ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება

15/09/2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია მივიდა. სუს-ში გოგია კომენტარის გარეშე შევიდა. სუს-ში იმყოფება ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაიაც. როგორც მიქაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის აპირებს, ანტიკორუფციულ სამსახურს ფარული აუდიოჩანაწერი გადასცეს, რომელიც მისივე ინფორმაციით, ერთი საათი და 57 წუთი გრძელდება. როგორც მიქაია ამბობს, ჩანაწერში საუბრობენ ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია, ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი ლაშა გოგია და ზუგდიდის მერიის ქონების 

ვრცლად...

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

15/09/2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაცით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაცით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დიღმის 

ვრცლად...

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

15/09/2018

სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში იმერეთში, აჭარაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული რ.ს. ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ს.-მ 

ვრცლად...

ერგნეთის შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლება ჩაშალეს

14/09/2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. „მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. მათ IPRM-ის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით 

ვრცლად...

ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა

14/09/2018

ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ამის შესახებ ყიფიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებას“, – წერს ლევან ყიფიანი. შეგახსენებთ, რომ „კურიერმა“ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეს ეხება. აუდიოჩანაწერში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ფინანსთა ყოფილი 

ვრცლად...

შსს-ს განცხადება თორნიკე მერებაშვილის საქმეზე

14/09/2018

თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინსიტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორამციით, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით 

ვრცლად...

„არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას“

14/09/2018

ტელეკომპანია „იბერიას“ საქმესთან  დაკავშირებით კომენტარი პრემიერმინსიტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, „არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას“. „ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება გახლავთ სწორედ ის, რომ საქართველოში ჩვენ მოვიტანეთ მედიაპლურალიზმი და ბუნებრივია, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წარმატება. რაც შეეხება საგადასახადო კომპონენტს, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნესს და კომერციულ საქმიანობას, ეს არის განსხვავებული ასპექტი. არ 

ვრცლად...

სოფელ ხელთუბანთან, სადაც მოსახლეობამ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა, ვითარება დაიძაბა

14/09/2018

სოფელ ხელთუბანთან, სადაც მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა, ვითარება დაიძაბა. 6 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოთხოვენ დადგინდეს რა ვითარებაში მოხდა თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალება. თორნიკე მერაბაშვილის მამამ, შვილის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე განაცხადა, რომ მისი შვილი მოკლულია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა 

ვრცლად...

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

14/09/2018

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. უწყებაში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გულორდავას თქმით, რუსეთში მყოფი ბიზნესმენისგან არანაირი თანხა არ აუღია. მისივე განცხადებით, ის აპირებს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა სიმართლე დადგინდეს. „თანხაზე რასაც მეუბნებით, გეუბნებით -არას, მკაფიოდ და გასაგებად. არავის ანგარიშზე არ ჩარიცხულა, ჩემთვის ცნობილი არ ყოფილა, რომ ჩემთვის იყო ის თანხა 

ვრცლად...

ბახტაძე: „გამოწვევებზე ყველაზე ღირსეული პასუხი არის განათლებული საქართველო“

14/09/2018

განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავარი გამოწვევა ძლიერი განათლების სისტემის შექმნაა და ყველაფერი გაკეთდება ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის ბოლომდე 

ვრცლად...