40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნების შემთხვევაში დაებეგრებათ – ოპოზიცია ხელისუფლებას თაღლითობაში ადანაშაულებს

02/04/2019

„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“, ხელისუფლებას მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება საპენსიო რეფორმას. ოპოზიციური გაერთიანების წევრების თქმით, საქართველოს მთავრობა თაღლითური სქემის მეშვეობით, დაახლოებით 200 ათასი მოქალაქისა და მათი დამსაქმებელი კომპანიებისგან აპირებს ბიუჯეტის შევსებას. კერძოდ, სავალდებულო საპენსიო რეფორმაში 40 წელს გადაცილებული დასაქმებულები იმ პირობით ჩართეს, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ მათ ექნებოდათ საპენსიო სქემის დატოვების საშუალება და გადარიცხული თანხა სრულად 

ვრცლად...

“სამწუხაროა, როდესაც პარლამენტის წევრი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომლის შინაარსიც თვითონ არ იცის” – ოხანაშვილი ბესელიას პასუხობს

02/04/2019

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და პერსონალურ მონაცემების დაცვის პრობლემა – საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ გამოძიება გახმაურებულ საქმეებზე მუშაობს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი საქმე გახსნილია ამაზე მიუთითებს სტატისტიკაც. თუმცა მისი თქმით, გამოწვევები არსებობს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან არც ერთ წარმატებულ ქვეყანაში გამოძიება საქმეთა 100% ვერ ხსნის. „ამ მიმართულებით გამოწვევები არის ყველა დემოკრატიულ 

ვრცლად...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი და კრიტერიუმები – ვენეციის კომისიის წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდებიან

02/04/2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი, კრიტერიუმები და დაკომპლექტება – ამ საკითხზე სასაუბროდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შეხვდებიან. არამოსამართლე წევრები გეგმავენ, კომისიის წარმომადგენლებს მიაწოდონ ინფორმაცია სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და ე.წ. მოსამართლეთა კლანზე. მათი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის წესს ეხება, იმ ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებზეა მორგებული, რომელიც სასამართლო სისტემაში გავლენებითსარგებლობს. „არის მთავარი გამოწვევა კლანი, 

ვრცლად...

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ

01/04/2019

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ფოთის ნავსადგურში გაიმართა. ალიანსის მუდმივ მოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში ნიდერლანდების, თურქეთის, ბულგარეთის და რუმინეთის საფლაგმანო ხომალდები შედის. აღნიშნული ხომალდები საქართველოს სანაპირო დაცვის ორ მცურავ საშუალებასთან – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირესთან“ ერთად ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ნატოს ხომალდები 4 აპრილს დატოვებენ. „ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია 

ვრცლად...

“მათ აქვთ წყურვილი სცადონ, ხელისუფლების რომელიმე რგოლის ხელში ჩაგდება პოლიტიკური მანიპულაციებით“ – საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციაზე საუბრობს

01/04/2019

ოპოზიცია ცდილობს, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს – საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპონენტებს სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ საკითხთა რიგებში გადატანაში ადანაშაულებს. როგორც ცნობილია, უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ვენეციის კომისიის წევრები ეცნობიან, რომლებიც დღეს, როგორც მმართველი გუნდის ისე ოპოზციის წევრებს ხვდებიან. შეხვედრა ოპოზიციასთან უკვე დასრულებულია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიცია ვერ მოახერხებს შეაფერხოს, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით 

ვრცლად...

სახელმწიფოს აქვს უფლება შეისწავლოს ყველა რისკები მათი მხრიდან, უბრალოდ, რატომ ხდება ეს დღეს, ცოტა კითხვებს იწვევს – ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე საუბრობს

01/04/2019

ანაკლიის კონსორციუმთან ხელისუფლების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი – მამუკა ხაზარაძემ „შაბათის კურიერის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლის თქმით, ბიზნესში რისკების შეფასება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა  არსებულ სიტუაციაში ეს მიდგომა კითხვებს იწვევს. „ამ პროექტს და საერთოდ, ანაკლიის პორტს აქვს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, ის ძალისხმევა, 

ვრცლად...

მანქანის მართვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ დღეიდან სისხლის სამართლის წესით დასჯადია

01/04/2019

მანქანის მართვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ დღეიდან სისხლის სამართლის წესით დასჯადია. სიახლე ეხება მარიხუანის მოხმარებასაც. კანონდამრღვევებს 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევასთან ერთად ჯარიმის გადახდა, ან ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პატრული ეჭვის შემთხვევაში მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ადგილზე შეამოწმებს, დადებითი პასუხის შემთხვევაში მოხდება მისი გადამოწმება შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში. დღეიდან ძალაში შესულ კანონს “თეთრი ხმაური” აპროტესტებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები – ვენეციის კომისია შეხვედრებს იწყევს

01/04/2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და მასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები – ამ თემის განსახილველად პარლამენტში შეხვედრებს დილიდან იწყებს ვენეციის კომისია. ევროპელი ექსპერტები თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. დაგეგმილია ასევე გასაუბრება პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა და დამოუკიდებელ დეპუტატებთან. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ მათ პროექტთან დაკავშირებით კომისიის დასკვნა საბოლოოდ დადებითი იქნება. “დარწმუნებული ვარ რომ ვენეციის 

ვრცლად...

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი სასწავლებლად NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრება

29/03/2019

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდი აშშ-ში გაემგზავრება, სადაც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკში მიიღებენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ​როს უილსონის თქმით, კონკურსის მიზანი საქართველოში საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგების განვითარების ხელშეწყობაა. “მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ათასწლეულის გამოწვევის 

ვრცლად...

სოც.მუშაკების პროტესტი და პრობლემები ჯანდაცვის სისტემაში – სერგეენკოს ნაცვლად პარლამენტში მისი მოადგილე მივიდა

29/03/2019

ჯანდაცვის სისტემის ხარვეზები და სოციალური მუშაკების პროტესტი – საკანონმდებლო ორგანოში, სადაც დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს ელოდებოდნენ, სერგეენკოს მოადგილე მივიდა. დღევანდელ სხდომაზე, სოციალური მუშაკების მოთხოვნებზე და არსებულ ვითარებაზე უნდა იმსჯელონ. უცნობია რატომ არ მივიდა დავით სერგეენკო პარლამენტში, მაშინ როდესაც ვითარება კრიზისულია და სოციალური მუშაკები უკვე მეხუთე დღეა, გაფიცულები არიან. გუშინ მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხმება მხოლოდ ნაწილზე 

ვრცლად...