“ეს იყო გუნდურობის უხეში დარღვევა” – კობახიძის მორიგი კრიტიკა ბესელიას

15/01/2019

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, ეკა ბესელიას რეგლამენტის და გუნდურობის უხეშ დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, გედევან ფოფხაძის არჩევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ფოფხაძე პროცედურების უხეში დარღვევით აირჩიეს. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დაპირისპირება მმართველ გუნდში კვლავ გრძელდება და „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველმა და ახალმა 

ვრცლად...

ჯვრის მონასტრი დაკეტილია

14/01/2019

მცხეთის ჯვრის მონასტერი დღეს დილიდან მომლოცველებს და ტურისტებს დაკეტილი დახვდათ. ჩაკეტილია როგორც მონასტერის ეზოში შესასვლელი, ასევე ტაძრის კარიც. როგორც განაცხადეს, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ბერებმა მიიღეს. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ ბერებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც სავაჭრო ჯიხურებია ჩადგმული, სურთ კელიის აშენება, რისი საშუალებაც მათ ამ დრომდე არ მიეცათ და პროტესტის ნიშნად მიიღეს ტაძრის დახურვის გადაწყვეტილება. 

ვრცლად...

პრემიერმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებულ ტრისტან წითელაშვილს საახალწლო მილოცვა გაუგზავნა

14/01/2019

პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებულ ტრისტან წითელაშვილს საახალწლო მილოცვა გაუგზავნა. პრემიერის მილოცვას ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი მამუკა ბახტაძეს ახსნა-განმარტებისკენ მოუწოდებენ, რადგან ოპონენტების თქმით, ბევრ დამსახურებულ სამხედროს მილოცვის ბარათი არ მიუღია. ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული,  “ქართულმა ოცნებამ” 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. თუმცა, ის მას შემდეგაც გაეხვა სკანდალში, როდესაც 2016 

ვრცლად...

„არცერთი გუნდის დამსახურება არ არის, რომ პრეზიდენტი ვარ”

11/01/2019

„არცერთი გუნდის დამსახურება არ არის, ეს არის დამსახურება ქართველი ხალხის, რომ მე ვარ პრეზიდენტი,“- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტება „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის და არა რომელიმე გუნდის დამსახურებაა ის, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი გახდა. მას ჟურნალისტებმა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირებასა და მოსამართლეების 

ვრცლად...

განხეთქილება მმართველ გუნდში – ეკა ბესელიას კაბინეტი შეუცვალეს

11/01/2019

ეკა ბესელიას კაბინეტი შეუცვალეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას რიგითი დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში განაგრძობს. მიუხედავად ამისა, ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები, რომლებიც მოსამართლეთა 10-კაციანი სიას აპროტესტებენ, გეგმებს არ ცვლიან. მათი თქმით, სასამართლო სისტემის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლებენ. გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის 

ვრცლად...

მთავრობის გადაწყვეტილებით “ტამიფლუ” უფასოდ გაიცემა 

11/01/2019

  პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის – პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც 

ვრცლად...

მოსამართლეთა ე.წ. შავი სია – ოპოზიცია და არასამთავრობოები ხელისუფლების მკაცრი კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობენ

11/01/2019

უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი სია და დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობაში – ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმომადგენლები,  ხელისუფლების მკაცრი კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობენ “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებში ჩაერთვებიან, თუ უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა დაწუნებული სია არ შეიცვლება და მათი წარდგენის კრიტერიუმები მკაცრად არ განისაზღვრება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა მათი მისია მმართველი გუნდის ხელისშეშლაა, რათა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოზე სრული 

ვრცლად...

ფულის გათეთრების მუხლი და TBC ბანკის საქმე – მამუკა ხაზარაძის ადვოკატი განმარტებებს აკეთებს

10/01/2019

TBC ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძის ადვოკატი განმარტებებს აკეთებს. ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ მუხლი რომლითაც აღძრულია საქმე გულისხმობს შავი ფულის გათეთრებას. მაშინ როდესაც 10 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქცია იყო გამჭირვალე და ცნობილი ეროვნული ბანკისთვის. მისივე განცხადებით, 2007-2008 წლებში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კრედიტორებისგან ისესხეს თანხები, რომელიც მოხმარდა ბანკის კაპიტალის გაზრდას. „ჯამში მოზიდული იქნა დაახლოებით 80 მილიონი $ 

ვრცლად...

ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომელიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის – ფოფხაძე ივანიშვილს პასუხობს

10/01/2019

„მოვუწოდებ ბატონ ბიძინასაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრს, რომ ვუერთგულოთ იმ გუნდს, ვისთან ერთად 2012 წლის პირველი ოქტომბერი მოვიგეთ, ვისთან ერთადაც 2011 წელი დავიწყეთ,“- ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ. დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრემიერმა ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის გვარები ახსენა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გუნდის წინააღმდეგ 

ვრცლად...

„გარიცხვა ცუდი სიტყვაა, ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით”

10/01/2019

მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება – ეკა ბესელიას გუნდის წევრები გაჩერებას არ აპირებენ. ამ ფონზე კი პარტიის თავმჯდომარე,  ბიძინა ივანიშვილი პირველ განცხადებას აკეთებს. ივანიშვილი განცხადებაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე საუბრობს და ღიად აკრიტიკებს ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბესელიას თანამდებობიდან გადადგომას გაუგებრობას უწოდებს და მას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. ივანიშვილის კრიტიკული წერილის მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის 

ვრცლად...