წაღვერის ტყეში ხანძარია

22/09/2017

წაღვერის ტყეში ხანძარია. ცეცხლი დაახლოებით იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ცოტა ხნის წინ სტიქიას ებრძოდნენ. როგორც news.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ადიგენში მუხის მთაზე ტყე იწვის

22/09/2017

ადიგენის მუნიციპალიტეტში მუხის მთაზე ტყის ქვედა საფარი იწვის. როგორც, news.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე რამდენიმე ათეული ცოცხალი ძალა მუშაობს. მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილზე რეინჯერები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოხალისეები იმყოფებიან. ამ დროისთვის ცეცხლსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს.  

დღე მანქანების გარეშე !

22/09/2017

22 სექტემბერი მსოფლიოში აღინიშნება დღედ მანქანების გარეშე. საქართველოში უკვე მეორე წელია სოციალური ქსელებით იქნება ღონისძიებები და აქტივობები, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობა ერთმანეთს გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ. ნახეთ რა ვითარება იყო თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დღის განმავლობაში და როგორი გამოხმაურება ჰქონდა 22 სექტემბრის აქციას თბილისლებისგან.  

ვაზიანში საარტილერიო საველე სწავლება გაიმართა

22/09/2017

ვაზიანის პოლიგონზე I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული ბატალიონის გეგმიური საველე სწავლება დასრულდა. სწავლების მიზანს ბატალიონის შტაბისა და ქვედანაყოფების კოორდინირებულ მუშაობაში უნარების დახვეწა წარმოადგენდა. სამკვირიანი წვრთნების განმავლობაში პირადი შემადგენლობა საბრძოლო გასროლებს BM21 ზალპური ცეცხლსასროლი სისტემებიდან აწარმოებდა. სამიზნე მანძილი კი 6 კილომეტრამდე მერყეობდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დასკვნით ნაწილში ბატალიონში შემავალ ასეულებს სპეციალურად აღნიშნული სწავლებისთვის I საარტილერიო ბრიგადის 

ვრცლად...

ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს

22/09/2017

23 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს. N6 და N87 ავტობუსები და ასევე, სამარშრუტო მიკროავტობუსები კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის გავლით, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში გადაადგილდებიან. ხოლო პეკინის ქუჩიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ: N6, 85, 47, 92, 150 და N42 ავტობუსები. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. პეკინზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი 

ვრცლად...

განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“

22/09/2017

თბილისის მერმა  დავით ნარმანიამ  სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. დავით ნარმანიას თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა. „ეს არის რიგით მესამე მოდერნიზებული მეტროსადგური, რომლის სრული რეაბილიტაცია ჩვენ ჩავატარეთ. ამჟამად კიდევ სამი მეტროსადგურის მოდერნიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ მგზავრთა 

ვრცლად...

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

22/09/2017

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „გლდანის რაიონში, ზაჰესის ხიდის მისასვლელ გზასთან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური  წყალსადენი დაზიანდა. დატბორვის თავიდან აცილების მიზნით ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მაგისტრალურ მილზე სამუშაოების დასრულებისთანავე, ზაჰესის ხიდის მისასვლელთან დაზიანებულ გზის საფარს აღადგენს. ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოებისთვის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 

ვრცლად...

სემეკ-ი ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე დღეს იმსჯელებს

22/09/2017

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს,  საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს. სემეკ-ის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გივი სანიკიძის თქმით, ტარიფებს დაგეგმილ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის, არსებითი განსხვავება არსებობს, რისი კორექტირებაც კომისიის უფლებამოსილებაა. „სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ტარიფების კორექტირება, შესაბამისად, დღეს კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და 

ვრცლად...

ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია

22/09/2017

ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ჯგუფი, რომელიც სადიაგნოსტიკო სამუშაოებს აწარმოებს. ზაჰესის ხიდზე იმყოფება თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილიც. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მაგისტრალური წყალსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები უკვე გადაკეტილია და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, დღესვე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. კომპანია 

ვრცლად...

ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა

22/09/2017

ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა. შესაბამის ფოტოებს „სტუდია მონიტორი“ სოციალური მედიის საშუალებით ავრცელებს. როგორც „სტუდია მონიტორი“ წერს, ხიდი 2 წელი შენდებოდა და მისი მისი აშენება დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაჯდა. როგორც ცნობილია, ზაჰესის ხიდთან, მიწა დაახლოებით ერთი თვის წინაც ჩამოიშალა, რის შემდეგაც ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.