ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ნადარეიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ 1 Tv-ი წერს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრი 98 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. პარიზში მიმდინარე შეჯიბრზე ნადარეიშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უზბეკი რუსტამ ასაკალოვი დაამარცხა. მეტის წაკითხვა