„კახი კალაძემ დააწესა სირცხვილის ახალი ნიშნული“

12/12/2017

უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე 2018 წელს 1.18 ლარის ნაცვლად, 1.13 ლარი იქნება გათვალისწინებული. ინფორმაციას ამის შესახებ საკრებულოს ოპოზიცია ავრცელებს. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, გლდანში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე დახარჯავს 1.13 ლარს, ასევე მათივე თქმით, 4 რაიონში 1.18 ლარი შემცირებულია 1.17 ლარამდე. „იმ ფონზე, როდესაც კატასტროფულად არის გაუფასურებული ლარი, როდესაც 

ვრცლად...

„მთელი ღამე გავათენე, დავიცავით ჩვენი საოლქო-საარჩევნო კომისია“

13/11/2017

ოზურგეთის ახალი მერი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ემზადება. კოტე შარაშენიძე მმართველ გუნდთან თანამშრომლობას გეგმავს. მისი განცხადებით, ოზურგეთში არანარი პრობლემა არ არის ერთმანეთთან ურთიერთობის. „საკრებულოში არის ხალხი, რომელსაც ჰქვია ოზურგეთის მოსახლეობის არჩეული ხალხი, აქედან გამომდინარე, რა პრობლემა უნდა მქონდეს მე ხალხთან. ოზურგეთში მე ხალხმა მხარი დამიჭირა და თუ მე შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია არ გამაჩნია, როგორ უნდა დამიჭიროს ხალხმა 

ვრცლად...

„სამართლიანი არჩევნები“ კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ შეფასებას აკეთებს

13/11/2017

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს 6 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 317 საუბნო, 6 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 6 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 8 ოპერატორისა და 6 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები 

ვრცლად...

ოზურგეთის მერის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე იმარჯვებს

13/11/2017

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატი ლიდერობს,  კოტე შარაშენიძემ ხმათა 50,11% აიღო, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ბეგლარ სიორიძემ 49,89% დააგროვა. 62-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, სიორიძემ 17 227 ხმა დააგროვა, კონსტანტინე შარაშენიძემ კი – 17 306.

„ოზურგეთის N59 საარჩევნო უბნის შედეგები არ უნდა გაბათილდეს“

13/11/2017

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ნასაკირალის უბანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა უბნის შედეგების გაბათილების მცდელობას, რადგან ამ უბანზე და მისი შედეგების გათვალისწინებით, ოზურგეთის ოლქში დამოუკიდებელი კანდიტატი იმარჯვებდა #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დაბა ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენები წარმოქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა უბანზე არეულობის მოწყობისა და ამ მიზეზით უბნის შედეგების გაბათილების 

ვრცლად...

„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა“

12/11/2017

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 109 119 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.24 %-ს შეადგენს. ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია ყაზბეგი – 52.95%; ხაშური  – 34.66%; ბორჯომი – 

ვრცლად...

„მრავალეროვანი საქართველო“: კენჭისყრის პროცესი წარიმართა მშვიდ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში

12/11/2017

საერთო სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანმა საქართველომ“ განახორციელა თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის სამონიტორინგო პროგრამა. არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები: ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა: ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 26 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ამომრჩეველს, რომელსაც სჭირდებოდა დახმარება ხმამაღლა გაუკეთა 

ვრცლად...

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო

12/11/2017

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 109 119 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 33.24%-ია. ყაზბეგში 5313 ამომრჩევლიდან 20:00 საათის მონაცემებით, 52.95% – 2813 ამომრჩეველი მივიდა, ხაშურში რეგისტრირებული 48963 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 16973-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც 34.66%-ია. ბორჯომში – 26529 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 14030-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც 52.89%-ია, ქუთაისში რეგისტრირებული 152546 ამომრჩევლიდან საკუთარი აზრი 

ვრცლად...

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

12/11/2017

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. ქალაქ ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურები ტარდება.  საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე განსაკუთრებული ექსცესები არ დაფიქსირებულა თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისია, ოპიზიცა და არასამთავორობო ორგანიზაციები 

ვრცლად...

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესბამისად ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირდა რიგი ხარვეზები

12/11/2017

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის სამონიტორინგო პროგრამას. სამონიტორინგო პროგრამა ფარავს ბორჯომის #36, ხაშურის # 35 და ყაზბეგის # 29 საარჩევნო ოლქებს. სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 83 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 63 საუბნო, 16 მობილიური ჯგუფის, 3 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის 

ვრცლად...