ცხრა ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს სამშაბათს დაასახელებს

15/07/2018

ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს სამშაბათს დაასახელებს. როგორც ჟურნალისტებს დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განუცხადეს, კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს, რათა შეჯერდნენ საერთო კანდიდატზე. როგორც ოპოზიციური პარტიები მხარს არ დაუჭერენ მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს. ასევე, როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ის არ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი.

ოპოზიციამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა დაასახელა

15/07/2018

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა. ახვლედიანის კანდიდატურა ექვსმა პარტიამ წარადგინა: „თავისუფალი დემოკრატები“, „შენების მოძრაობა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „დემოკრატიული მოძრაობა“, „თავისუფალი საქართველო“. ახვლედიანის გარდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ წევრებმა წარუდგინეს.

რაჭაში სოფელ ღების ნაწილთან დაკავშირება ამ დრომდე შეზღუდულია

15/07/2018

რაჭაში სოფელ ღების ნაწილთან დაკავშირება ამ დრომდე შეზღუდულია. „რუსთავი 2“-ის ინფორამციით, სამანქანო გზის აღსადგენად ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და ვარაუდობენ, რომ პროცესი დღის ბოლომდე დასრულებული იქნება. ადიდებულმა მდინარე რიონმა სოფელ ღების ხიდი დაინგრა და ორი უბანი ერთმანეთს მოწყვიტა. უხვი ნალექის გამო, ონის მუნიციპალიტეტში წაღებულია ხიდები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია მოსავალი.

გახარია: „მსგავსი საქციელის ჩამდენი პოლიციელების ადგილი შსს-ში არ არის“

15/07/2018

გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს ბოლო, დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდა კოკა კობალაძის ბინაში პოლიციელების ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, მართლაც დადასტურდა, რომ კობალაძის ბინაში პოლიციელები იმყოფებოდნენ და მათ ეს ფაქტი დამალეს. „გუშინ დეპუტატებმა დასვეს კითხვა ერთ-ერთ კონკრეტულ „ქეისთან“ დაკავშირებით, ეს გახლავთ კოკა კობალაძის ქეისი და მე ამ თემასთან დაკავშირებით დღეს მინდა გავაკეთო კონკრეტული განმარტება. მოგეხსენებათ ამ 

ვრცლად...

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

15/07/2018

საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ მხარი 101 ხმით დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა 12-მა დეპუტატმა მისცა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო პროგრამა და მთავრობის განახლებული შემადგენლობა დეპუტატებს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარუდგინა. მან თავის მოხსენებაში პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა და პარლამენტის წევრების შეკითხვებს მინისტრებთან ერთად უპასუხა. მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის 

ვრცლად...

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს“

14/07/2018

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ყურადღება მთავრობის თავდაცვის პოლიტიკაზე გაამახვილა. პრემიერის განცხადებით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად უნდა იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი. „ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ნიშნავს ჰარმონიზაციას ყველა მიმართულებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით. არსებული ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, 

ვრცლად...

„ჩვენი მოსახლეობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მოდის“

14/07/2018

დღეს ჩვენი მოსახლეობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ წამლების შესყიდვაზე მოდის, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ. „ჩვენ გვაქვს ეკონომიკაში სექტორები, სადაც გვქონდა ასიმეტრიული რეგულაციები, რომელმაც გამოიწვია უსამართლო თამაშის წესები და ჩვენ ყველა ასეთ სექტორში აღმოვფხვრით ამ უთანასწორობას. ჩვენ მთავრობაზე მივიღეთ გადაწყვეტილება და გავათავისუფლეთ დღგ-სგან 

ვრცლად...

შსს-მ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

14/07/2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარნეულში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირადი ცხოვრების  საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მარნეულში დროებით მცხოვრები ს.ზ. პროსტიტუციით იყო დაკავებული. 

ვრცლად...

მდინარე ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ანგარიში მომზადდა

14/07/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მდინარე ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ანგარიში მომზადდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მდინარე ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას, ასევე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურების ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურ პროცესს. „ჭარბნალექიანობამ ხეობაში არსებული 

ვრცლად...

სოფელ ზესხოში ხანძარი ლიკვიდირებულია

14/07/2018

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ხანძარი ლიკვიდირებულია. მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, წვიმამ ხანძრის ჩაქრობის პროცესი დააჩქარა. ამ დროისთვის ცეცხლის კერები აღარ არის. ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 3 ჰექტარი ტყის ნაწილი. ლენტეხის ტყეში ხანძარი 11 ივლისს გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 220-მდე მეხანძრე-მაშველი და სატყეოს სააგენტოს 50-მდე თანამშრომელი იყო ჩართული.