რაჭაში საცხოვრებელ სახლში ტრაილერის შევარდნის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
რაჭაში საცხოვრებელ სახლში ტრაილერი შევარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამინი დაიღუპა. სამივე დაღუპული ავტომობილში იმყოფებოდა. როგორც news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას და ორი ან მეტი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მეტის წაკითხვა