სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

18/08/2017

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. „სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებისთვის ბრალდებული დ.ჩ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით. ამავე განაჩენით დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ იქნენ 

ვრცლად...

შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მოქალაქე დააკავა

18/08/2017

შსს-მ 1994 წელს დაბადებული ვ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 769 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, – აცხადებს 

ვრცლად...

შსს-მ ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე რეაგირება მოახდინა

17/08/2017

შსს-ს განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ შესული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 35 გამოძახება დაფიქსირდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 4 სამართალდამრღვევს, საქართველოს ადმინისტრაციულ 

ვრცლად...

საგამოძიებო სამსახურში GEM FEST-თან დაკავშირებულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს

17/08/2017

ფესტივალის GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს – ამის შესახებ news.ge-ს უწყებაში განუცხადეს. „მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმა“-ს (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM FEST ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან 

ვრცლად...

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული  პირი ბრალს არ აღიარებს

17/08/2017

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული  პირი ბრალს არ აღიარებს. ბრალდებულის ადვოკატ დავით ცინცქილაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ მოკლულთან ნაცნობობა აკავშირებდა. ადვოკატის თქმით, დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. „მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს მსგავს შემთხვევასთან კავშირს, ის მართალია 

ვრცლად...

შსს: სამართალდამცველებმა ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს

17/08/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ერთი პირი. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს 

ვრცლად...

გორგასლის ქუჩაზე „ნიკორას“ მაღაზია დააყაჩაღეს, წაღებულია თანხა და პროდუქტები

17/08/2017

ყაჩაღობის შედეგად, „ნიკორას“ მაღაზიიდან მცირე ოდენობის თანხა და პროდუქტია წაღებული – ამის შესახებ news.ge-ს „ნიკორას“ მარკეტინგის დეპარტამენტში განუცხადეს. დაყაჩაღებულია თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე მაღაზია. „დაახლოებით, 04:00 საათზე მოხდა დაყაჩაღების ფაქტი, ორი ნიღბიანი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა ობიექტზე, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ამ დროისთვის, პროცესი დასრულებულია და სუპერმარკეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – 

ვრცლად...

ოჯახში ძალადობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა მოქალაქე დააკავეს

17/08/2017

შსს-ს განცხადებით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით)“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

აშშ-ში ავტომობილების დაზიანების გამო კაცი დააკავეს

16/08/2017

ვაშინგტონის შტატის ქალაქ  ბელვიუში 32 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც Roll-Royce-სა და Bentley-ის მარკის ძვირადღირებული ავტომობილები დააზიანა. ამის შესახებ Dailymail-ი წერს. თვითმხილველების თქმით, კაცი თავისი ავტომობილით რამდენჯერმე დაეჯახა სადგომზე მდგომ ავტომობილებს. მძღოლი თავის ქმედებებს იმით ხსნის, რომ 3-დღიანი უძილობის შემდეგ პანიკური შეტევა დაეწყო. Roll-Royce-სა და Bentley-ის ავტომობილები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ზიანი კი 500 000 დოლარს აღწევს. დაკავებული მძღოლი ვანდალიზმში დაადანაშაულეს.

საქართველოს სახალხო დამცველი რკინიგზელების შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს ეხმიანება

16/08/2017

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება რკინიგზელთა შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს, რომლებიც მეორე დღეა შპს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობასთან შრომის პირობების ცვლილებების გამო შიმშილობის აქციას მართავენ. 2017 წლის 15 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ორჯერ იმყოფებოდნენ და მონიტორინგი გაუწიეს აქციის მიმდინარეობს. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის მონაწილეებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის შესაძლებლობა, რითაც ხელი ეშლებათ შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზაციის 

ვრცლად...