უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი – პარლამენტში ორი, “ოცნებიდან” წასულებისა და დარჩენილების კანონპროექტები დარეგისტრირდება

11/03/2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს ორი ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდება. ბიუროს სხდომაზე ირაკლი კობახიძის საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, მისი ყოფილი თანაგუნდელების პროექტიც განიხილება. მმართველ გუნდში კანონპროექტში გაწერილ წესს განმარტავენ. „იუსტიციის საბჭო არა მხოლოდ წერილის საფუძველზე გამოუშვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად, არამედ ე.წ. გრძელ სიას შეადგენს, რომელთა მიხედვითაც იქნება იმ ადამიანების 

ვრცლად...

თუ დამატებით, ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან ძნელი დასანახია – ქადაგიძის დაკითხვა დასრულდა

07/03/2019

ეს არ არის პატარა რიგითი ამბავი, აუცილებელია, 100- პროცენტიანი საჯაროობა –  ეს განცხადება, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, TBC ბანკის საქმეზე საუბრისას გააკეთა. ქადაგიძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელი გამოკითხვის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს. მისი თქმით, ძირითადი კითხვები ეხებოდა ფუნქცია-მოვალეობასზედამხედველობის სააგენტოში და 

ვრცლად...

TBC ბანკი არ არის ჩვენი ორგანიზაციის წევრი და არ ვფლობთ სრულ ინფორმაციას – “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

07/03/2019

TBC ბანკის საქმე და ქართველ ბიზნესმენთა დუმილი – “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” პრეზიდენტი ამბობს, რომ TBC ბანკის საქმეზე არ ფლობენ სრულ ინფორმაციას. მისივე განცხადებით, ნებისმიერი ბიზნეს გაერთიანება ეყრდნობა გარკვეულ გადაწყვეტილებებს, გარკვეულ მოკვლევას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოკვლევა არ შედის მათ კომპეტენციაში. ელგუჯა მელაძის განმარტებით, TBC ბანკის საქმის წამოწევა ასოციაციის ერთ-ერთი წევრისგან მოხდა, რადგან ბიზნესმენბს აინტერესებთ ყველა ის საკითხი, 

ვრცლად...

გვესმის, რომ კერძო სექტორს ანაკლიის პორტის პროექტის შესრულება უჭირს

07/03/2019

ჩვენ გვესმის, რომ კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის შესრულება. ამ პროექტში კერძო სექტორის როლი დღესდღეობით უფრო არის ორგანიზაციული,“- ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა. გიორგი ქობულიას თქმით, ეს არ არის დაკავშირებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან. ქობულიას განცხადებით, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოზიდვა დამოუკიდებლად ანაკლიის კონსორციუმს არ შეეძლო. 

ვრცლად...

საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია – მამუკა მდინარაძე “TBC ბანკის” საქმეზე საუბრობს

07/03/2019

„თიბისი ბანკის“ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის მიუღებელია. მამუკა მდინარაძის შეფასებით, არგუმენტების გარეშე კომისიის შექმნა არასერიოზულია. ის იმ სკანდალურ წერილსაც გამოეხმაურა, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა. მამუკა მდინარაძემ გზავნილს “ნაბეჭდი ფურცელი” უწოდა. „ეს ყველაფერი იღებს ძალიან არასერიოზულ სახეს, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი მიდიოდა 

ვრცლად...

რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად? არც ავტორი ჩანს არც შედგენის თარიღია – თალაკვაძე ხაზარაძეს პასუხობს

06/03/2019

TBC ბანკის სკანდალური საქმე – „ქართულ ოცნებაში“ საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა. განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძე გააკეთა. თალაკვაძემ იმ წერილთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც TBC ბანკის დამფუძნებელმა პროკურატურას, როგორც მუქარის დასტური გადასცა და რომელიც პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა. ხაზარაძე ირწმუნება, რომ მუქარის წერილი მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა. თალაკვაძე წერილს „ქაღალდის ფურცელზე ამობეჭდილ ტექსტს“ უწოდებს, რომელსაც 

ვრცლად...

“კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი” – ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა

05/03/2019

“სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი,“ – ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ საქალაქოს სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. თიბისი ბანკის დამფუძნებლის თქმით, პროკურორებს იმ წერილის ასლი გადასცა, რომელზეც გუშინ მან პარლამენტში განაცხადა, რომ მუქარის შემცველია. ხაზარაძის განცხადებთ, წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. „როგორც მოგეხსენებათ, გამოკითხვაზე ვიყავი, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით, ახლა გამოვედი. 

ვრცლად...

მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს

05/03/2019

მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელის გამოკითხვას, პროკურატურა ითხოვს. გამოკითხვა 14:00 საათზე ჩაინიშნა. საქმე ეხება ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან შს მინისტრი მუქარაში დაადანაშაულა. სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ გუშინ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას გააკეთა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მისწერა. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადებით, შს მინისტრმა 

ვრცლად...

ხელისუფლებას ნაღმი აუფეთქდა ხაზარაძის და თიბისი სახით

04/03/2019

ხელისუფლებას ნაღმი აუფეთქდა ხაზარაძის და თიბისი სახით – ესგანცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. დღეს მამუკა ხაზარაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, სადაც მან სკანდალური განცხადებები გააკეთა, მათ შორის ეროვნული ბანკის ზეწოლასა და გიორგი გახარიას მუქარის შემცველ წერილთან დაკავშირებით. ანა დოლიძე აცხადებს, რომ ხაზარაძის განცხადება ხელისუფლებისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო. “ხაზარაძის განცხადება იყო შემოლაწუნება. უნდა შეიქმნას 

ვრცლად...

მუქარა შს მინისტრისგან – მამუკა ხაზარაძეს პროკურატურაში გამოკითხავენ

04/03/2019

მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ მას შს მინისტრი წერილობით ემუქრებოდა, პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებელს გამოკითხავს. როგორც შალვა თადუმაძის უწყებაში აცხადებენ, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს, თუკი ხაზარაძე დაადასტურებს, მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას. “მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება ამავე საქმის  ფარგლებში და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”-განაცხადეს პროკურატურაში. მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას გიორგი 

ვრცლად...