ახალი iPhone-ის პრეზენტაცია

12/09/2017

დღეს, კომპანია Apple-ის ახალ ცენტრალურ ოფისში ახალი iPhone-ის პრეზენტაცია იმართება. პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით კომპანიიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ახალ iPhone-ს შესაძლოა iPhone X დაარქვან, ხოლო ტექნიკურ სიახლეებს შორის სახელდება – უკაბელო დამუხტვა, სახის ამოცნობის ფუნქცია და სხვ. iPhone X-ის გარდა, დღევანდელ პრეზენტაციაზე მოსალოდნელია iPhone 8-ისა და iPhone 8 Plus-ის წარდგენაც. არსებული ინფორმაციით, iPhone X-ი ძვირადღირებულ სეგმენტში 

ვრცლად...

სააკაშვილის სასჯელის ზომა 18 სექტემბერს გაირკვევა

12/09/2017

ნაციონალური მოძრაობა დარწმუნებულია, რომ მათ ლიდერს საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეობა უნდა აღუდგინოს და თან სამართლებრივი დევნაც შეწყვიტოს. თუმცა, მათი პოლიტიკური განცხადებები რეალობას ვერ ცვლის.  უკრაინაში კი 18 სექტემბერს გაირკვევა, რა სასჯელი დაეკისრება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს. იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტით მისი ქართველი თანაგუნდელების გარდა, მხოლოდ საქართველოს პორკურატურაა დაინტერესებული. დღესვე, უკრაინაში განვითარებულ 

ვრცლად...

აზმაიფარაშვილი – კოვალიოვმა ბოდიში უნდა მოიხადოს

12/09/2017

მსოფლიო თასის მესამე წრეში   კანადის სახელით მოასპარეზე ანტონ კოვალიოვმა , რომელმაც ტურნირზე  აკობიანი და ანანდი დაამარცხა  ტურნირი დროზე ადრე დატოვა.  ამის მიზეზი  არასათანადოდ ჩაცმულობა იყო. მთავარმა  მსააჯმა , ტომაშ დელეგამ  სატურნირო რეგლამენტით გათვალისწინებული დრესკოდის რეგლამენტის დარღვევის გამო კანადელ მოთამაშეს შენიშვნა მისცა და მისი გამოსწორებისკენ მოუწოდა. შენიშვნის შემდგომ კანადელ დიდოსტატს 15 წუთი ჰქონდა,  რომ  დარბაზში 

ვრცლად...

ადვოკატის ინფორმაციით ლადო სადღობელაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება

12/09/2017

ადვოკატის ინფორმაცით, ლადო სადღობელაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება – ამის შესახებ მან დაკავებულის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ცირა ჯავახიშვილის თქმით სადღობელაშვილს სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. მისივე განცხადებით, დაკავების ოქმი 1 საათის დაგვიანებით დაიწერა და სადღობელაშვილი სამმართველოშიც ერთი საათის დაგვიანებით მიიყვანეს. უფლებადამცველთან ერთად დიღმის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ ქართული მარშის წარომადენლებიც. სადღობელაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. მარშის წევრები საქალაქო სასამართლოსთან აქციასაც 

ვრცლად...

კვირიკაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული

12/09/2017

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის სააკაშვილი არის ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსული. „ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული, ძალიან სამწუხარო წარსული და ისიც ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ამაზე სჯობს, იმ ინსტიტუტებმა გააკეთონ კომენტარები, რომლებსაც ეს ხელეწიფებათ და ეხებათ“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

უკრაინის შსს: სააკაშვილი უკრაინაში უკანონოდ იმყოფება, თუმცა მისი დაკავება ჯერ-ჯერობით არ მოხდება

12/09/2017

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის არტიომ შევჩენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, თუმცა მის დაკავებას ჯერ-ჯერობით არ აპირებენ. მისი თქმით, ამისთვის გარკვეული პროცედურებია გასავლელი. ამის შესახებ არტიომ შევჩენკომ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, იმყოფება თუ არა მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ უკრაინის ტერიტორიაზე, შევჩენკომ უპასუხა: „ჩვენ ვფიქორბთ რომ კი“. ხოლო, რაც 

ვრცლად...

სააკაშვილი: მე გავხდი ამ ორივე ქვეყანაში ბრძოლისა და წინააღმდეგობის სიმბოლო

12/09/2017

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა ორ ქვეყანაში ერთდროულად უწევს. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლაში ოლიგარქები დამარცხდებიან. „ივანიშვილი არის ძალიან სუსტი, არაფრის მაქნისი არ არის, ხომ ხედავთ, რამხელა ოლიგარქებს ვეკვეთე აქ და იქაც კი როგორ ყანყალებენ. ახლა ოდნავ თითი თუ გაანძრიეს ქართველებმა, ჩვენ აუცილებლად გავიმაჯრვებთ საქართველოში. ვიცი, რა 

ვრცლად...

სააკაშვილი: მზად ვარ ბოლომდე წავიდე, შეიძლება მომკლან

12/09/2017

მიხიელ სააკაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული მისი ლიკვიდაცია ან დაკავება. ამასთან დკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილი უახლოეს მომავალში უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ჩასვლას და ხალხთან შეხვედრებს აანონსებს. „ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება მომკლან, შეიძლება დამიჭირონ, აქ ჩამსვან, ექსტრადაცია მოახდინონ, ყველაფერი შეიძლება გააკეთონ, მე ჩემ 11 წლის შვილსაც ვუყვები, რომ შეიძლება ასე მოხდეს, მზად 

ვრცლად...

წულუკიანი: საქართველომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას სააკაშვილზე ყველა საჭირო დოკუმენტაცია მიაწოდა

12/09/2017

საქართველომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყველა საჭირო დოკუმენტაცია მიაწოდა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის სამართლებრივად გაკეთებული იმისთვის, რომ უკრაინის პროკურატურას და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეს ყველა დოკუმენტაცია, როგორც შინაარსობრივად ასე ფორმალურადაც პროცედურები დავიცავით, შესრულებულია და ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას“,-განაცხადა წულუკიანმა.  

სააკაშვილი: „ავაკოვი ჩემთვის ძალიან დაბალი დონეა“

12/09/2017

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას არც პოროშენკოსთან და არც გროისმანთან პირადი კონფლიქტი არ აქვს. მისივე თქმით, ვლადიმერ გროისმანი მისი წყალობით გახდა უკრაინის პრემიერმინისტრი. „მე ყველაფერი გავაკეთე, რომ იაცენუკი წასულიყო“, – აცხადებს სააკაშვილი. „მე არ მაქვს არანაირი კონფლიქტი ლუცენკოსთან. არანაირი კონფლიქტი არ მაქვს არც ავაკოვთან, ეს ჩემთვის ძალიან დაბალი დონეა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, 

ვრცლად...