მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახებას, ახალციხეში ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სატვირთო და მსუბუქი ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ახალციხის რაიონში მძღოლი გარცაიცვალა. ავტოვარია სოფელ ჭაჭარაქში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილია მამაკაცი, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. როგორც news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მეტის წაკითხვა