შსს: ოზურგეთის და ლანჩხუთის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის მცირეწლოვნების და არასრულწლოვანების. ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები. მეხანძრე-მაშველებმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები ... მეტის წაკითხვა