“ამ სახეებით 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული” – კობახიძის პროგნოზი, “დაიცავი საქართველო” 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს

15/04/2019

კობახიძის პროგნოზი, “დაიცავი საქართველო” 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ „დაიცავი საქართველოს“ შეკრება და მისი პოლიტიკური შანსები შეაფასა. კობახიძე ყოფილ თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებზე საუბრისას ამბობს, რომ „ასეთი სახეები“ ვერ შეიტანენ წვლილს დემოკრატიის განვითარებაში. “3 %-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პარტიები, უფრო მარტივია 

ვრცლად...

რეკომენდაციებიც უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოში, რაც არის სტანდარტი – ვოლსკი მოსამართლეების შესახებ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნაზე

15/04/2019

ოპონენტები უხეშ შეფასებებს აკეთებენ და დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება მიხედვა სჭირდება – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გია ვოლსკი, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას. მისი თქმით, ბრალდებები უსაფუძვლოა და უზენაეს სასამართლოსი მოსამართლეთა შერჩევისა წესი და კრიტერიუმები გამჭვირვალე იქნება. ვიცე-სპიკერის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა კანონის მიღებამდე აუცილებლად დაელოდება ვენეციის კომისიის 

ვრცლად...

„პროვოცირება ხელოვნურად ხდება” – მმართველი გუნდის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაძაბვა ოპოზიციის ინტერესშია

12/04/2019

სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის წევრების დაკავებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დაძაბვა ოპოზიციის ინტერესებში შედის. მმართველი გუნდი ხელისუფლების ოპონენტების ბრალდებებს, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჩაშლა სცადეს, აბსურდულს უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ოპოზიციას სურს, რომ დაჩაგრულად წარმოაჩინოს თავი, რათა საარჩევნოდ მოსახლეობის ხმები მიიღოს. „პროვოცირება ხდება ხელოვნურად იმისთვის, 

ვრცლად...

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – დეპუტატებმა ერთმანეთი სცემეს

12/04/2019

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – ერთმანეთს, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ მერიის აიპებისა და სიპებისგან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას არაერთი გამოთხოვის მიუხედავად ვერ იღებენ. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ “ბათუმის წყალს”, სანდასუფთავებასა” და სხვა აიპებშინეპოტიზმია. მათი თქმით, აღნიშნულ სახელმწიფო დაწესებულებებში, ხელმძღვანელი პირების ნათესავები არიან დასაქმებული. „ინფორმაციას ვითხოვთ, არსებობს ინფორმაცია იმის, რომ ამ ბათუმის აიპ-ებში და შპს-ებში გამეფებულია ნეპოტიზმი. 

ვრცლად...

ივანიშვილის შეხვედრა პატრიარქთან – “ოცნების” თავმჯდომარე ილია მეორეს სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაპირდა

11/04/2019

ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირებს, ივანიშვილს და ილია მეორეს შორის საუბრის თემა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შეეხო, მათ შორის, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს. ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით იმუშავებს. „ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას 

ვრცლად...

საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილე სტასბურგში საზეიმო მიღებით აღნიშნეს

11/04/2019

საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილე ევროსაბჭოში საზეიმო მიღებით აღინიშნა. სტრასბურგში გამოფენილი იყო საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპონატები და ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ამსახველი ფოტოები. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება, სტუმრებს ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილისა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმიმიძღვნილი საფოსტო მარკაც წარუდგინა. მიღებას მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. მათთვის ქართული ხალხური 

ვრცლად...

კახა კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა

10/04/2019

თბილისის მერმა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა. ბინები მათ “დირსი“-ს საცხოვრებელ კომპლექსში მიიღეს. გადაწყვეტილება მერიამ, რამდენიმე კვირის წინ მიიღო და შერჩევის მთავარ კრიტერიუმად, დაბალი სარეიტინგო ქულები დაასახელა. კახა კალაძეს თქმით, თითოეული დაზარალებული ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება დაკმაყოფილებული და ამ პროცესს თბილისის მთავრობა აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს. “აქ არის ადამიანები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ საცხოვრებელ 

ვრცლად...

“დილით სცენარებს წერენ, წადი და იმართლე თავი მერე… ეს გინებაც მოსწონს ხალხს” – ივანიშვილი “რუსთავი2”-ს აკრიტიკებს

10/04/2019

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი თემა “ნაციონალური მოძრაობა” და მისი კრიტიკა იყო. ივანიშვილმა საათნახევრიანი გადაცემის განმავლობაში პარტიის სახელი 57-ჯერ ახსენა. „ქართული ოცნების“ ლიდერის დარტყმის კიდევ ერთი მთავარი ობიექტი ტელეკომპანია “რუსთავი2“-ი აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა სამაუწყებლო კომპანია “სიცრუის ტირაჟირებაში“ რამდენჯერმე დაადანაშაულა, თუმცა პარტიის თავმჯდომარეს გადაცემის მსვლელობისას არგუმენტები არ წარმოუდგენია. „ამ ბოლოს რაც მოსდის 

ვრცლად...

“ერთდროულად გლოვის და სიხარულის დღეა” – პრეზიდენტი რომელიც ხალხს და მედიას გაექცა, ტრაგიკულ მოვლენებზე “ფეისბუქზე” წერს

09/04/2019

საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე დუმილი არჩია და ჟურნალისტებს გაექცა, 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას, სოციალური ქსელით ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მემორიალთან მხოლოდ თაიგულის მიტანით შემოიფარგლა “ფეისბუქზე” წერს, რომ დღეს უსამართლობაზე და ძალადობაზე ერის გამარჯვების დღეა. „9 აპრილის ტრაგედიამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაპოვნინა. ერთდროულად გლოვის და სიხარულის დღეა. უსამართლობაზე, ძალადობაზე ერის და ეროვნული სულის გამარჯვების 

ვრცლად...

ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული – კალაძე ივანიშვილის წერილზე

09/04/2019

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებულ ღია წერილს და ოპოზიციის კრიტიკას, პარტიის გენერალური მდივანი ეხმაურება. კახა კალაძისთვის ოპონენტების კრიტიკა გასაგებია. კალაძე ამბობს, რომ დემოკრატია, რაზეც მისი თქმით, ივანიშვილის წერილშია საუბარი, ოპოზიციას სხვაგვარად წარმოუდგენია. მისივე განცხადებით, ექსპრემიერის წერილის შინაარსი და ანალიზი არის სწორი და ბიძინა ივანიშვილმა ამ წერილში ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი. 

ვრცლად...