარჩენს 

ვრცლად...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

06/09/2017

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში იტალიასთან  69:71 დამარცხდა. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ გუნდს პლეიოფში მოხვედრა გარანტირებული ექნებოდა. დღევანდელი მარცხის მიუხედავად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პლეიოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. ამისათვის ისრაელისა და უკრაინის საკალათბურთო ნაკრებების დაპირისპირება ისრაელის სასარგებლოდ უნდა დასრულდეს. შეგახსენებთ, გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში ანგარიშით 104:91 

ვრცლად...

ფინანსთა სამინისტრო: არასწორმა მოლოდინებმა ლარის კურსის რყევა გამოიწვია

06/09/2017

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის აზრით, ლარის კურსის რყევა არასწორმა მოლოდინებმა გამოიწვია. ამას დაემატა პოლიტიკური სპეკულაციებიც, რამაც სიტუაცია უფრო გაამძაფრა. “მოსახლეობაში იყო მოლოდინი, რომ აგვისტოს შემდეგ ლარი გაუფასურებას დაიწყებდა და შედეგად, მოთხოვნა გაიზარდა. სხვა არანაირი ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს. სიტუაცია ასევე გაამძაფრა ამ თემაზე არსებულმა პოლიტიკურმა სპეკულაციებმაც. მოვუწოდებ მოსახლეობას, არ აყვნენ მსგავს სპეკულაციებს“, – 

ვრცლად...