givenchy VR goggles: მოდის მომავალი

24/11/2017

ამ წლის დიზაინმა ვირტუალური რეალობის სამყაროში აქტიურად შეაბიჯა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც Google-მა AR / VR ბიბლიოთეკა გამოუშვა. როგორც ჩანს მაღალი მოდაც არ ჩამორჩება ტენდენციას. კორეაში დაფუძნებულმა სტუდიამ PDF haus , ცოტა ხნის წინ “givenchy-სთვის” ვირტუალური რეალობის VR სათვალის დიზაინები შექმნა. designboom  

სიურეალისტური ანიმაციური ფოტოები

24/11/2017

ილუსტრატორი და ანიმატორი ნიკოლა მონტერატი თავის წარმოსახვას სრულ გასაქანს აძლევს და ისტორიულ ფოტოსურათებსა და ნამუშევრებს აცოცხლებს.   thisiscolossal.com

წარმოუდგენელი ფორმის ნამცხვრები

24/11/2017

ერთი შეხედვით შესაძლოა ვერც მიხვდეთ რაზეა საუბარი, მაგრამ ეს ბოთლები იჭმევა. ანდრეს ფატოსისთვის გამაგრილებელი სასმელები საოცარი ინსპირაციის წყაროა და მათ დიზაინს ნამცხვრებს არგებს.  ნახეთ როგორ გამოიყურება გამაგრილებელი სასმელების ბოთლების ფორმის რეალისტური ნამცხვრები. საინტერესო დეტალი ისაა, რომ სასმელების ნამცხვრები შეგიძლიათ საკუთარ სახლშიც გააკეთოთ. designyoutrust.com

89 წლის მხიარული ფოტოგრაფი იაპონიიდან

24/11/2017

არასდროსაა გვიან რაიმე ახლის ასათვისებლად და ამას 89 წლის კიმიკო ნიშიმოტოც ამტკიცებს. იაპონელმა ფოტოგრაფმა საკუთარი ნიჭის არსებობა 72 წლის ასაკში შემთხვევით აღმოაჩინა, როცა შვილის კურსებზე ჩაეწერა. მას შემდეგ კიმიკო აქტიურად ჩაერთო საქმიანობაში. ახლა კი ხელოვანი კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს დგამს და ტოკიოში თავის შვილთან ერთად წარმოადგენს ფოტოსერიას “Asobokane” (“მოდი ვითამაშოთ”). თვალი გადაავლეთ მხიარული კიმიკოს მხიარულ შემოქმედებას, 

ვრცლად...

“Face პოსტი”

24/11/2017

“Face Post” ჯონ იუის სამ სერიიანი მანიფესტაციაა, რომელიც სოციალური მედიისკენაა მიმართული. სწორედ ინტერნეტია ნიუ-იორკელი ხელოვანისთვის მთავარი იდეების წყარო და ამავდროულად მის წინააღმდეგ მოქმედების. ხელოვანი პოსტების გამოსაქვეყნებლად მოდელების სახესა და სხეულს იყენებს. John Yuyi, Bigcartel (h/t: dazed)

თბილისის ქუჩის ხელოვნება : გაფერადებული მიწისქვეშა გადასასვლელი

24/11/2017

გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი ერთი კვირის განმავლობაში 30 მხატვრის მიერ მოიხატა. დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვის მსურველები თბილისის მერიასა და „თბილსერვის ჯგუფს“ სოციალური ქსელისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც, „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, მხატვრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. სწორედ ასე შეირჩა 30 მხატვარი, რომლებიც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ზრუნავდნენ. 

ვრცლად...

მიზეზი, თუ რატომაა ზამთარი საუკეთესო სეზონი

23/11/2017

ზამთრის პერიოდი, სიცივე და ნათელი დღეების სიმცირე ხშირად დეპრესიული განწყობის მომტანია, თუმცა ეს საუკეთესო პერიოდია ფოტოგრაფებისთვის, რომელთაც ბუნება ულამაზეს პეიზაჟებს სთავაზობს. მიუხედავად სუსხიანი ამინდებისა ეს ფოტოები აუცილებლად შეგიქმნითპოზიტიურ განწყობას. pinterest

ნარჩენებისგან შექმნილი ულამაზესი 3D სკულპტურები

23/11/2017

ქუჩის ხელოვანი Bordalo II პოპულარული უნიკალური ხელოვნების შექმნით გახდა. არტისტმა ნარჩენები სკულპტურების მასალად აქცია და მათი მეორადი გადამუშავებით საოცარი ფიგურები შექმნა. რას ფიქრობთ თანამედროვე ხელოვანის ქმნილებებზე? Facebook /Instagram ufunk  thisiscolossal