ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად 18 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

15/09/2017

ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად საავადმყოფოებში 18 ადამიანია გადაყვანილი. reuters-ის ცნობით, არც ერთი დაშავებულის მდგომარეობაა არ არის მძიმე. გამოცემის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში შეტყობინება ადგილობრივი დროით 08:20-ზე შევიდა. შეგახსენებთ, რომ ლონდონის მეტროს ერთ-ერთ მატარებელში აფეთქება მოხდა.  

ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდა

15/09/2017

ლონდონის მეტროს ერთ-ერთ მატარებელში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლიციის განცხადებით ისინი ინფორმირებულები არიან მეტროში მომხდარი „ინციდენტის“ შესახებ და სამართალდამცველები უკვე ადგილზე იმყოფებიან. ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებიც. ლონდონის პოლიცია განცხადებას, უახლოეს მომავალში გაავრცელებს. ინციდენტის ადგილიდან ფოტოები სოციალურ მედიის საშუალებით ვრცელდება.

რამდენს უხდიან ტელე-რადიო კომპანიებს პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ

15/09/2017

პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ დიდ ყურადღებას უთმობენ ტელე-რადიო კომპანიებში კომერციული რეკლამების განთავსებას და ამაში საკმაოდ დიდ ფულსაც ხარჯავენ. ქვემოთ გთავაზობთ 4 პოლიტიკური პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ, ტელე-რადიო კომპანიებში რეკლამის განთავსებისთვის  დახარჯულ თანხებს. სტატია დამზადებულია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და მოიცავს  მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდს. „პატრიოტთა ალიანსი“: დახარჯული აქვს  სულ 52 766 ლარი. აქედან  ობიექტივი- 36 690; მეგატვ- 

ვრცლად...

რეაბილიტირებული პეკინის ქუჩა ორშაბათს გაიხსნება

15/09/2017

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. როგორც თბილისი მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  პეკინის ქუჩაზე უახლოეს დღეებში დასრულდება ტროტუარების მოპირკეთება, რის შემდეგაც  ქუჩა როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის სრულად გაიხსნება. იფნორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მიუხედავად ჩვენი ოპონენტების სკეპტიკური განწყობისა, ჩვენ ამ ამბიციური პროექტის განხორციელება  გადავწყვიტეთ და ისევე როგორც ჩვენი ყველა სხვა 

ვრცლად...

„თბილისობა 2017“ 7-8 ოქტომბერს გაიმართება

15/09/2017

„თბილისობა 2017“-ის ფარგლებში, წელს მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება“ – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.  მისი თქმით, წლევანდელი დღესასწაულის მთავარი ლოკაციები “ახალი ტფილისი”, რიყე და ლეღვთახევი იქნება. ინფორმაციას თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „მოგეხსენებათ, თბილისობა წელს 7-8 ოქტომბერს გაიმართება.  დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და 

ვრცლად...

ჯეჯელავა: მოსწავლეებს დახვდებათ ბუფეტი, სადაც აღარ იქნება შაქრიანი და მარილიანი პროდუქტები

15/09/2017

საჯარო სკოლებში დღეს სწავლა დაიწყო. განათლების მინისტრმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა. ალექსანდრე ჯეჯელავა 143-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სიახლეებზე, რომელიც სკოლებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას ეხება. „სამასზე მეტი სკოლა თავის მოსწავლეებს დახვდება გალამაზებული, მოწესრიგებული, გასუფთავებული. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ 6 ახალი სკოლა დახვდებათ მოსწავლეებს. დახვდებათ გაუმჯობესებული ბუფეტი, სადაც აღარ იქნება შაქრიანი და მარილიანი პროდუქტები, 

ვრცლად...

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

15/09/2017

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რაკეტამ 3700 კმ გაიარა და კუნძულ ჰოკაიდოს სიახლოვეს ზღვაში ჩავარდა. იაპონიის პრემიერმინისტრის თქმით, იაპონია არ მოითმენს ამ საშიშ და პროვოკაციულ ქმედებებს. „თუ ჩრდილოეთ კორეა ამ გაზას გააგრძელებს, მას ნათელი მომავალი არ ექნება“, – განაცხადა შინზო აბემ. მომხდარს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონიც 

ვრცლად...

ირაკლი კობახიძე მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

15/09/2017

ირაკლი კობახიძე მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებიც დღეს  ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს იწყებენ.ძვირფასო ბავშვ, დღეიდან თქვენთვის აქტიური, საპასუხისმგებლო და ამასთან ერთად, სასიამოვნო პერიოდი დგება. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი წარმატებისა და კეთილდღეობის საწინდარი და ამისთვის საფუძვლის ჩაყრასწორედ სკოლაში პირველი დღიდანვე იწყება. გისურვებთ, ნაყოფიერ სასწავლო წელსა და  ბედნიერ და წარმატებულ მომავალს, რაც, საქართველოს წარმატებებისგარანტია იქნება“,- განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

15/09/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვებსა და სტუდენტებს მიულოცა. „გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დღეიდან იწყება ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლისა და უნივერსიტეტის კარი. მჯერა, რომ თითოეული მათგანი, გაათმაგებული ენერგიითა და შემართებით შეუდგება ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესს, რომელიც არსებითია საზოგადოების 

ვრცლად...

ბორდოში გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ გაიხნსა

14/09/2017

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში დღეს ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“.  ქართული გამოფენის ფარგლებში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა .გამოფენა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. “მართალია, ღვინო ფრანგული იდენტობის არსებითი ელემენტია და ფრანგებს მეღვინეობის 

ვრცლად...