ოპოზიციამ მოაწყო მოკლე შოუ – თალაკვაძე ოპონენტებს საბანკო რეგულაციების თემით სპეკულირებაში ადანაშაულებს

08/04/2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო ოპოზიციას ახალი საბანკო რეგულაციების საკითხით პოლიტიკურ მანიპულირებაში ადანაშაულებს. თალაკვაძე ამბობს, რომ მცირე ან საშუალო მოცულობის სესხის აღების შემთხვევაში ხშირად მოქალაქეები გარანტიად დებდნენ პენსიონერის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რის შემდეგაც პენსიონრები საცხოვრებელი სახლების გარეშე, ღია ცის ქვეშ რჩებოდნენ. თალაკვაძე ამბობს, რომ სწორედ ამიტომ მიიღეს ახალი საბანკო რეგულაციები. „ეს იყო ის 

ვრცლად...

“უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ჰყოფს”

08/04/2019

“უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ჰყოფს” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ღია წერილშია ნათქვამი. ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით 9 აპრილის 30 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს ბედი განსაზღვრა და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა. „საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება – ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც 

ვრცლად...

გამოსაშვები გამოცდების გაუქმება – მთავრობის ინიციატივას კენჭს დღეს კიდევ ერთხელ უყრიან

08/04/2019

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების ჩავარდნა პარლამენტში რიგგარეშე სესიის დანიშვნის მიზეზი გახდა. მთავრობის ინიციატივა კენჭისყრაზე დღეს ხელახლა დადგება. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ არავითარი ტექნიკური შეცდომა არ მომხდარა და მმართველმა გუნდა ეს ნაბიჯი გამიზნულად გადადგა. პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე პარაკევს ჩააგდო. „შემაძრწუნებელია, რამდენად გაუაზრებელია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშრებით და 

ვრცლად...

სამეთვალყურეო საბჭო თავის მოვალეობას ხაზარაძე-ჯაფარიძის დომინანტური გავლენის გამო ჯეროვნად ვერ ასრულებდა

05/04/2019

თიბისი ბანკის საქმე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების მოთხოვნას განმარტავს. კობა გვენეტაძის თქმით, სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს ევალება ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც ხაზარაძე-გვენეტაძის გავლენების გამო ვერ ახერხებდა. „თიბისი ბანკში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ჩვენ პირველ რიგში, სამეთვალყურეო საბჭოს გაძლიერებითა და დამოუკიდებელი წევრების როლის გაზრდით ვცდილობდით. სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობაა, ბანკის აქციონერების 

ვრცლად...

ნატო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს – ალიანსმა სქემაში საქართველო და უკრაინაც ჩართო

05/04/2019

ნატო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ალიანსმა საიუბილეო მინისტერიალზე ღონისძიებათა ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც საქართველოსთვის ნატოს მხარდაჭერის გაძლიერებას ითვალისწინებს და გულისხმობს ალიანსის სამხედრო გემების უფრო მეტ ვიზიტს შავ ზღვაში, ასევე ერთობლივ საზღვაო და სახმელეთო სწავლებებს. “რუსთავი 2”-ის შეკითხვის საპასუხოდ, გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რას გულისხმობს ვაშინგტონის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება. „ჩვენ შავი 

ვრცლად...

ყოველთვის ვლაპარაკობთ საქართველოზე და უკრაინაზე – ესტონეთის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრისას საქართველოს საკითხს დააყენებს

05/04/2019

ვლადიმერ პუტინს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე პასუხების გაცემა მოუწევს. კითხვებს რუსეთის ლიდერს ესტონეთის პრეზიდენტი დაუსვამს. კირსტი კალიულაიდი 18 აპრილს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მიემგზავრება და ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან სალაპარაკო ბევრი აქვს. ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთში პოლიტიკოსები მოსკოვის პოლიტიკის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა რუსეთს არ ელაპარაკებიან. ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს შეხვედრა აუცილებელია და ამის შესახებ 

ვრცლად...

დაინახა თუ არა ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში TBC ბანკის საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები – ჭიაბერაშვილის კითხვა გვენეტაძეს

05/04/2019

TBC ბანკის საქმე და საბანკო რეგულაციები – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ორი მთავარი კითხვა აქვთ. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ისინი კობა გვენეტაძეს ჰკითხავენ, დაინახა თუ არა ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის საქმეში ფულის გათეთრების დანაშაული. „ყველაზე მთავარი საკითხი არის კობა გვენეტაძესთან შემდეგი კითხვა: თუ პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმე დაიწყო ფულის 

ვრცლად...

ეს ერთგვარი ინდიკატორია, რომ ცვლილებების დროა – ბესელია ევროპარლამენტარების მწვავე წერილებს აფასებს

03/04/2019

11 გავლენიანი ევროპარლამენტარის მიერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინისთვისთვის გაგზავნილ წერილს „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ეკა ბესელია ეხმაურება. დეპუტატის თქმით, ბოლო პერიოდში რეკომენდაციები და შეფასებები გამკაცრდა. გავლენიანი დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მან ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან საარჩევნო სისტემაზე დიალოგი დაიწყოს. ბესელიას თქმით, მკაცრი შეფასები და გზავნილები ერთგვარი ინდიკატორია იმის, რომ 

ვრცლად...

“ჩამოვალ ჩემს ვენახში, დავწურავ პირველ მოსავალს, მერე შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე”

03/04/2019

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მაღალი თანამდებობის დაკავებას არ აპირებს. კვირის აქცენტებთან საუბარში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს პრემიერის თანამდებობის დაკავებას. „მე ჩამოვალ ჩემს ვენახში, დავწურავ პირველ მოსავალს, მერე შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე, შეიძლება, ლაზიკაში ჩავიდე და ლაზიკის მერი გავხდე და შეიძლება, არაფერი არ ვიყო და კონსულტანტი ვიყო პერსპექტიული, ახალგაზრდა საქართველოს მთავრობის, მუდმივად ფეისბუქზე ვიჯდე და ხალხს ვარწმუნებდე, 

ვრცლად...

შრომითი უსაფრთხოება – დეპუტატების თქმით, ქვეყანაში სამარცხვინო მდგომარეობაა შექმნილი

02/04/2019

საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე შრომითი უფლებების შესახებ იმსჯელეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, შრომითი უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სამარცხვინოა. ოპოზიციის წარმომადგენლები კორუფციაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში რეგულაცია სწორედ კორუფციის წყარო გახდა. დეპუტატები აცხადებენ, რომ უმეტეს შემთხვევაში დარღვევის დროს პასუხს არავინ აგებს. „რატომ ხდება, რომ რეგულაცია სწორედ იქ, სადაც შესაძლოა, მისი აუცილებლობა არსებობდეს გახდა სავარაუდოდ, კორუფციის წყარო და 

ვრცლად...