ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

13/06/2018

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა და ასევე გინესის სარეკორდო შედეგი დააფიქსირა. 27 წლის ირაკლი როსტომაშვილმა 13 ივნისს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გამართულ სარეკორდო გამოსვლაში, 1 წუთში 45.6 კილოგრამიანი ზურგჩანთით 49 აზიდვა შეასრულა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. როსტომაშვილის ახალი რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა. რეკორდსმენის 

ვრცლად...

მინისტრმა მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა

11/06/2018

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მოადგილეებთან შალვა გოგოლაძესთან და მუხრან შამათავასთან, ასევე სპორტის დეპარტამენტის უფროს, ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, საქართველოს ბერძნულ/რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ, ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაცის ხელმძღვანელებს სამინისტროში შეხვდა და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა. „ჩემთვის ნამდვილად სასიხარულოა, რომ დღეს სამივე ასაკობრივი კატეგორიის მოჭიდავეებს ერთად გმასპინძლობთ სამინისტროში, 

ვრცლად...

Hotscore.com – ცოცხალი ანგარიშების პირველი ქართული ვებსაიტი

05/06/2018

შეიქმნა ცოცხალი ანგარიშების პირველი ქართული ვებსაიტი, Hotscore.com. პლატფორმა აერთიანებს ცოცხალ ანგარიშებს, სპორტულ სიახლეებსა და სხვადასხვა საინტერესო სერვისს. „Hotscore-ის შექმნაზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ამ ეტაპზე, საიტი ბეტა ტექსტინგის რეჟიმშია და ღიაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის. Hotscore.com-ის ამ ვერსიაში, მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს როგორც მისთვის ნაცნობი, ისე სრულიად ახალი ფუნქციებით. ამ ეტაპზე, Hotscore.com-ზე მომხმარებელს შეუძლია ურთიერთშეხვედრების დეტალების ნახვა 

ვრცლად...

ტოჩინოშინს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

05/06/2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. სამინისტროს ცნობით, სპორტის სფეროში დაწესებული უმაღლესი ჯილდო მინისტრმა იმპერატორის თასის მფლობელ პირველ ქართველ ოძეკს საქართველოს პარლამენტში გამართულ მიღებაზე გადასცა. მათივე ინფორმაციით, პროფესიონალ ქართველ სუმოისტს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან 

ვრცლად...

დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა

02/06/2018

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. „ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს – კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე 

ვრცლად...

რაგბის კავშირი კუპრავას განცხადებას უარყოფს

31/05/2018

რაგბის კავშირი ზვიად კუპრავას განცხადებას იმის შესახებ, რომ რაგბისტები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას უერთდებიან, უარყოფს. როგორც კავშირის მიერ გავრცელებულ განხადებაშია ნათქვამი, მატჩის დასრულებისთანავე ეროვნული ნაკრები მიემგზავრება ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად. „ძვირფასო მეგობრებო დინამოზე მიმდინარეობს დაძაბული მატჩი ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირელი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის თავს. ამ ეტაპზე 

ვრცლად...

ტოჩინოშინი პირველი ქართველი ოძეკი გახდა

30/05/2018

ლევან გორგაძემ ოძეკის ფიცი ოფიციალურად დადო და ამიერიდან სუმოს სამყაროში იერარქიის მეორე საფეხურზე განაგრძობს ასპარეზობას. ინფორმაციას ამის შესახებ sportall.ge ავრცელებს. თბილისის დროით დილის ექვს საათზე იაპონიის დედაქალაქში – ტოკიოში დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც მისთვის ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს. იაპონური ტრადიციის თანახმად, სუმოს ასოციაციის წევრები ლევანის კლუბს, კასუგანოს ესტუმრნენ და ქართველ ფალავანს, მისი კლუბის პრეზიდენტის თანხლებით, 

ვრცლად...

„ფრანგი ბარბაროსების“ კლუბი საქართველოშია

29/05/2018

„ფრანგი ბარბაროსების“ ვიზიტთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს: 2018 წლის 28 მაისიდან 1 ივნისამდე, ფრანგი ბარბაროსების გუნდი, რაგბის მითიური კლუბი საქართველოს ეწვევა. 2018 წლის 31 მაისს, თბილისის „დინამო არენაზე“, ფრანგი ბარბაროსები ისტორიულ მატჩს გამართავენ საქართველოს ნაკრებთან. ეს სპორტული შეხვედრა საფრანგეთის რაგბის ფედერაციისა და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობის ფარგლებში იმართება აღნიშნული სპორტის განვითარების ერთობლივი სურვილით. გარდა 

ვრცლად...

კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთი ისტორიული რეკორდის ავტორი გახდა

27/05/2018

კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთი ისტორიული რეკორდის ავტორი გახდა. პორტუგალიელი პირველია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგო. ამის შესახებ IndianExpress-ი წერს. რონალდუმ ერთხელ ამის გაკეთება “მანჩესტერში” (2008 წელს), ოთხჯერ კი (2014, 2016, 2017, 2018) მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში მოახერხა. ოთხჯერ აქვთ მოგებული ლიგა ლიონელ მესის, ხერარდ პიკეს, ხავი ერნანდესს, ანდრეს ინიესტას და კლარენს ზეედორფს და მათგან რონალდოს დაწევის 

ვრცლად...

1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატის თასის ქურდის ვინაობა 52 წლის შემდეგ დადგინდა

24/05/2018

1966 წელს, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 4 თვით ადრე ლონდონის საგამოფენო დარბაზიდან ტურნირის თასი მოიპარეს. ის ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ერთ-ერთ სკვერში უბრალო გამვლელმა იპოვა. სკოტლანდ-იარდის მასშტაბურობით უპრეცედენტო გამოძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. მხოლოდ 52 წლის შემდეგ, ინგლისურმა გაზეთმა The Daily Mirror-მა დაადგინა, რომ დანაშაული 40 წლის რეციდივისტმა, სიდნი კუგულერმა ჩაიდინა. ამბავი გამოცემას ქურდის ძმიშვილმა უამბო. თავად კუგულერი 

ვრცლად...