ქარიშხალ “ჰარვის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

01/09/2017

აშშ-ში ქარიშხალ “ჰარვის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ქარიშხალმა და წყალდიდობამ დაახლოებით 37 000 სახლი დააზიანა, 7 000 კი გაანადგურა. ყველაზე მეტად ჯეფერსონის ოლქი დაზარალადა. იქ 5500 სახლი განადგურდა. ქარიშხლი “ჰარვის“ დროს ქარით, წვიმითა და წყალდიდობით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი გლობალური რისკების მოდელირების ანალიტიკურმა კომპანიამ RMS-მა 70-90 მილარდ დოლარად შეაფასა. ტეხასს ბოლო 12 

ვრცლად...

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა

01/09/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას, კონგრესმენ ჰეროლდ როჯერსის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. ირაკლი კობახიძემ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ორი ქვეყნის თანამშრომლობის, ურთიერთდახმარებისა და არსებული ურთიერთობების მომავალში გაღრმავების მნიშვნელობაზე. კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკა ამაყობს საქართველოს მიერ გლობალური მასშტაბით დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვისათვის შეტანილი 

ვრცლად...

ვარშავის ზოოპარკი საქართველოს საჩუქრად ცხოველებს და ფრინველებს გადასცემს

31/08/2017

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული თბილისის პარტნიორ ქალაქ ვარშავის ზოოპარკის დირექტორს ანდრეი კრუშევიჩს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელზეც  ვარშავისა და თბილისის ზოოპარკებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს,  თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი  გოგა წერეთელიც იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი  თბილისში ახალი ზოოპარკის  განვითარების შესაძლებლობებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეეხო. როგორც ვარშავის ზოოპარკის დირექტორმა 

ვრცლად...

მაშტაბური ხანძრების შემდეგ უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს სტრუქტურა შეიცვლება

31/08/2017

მასშტაბური ხანძრების შემდეგ ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სტრუქტურა შესაცვლელია, ბიუჯეტი კი – გადასახედი.ხანძრების დროს სისტემის დროულ და ეფექტურ მუშობასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს განსხავავებული პასუხი აქვთ.მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის განახლებაზე და სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანობის ამაღლებაზე პრემიერმინისტრმაც იმსჯელა. უსაფრთხეობისა და კრიზისების მართვის საბჭო 2013 წლის დეკემბერში მაშინდელი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საბჭო წარმოდგენს საქართველოს 

ვრცლად...

აბასთუმანში ხანძარი ლოკალიზებულია

31/08/2017

აბასთუმანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუხცხადა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდნარეობას ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. „ეს გზა იმიტომ შემოიჭრა, რომ შემოსულიყო სახანძრო მანქანები, აქედან დაახლოებით 200-300 მეტრში იყო ხანძრის კერა, სადაც სპეციალური სახანძრო მილებით მოხდა წყლის მიწოდება და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლოკალიზებულია, მიდმინარეობს მისი ლიკვიდაცია“,-განაცხადა 

ვრცლად...

პრემიერი სტიქიასთან ბრძოლის კუთხით სისტემური ცვლილებებს აანონსებს

31/08/2017

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში საჭირო იქნება  რესურსის გათვალისწინება და გასატარებელი იქნება ისეთი ტიპის სისტემური ცვლილებები, რომელიც ქვეყანას გაცილებით მაღალი ხარისხის მზადყოფნაში მოიყვანს ასეთი ტიპის გამოწვევებთან იმისათვის, რომ ქვეყანა მსგავსი სტიქიების დროს მომზადებული იყოს. „ჩვენ დაგვჭირდება მომავალი სისტემური ცვლილებები, ასევე ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელ დღეს, გლობალური დათბობის პირობებში, ხედავთ რა სიტუაციაც არის მთელი ევროპის მასშტაბით, მსოფლიოს მასშტაბით. 

ვრცლად...

ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეასთან საუბარი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არაა

31/08/2017

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ კორეის მიერ  იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების  გაშვებიდან რამდენიმე დღეში,  საკუთარი ტვიტერის გვერდზე, ფხენიანთან  ურთიერთობაზე წერს. ტრამპის განცხადებით, ამერიკა ბოლო 25 წლის განმავლობაში მოლაპარაკებების და გამოძალული ფულის გადახდის გარდა არაფერს აკეთებდა ჩრდილოეთ კორეასთან, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო, ამიტომ მისი აზრით საუბარი გამოსავალი არაა. გამოძალულ ფულში ტრამპი ალბათ იმ სახსრებს და 

ვრცლად...

პრემიერმა რუსეთის დახმარებაზე ოპოზიციის განცხადებებს სამარცხვინო უწოდა

31/08/2017

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რუსეთის დახმარებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს სამარცხვინო პროვოკაციები უწოდა. ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ, რუსეთის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა ის, რაც მე მოვისმინე. ჩვენთვის უპირველესია ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და, რა თქმა უნდა, მე, როგორც ქვეყნის 

ვრცლად...

აფეთქება ქავთარაძის ქუჩაზე (ფოტორეპორტაჟი)

30/08/2017

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში, პირველ სართულზე აფეთქება მოხდა.   თვითმხილველი ადგილობრივების  თქმით, აფეთქება გაზზე მომუშავე წყლის გამათბობლის გაუმართაობამ გამოიწვია. მათივე განცხადებით, 1 ადამიანი, რომელიც აფეთქებისას სახლში იმყოფებოდა, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.შემთხვევის ადგილზე  სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. აფეთქებას კედლის ჩამონგრევა მოჰყვა.

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დასრულებულია

30/08/2017

საქართველო თურქმენეთს სატრანზიტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვას სთავაზობს. აშხაბადში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. მთავარი განსახილველი თემები იყო სატრანსპორტო, ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები. ორი ქვეყანა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდა. კერძოდ, საქართველოს გავლით ევროპაში თურქმენული ტვირთების და ენერგორესურსების მიწოდება, შესაძლოა, გაიზარდოს. პირველ რიგში საუბარია გაზზე, რომლის მარაგებით თურქმენეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. შეხვედრებზე განიხილეს ოთხი ქვეყნის ჩართულობით ერთიანი სატრანსპორტო დერეფნის 

ვრცლად...