“პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონა”

08/01/2018

არამიწიერი გარეგნობის ფრანგი გოგონას – ტილან ბლონდოს  სახელი მოდის სამყაროში საკმაოდ ცნობილია.  ტილანის დებიუტი პოდიუმზე 4 წლის ასაკში შედგა, როდესაც ის ჟან-პოლ გოტიეს ჩვენებაზე გამოვიდა. 2011 წელს, როდესაც ის მხოლოდ 10 წლის იყო, მისი ფოტოსურათები, თეთრეულის რეკლამით, ჟურნალ Vogue-ში დაიბეჭდა, რამაც საზოგადოებაში ჟურნალის მიმართ კრიტიკის დიდი ტალღა გამოიწვია. Vogue არასრულწლოვანის გარყვნაშიც კი დაადანაშაულეს. მაგრამ ტილს კარიერულ 

ვრცლად...

The New Yorker: ჰარვი ვაინშტეინის საქმეების შემდეგ ჰოლივუდში მამაკაცებმა აღარ იციან როგორ მოიქცნენ

03/01/2018

პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის მიმართ სექსუალური ძალადობის თაობაზე წარდგენილი ბრალდებების გამო, რომელმაც სკანდალური ხასიათი მიიღო, 2018 წელს ჰოლივუდი შეხვდა, ისე როგორც არასოდეს, წერს  The New Yorker. ჟურნალი The New Yorker ,  წერდა: სექსუალური უპირატესობის კულტურა, რომელიც ჰოლივუდში ათწლეულების განმავლობაში  არსებობდა – დასრულდა. ახლა, თითოეული მამაკაცი ამერიკულ კინოინდუსტრიაში შიშობს, რომ ის შესაძლოა რამეში დაადანაშაულონ და ეს განწყობა “ოცნებების ფაბრიკაში” იგრძნობა. 

ვრცლად...

51 წლის სინდი კროუფორდის ფოტოსესია ჟურნალ Madame Figaro 

29/12/2017

ჟურნალი Madame Figaro  ახალ ნომერში სინდი კროუფორდის ფოტოებს აქვეყნებს. “2018 წელს ვიწყებ სინდი კროუფორდის ფოტოებით. სინდი – საოცრებაა. მადლობა მას, რომ მენდო და შემოქმედებითი თავისუფლება მომცა”, წერს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი, დეიმონ ბეიქერი სოციალურ ქსელში. ცნობისათვის, 2017 წელს სინდი კროუფორდის შვილი, კაი გერბერი  ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანისა და პარიზის მოდის კვირეულის დებიუტანტი იყო.  

“დამდეგ ახალ წელს გილოცავთ! თქვენი რუსი ჯეინ ფონდა”

29/12/2017

ცნობილი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში თამამ ფოტოებს აქვეყნებს. 42 წლის ჟურნალისტი, საკუთარ თავს ჯეინ ფონდას უწოდებს. “მეგობრები, საოცარია, ჩემი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, უამრავი ადამიანი მეკითხება – სპორტზე, დიეტაზე, მოტივაციასა და ა.შ. თუ ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს ჯანმრთელობასა და ფიზიკურ ფორმაზე, მაშინ ამ ფოტოების გამოქვეყნებას აზრი ჰქონია,” – წერს სოციალურ ქსელში თინა კანდელაკი. თუმცა, კანდელაკმა 

ვრცლად...

რიანას ბიძაშვილი მოკლეს

27/12/2017

ბარბადოსზე, პოპ-ვარსკვლავის, რიანას 21 წლის ბიძაშვილი – თავონა კაიზენა ალეინი მოკლეს. მომღერალმა ამის შესახებ Instagram დაწერა. ალეინი შობას ცნობილ ბიძაშვილთან, რიანასთან ერთად შეხვდა. რამდენიმე საათში, ის ბარბადოსის კუნძულზე მოკლეს. ახალგაზრდას, ზურგში ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას უცნობმა რამდენჯერმე ესროლა.    

რეზო გიგინეიშვილი: ჩემი გული ლონდონში დარჩა

25/12/2017

23 ოქტომბერს ნადეჟდა მიხალკოვამ და რეზო გიგინეიშვილმა გაყრის პროცესი დაასრულეს. ოფიციალურ გაყრამდე, რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი მედიასთან აცხადებდა, რომ ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას, თუმცა უშედეგოდ. ახლახანს 35 წლის რეჟისორმა სოციალურ ქსელში Instagram გამოაქვეყნა ფოტო: “ჩემი გული ლონდონში დარჩა”. რეზო გიგინეიშვილი გალინა აგაპოვასთან ერთად არის დაფიქსირებული. გალინა აგაპოვა (ქალიშვილობის გვარია ორლოვსკაია) ცნობილი პიროვნებაა, მის მფლობელობაშია რუსული საიუველირო ბუტიკები Stephen Webster. 

ვრცლად...

Versace-ს სარეკლამო რგოლი სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა

20/12/2017

რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში Versace-ს სარეკლამო რგოლი გავრცელდა. გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიის ახალ ვიდეოგადაღებაში მონაწილეობა მიიღეს ნაომი ქემბელმა, ირინა შეიკმა, ჟიზელ ბიუნდჰენმა და სხვ.    

ჯიჯი და ბელა ჰადიდები Rangers-ების დიდი გულშემატკივრები აღმოჩნდნენ

20/12/2017

ბელა ჰადიდი, რომ კალათბურთის დიდი გულშემატკივარია უკვე გავიგეთ. ამჯერად ცნობილი დები ჰოკეის თამაშზე გამოცხადნენ და საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ სპეციალური ფორმებიც კი  ჩაიცვეს. ჯიჯი და ბელა ძმასთან ერთად ნიუ-იორკში გამართულ Rangers-ების თამაშს ეწვივნენ. ბელამ სპორტულ ფეხსაცმელს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არჩია, მთლიანი ტანისამოსი კი ცნობილ გუნდს მიუძღვნეს.      

ლედი გაგა ავთანდილის კაბით

18/12/2017

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი დიზაინერის ავთო ცქვიტინიძის, ბრენდი Avtandil-ის წითელი კაბა აცვია. კაბა Avtandil-ის 2018 წლის გაზაფხული/ზაფხული კოლექციიდანაა.  

გერმანული Voice-ის გამარჯვებული – ნათია თოდუა (ვიდეო)

18/12/2017

გერმანული Voice-ის 2017 წლის გამარჯვებული ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა გახდა. ფინალში ქართველმა კონკურსანტმა ოთხი სიმღერა შეასრულა. ნათია თოდუამ ფინალში ხმების 50,1% დააგროვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი – 25.45%. შეგახსენებთ, რომ ნათია თოდუა  რამდენიმე წლის წინ მონაწილეობას იღებდა რუსთავი 2-ის პროექტში “იქს ფაქტორი”.