აშშ-ში ავტომობილების დაზიანების გამო კაცი დააკავეს

16/08/2017

ვაშინგტონის შტატის ქალაქ  ბელვიუში 32 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც Roll-Royce-სა და Bentley-ის მარკის ძვირადღირებული ავტომობილები დააზიანა. ამის შესახებ Dailymail-ი წერს. თვითმხილველების თქმით, კაცი თავისი ავტომობილით რამდენჯერმე დაეჯახა სადგომზე მდგომ ავტომობილებს. მძღოლი თავის ქმედებებს იმით ხსნის, რომ 3-დღიანი უძილობის შემდეგ პანიკური შეტევა დაეწყო. Roll-Royce-სა და Bentley-ის ავტომობილები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ზიანი კი 500 000 დოლარს აღწევს. დაკავებული მძღოლი ვანდალიზმში დაადანაშაულეს.

საქართველოს სახალხო დამცველი რკინიგზელების შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს ეხმიანება

16/08/2017

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება რკინიგზელთა შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს, რომლებიც მეორე დღეა შპს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობასთან შრომის პირობების ცვლილებების გამო შიმშილობის აქციას მართავენ. 2017 წლის 15 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ორჯერ იმყოფებოდნენ და მონიტორინგი გაუწიეს აქციის მიმდინარეობს. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის მონაწილეებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის შესაძლებლობა, რითაც ხელი ეშლებათ შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზაციის 

ვრცლად...

შსს ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

16/08/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ფ.გ. გარდაბნის რაიონში, ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლი ჩხრეკისას, 44 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე 

ვრცლად...

სამართალდამცველებმა ლილოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი პირი დააკავეს

16/08/2017

სამართალდამცველებმა ლილოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი პირი დააკავეს.  თვითმხილველების ინფორმაციით, ძებნილი პირი დაკავების დროს სავარაუდოდ დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ მას იარაღი არ ჰქონია და ის გაქცევას ცდილობდა. „ის უიარაღო გარბოდა და გაეკიდნენ, აქედან ვხედავდი, რომ ესროლეს, რკინიგზაზე დაჭრეს, თავისთავად ცხადია, რომ დაჭრეს. სამი გასროლა გავიგე. ორ მხრივი სროლა არ ყოფილა, სამჯერ 

ვრცლად...

მთაწმინდაზე მკვლელობა მოხდა

16/08/2017

თბილისში, მთაწმინდაზე მკვლელობა მოხდა, ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც news.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას, ტარებას გულისხმობს.

ისნის მეტროსთან მოქალაქე გარდაიცვალა

16/08/2017

ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ისნის მეტროსთან მოქალაქე გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მოსამართლემ ბექა წიქარიშვილის საქმეზე სხდომა 30 აგვისტომდე გადაიდო

16/08/2017

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებლის ბექა წიქარიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 30 აგვისტომდე გადაიდო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და  მონიტორინგის ცენტრის იურისტის, გურამ იმნაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ბექა წიქარიშვილს არ უნდა შეეფარდოს კონკრეტული სასჯელი. „ჩვენი პოზიციაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ბექას არ შეეფარდოს 

ვრცლად...

საგამოძიებო სამსახური: სამართალდამცველებმა უკანონო საქმიანობაში სამი მეწარმე ამხილეს

16/08/2017

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამართალდამცველებმა სამი მეწარმე სუბიექტი ამხილეს, რომლების საქმიანობის შედეგად, ბრუნვაში მოექცა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით მედიკამენტი. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი აფთიაქებიდან სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ. რის შედეგადაც, ყოველგვარი რეგულაციისა და 

ვრცლად...

საქალაქო სასამართლოში ბექა წიქარიშვილის დასკვნითი პროცესი იმართება

16/08/2017

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებლის, ბექა წიქარიშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა უნდა თქვას, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. თავად ბექა წიქარიშვილის განცხადებით, მისი საქმე არის პრეცედენტული. „დღეს, ჯერ კიდევ, ნარკოპოლიტიკა არის ის მძიმე წერტილი, რომელიც ტვირთად აწევს მთლიანად საზოგადოებას და ზოგადად ქვეყანას. ჩემთვის, პირადად დღეს მთავრდება საპროტესტო მოძრაობის 

ვრცლად...

მედია: თბილისის შემოსასვლელში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

15/08/2017

თბილისის შემოსასვლელში, „კარფურთან“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს – ამ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმელები არიან მობილიზებული, რომლებსაც რამდენიმე მანქანა ჰყავთ გაჩერებული. განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. „შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა – გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.