ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში შსს-მ ერთი პირი დააკავა

15/08/2017

შსს-ს განცხადებით, ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ე.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ე.ჯ.-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი 

ვრცლად...

„როდესაც პოლონეთის სეიმის ერთერთი კომიტეტის ვიცეთავმჯდომარეზე აწარმოეს ფარული თვალთვალი, ეს არის დიპლომატიური სკანდალი“

15/08/2017

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, უკრანიული გამოცემა Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ  ქართველი ძალოვანები არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ევროპელ დეპუტატებსაც უთვალთვალებენ. ადვოკატის თქმით, ეს არის არა მხოლოდ უკანონო ქმედება, არამედ დიპლომატიური სკანდალი. „ბატონი მღებრიშვილი და ივანიშვილის ჯიბის სუს-ი, შსს შევიდნენ ძალიან სახიფათო თამაშში და ფაქტობრივად გაეხვნენ დიპლომატიურ სკანდალში, როდესაც პოლონეთის სეიმის ერთერთი 

ვრცლად...

ბასილაია: ჩვენ საერთაშორისო-საექსპერტო ბიუროებში აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ ეს სწორედ ბატონი მინისტრის ხმაა

14/08/2017

უკრანიული გამოცემა Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს. ბექა ბასილაიას განცხადებით, მთავარი პროკურატურა იძულებული იქნება გამოძიება დაიწყოს, თუმცა არ აქვს იმედი, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. „ქართული სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილის დევნას და სამსახურეობრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებას იმ მიზნით, რომ მიხეილ სააკაშვილს 

ვრცლად...

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შსს-ს ბაღდათის სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე დააკავეს

14/08/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1934 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს – 1954 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს 

ვრცლად...

თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ღია კაფეებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

14/08/2017

თბილისის მერიის განცხადებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 9 აგვისტოს გაცემული მითითებების შესაბამისად, დავით აღმაშენებლის გამზირზე უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფეების ნაწილი აღებულია და კაფე-ბარები მუშაობას აღნიშნული საქმიანობისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე (შენობა-ნაგებობებში) განაგრძობენ. „თბილისის მერიამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის შესახებ მითითება სულ 16 სამართალდამრღვევ სუბიექტს მისცა, საიდანაც 12-მა, გაფრხილების შესაბამისად, უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფე სრულად გააუქმა, 2-მა ნაწილობრივ, ხოლო 

ვრცლად...

პროკურატურა: სასამართლომ ყაჩაღობასა და უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

14/08/2017

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობასა და უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. „სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები ზ. ბ. და გ. ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის 

ვრცლად...

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს პატიმრობა შეეფარდათ

14/08/2017

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს მახირ და ნაზიმ ჯაფაროვებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  მოსამართლე  ეკატერინე კულულაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების 1000-1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.საქმის პროკურორის ზაზა ქორიძის განცხადებით, მახრინ ჯაფაროვი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის ნარკოდანაშაულისათვის. „მახირ ჯაფაროვი არის რამოდენიმეჯერ წარსულში ნასამართლები სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის, ერთერთი 

ვრცლად...

გონიოში, ერთი პირი გარდაცვლილი იპოვეს

14/08/2017

გონიოში, მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

14/08/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მკვლელობა მოხდა. როგორც news.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მკვლელობა დღეს, გამთენიისას, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები.

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ბდალდებით ოთხი პირი დააკავა

14/08/2017

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და აჭარაში, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში – 3 970 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 

ვრცლად...