ჯეიმს ალისონმა და ტასუკუ ჰონჯომ კიბოს მკურნალობაში მიღწეული პროგრესისთვის ნობელის პრემია მიიღეს
მედიცინაში 2018 წლის ნობელის პრემია ამერიკელმა ჯეიმს ალისონმა და იაპონელმა ტასუკუ ჰონჯომ კიბოს მკურნალობაში მიღწეული პროგრესისთვის მიიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნობელის კომიტეტმა განაცხადა, რომ მეცნიერების ანგარიში გარდამტეხია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნული კვლევა ეხმარება ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტს, შეუტიოს კიბოს უჯრედებს. მეტის წაკითხვა