პედაგოგი: მთხოვეს, სურათი გადაგვიღეო, ეზოში არ გადავუღე და კლასში გადავუღე

18/09/2017

ქედის მუნიციპალტეტის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ფოტოსთან დაკავშირებით განმარტება თავად პედაგოგმა გააკეთა. მარინა დარჩიძის განცხადებით, დროშები ჰქონდათ ბავშვებს, რომელთა თხოვნითაც მან გადაიღო ფოტო და ატვირთა სოციალურ ქსელში. მარინა დარჩიძემ ასევე განაცხადა, რომ არჩევნებზე საოლქო კომისიაში მდივნად მუშაობდა. „სხვა ბავშვებს ჰქონდათ ხელში და პირველკლასელებს წაართვეს და მთხოვეს, სურათი გადაგვიღეო, ეზოში არ გადავუღე და კლასში გადავუღე, 15-ში არ გავრცელებულა ეს 

ვრცლად...

ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ტენორის, ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო

18/09/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი  კობახიძე  მწუხარებას  გამოთქვამს  ცნობილი  ქართველი  ტენორის,  ზურაბ  სოტკილავას გარდაცვალების გამო. „საოპერო სცენას და მსოფლიოს მუსიკალურ საზოგადოებას დააკლდა ცნობილი ქართველი ტენორი, ბატონი ზურაბ სოტკილავა. ზურაბ სოტკილავა იყო ქართული ნიჭის ერთ-ერთი  ყველაზე  თვალსაჩინო  ელჩი  მსოფლიოში.  ვუსამძიმრებ  ბატონი  ზურაბის  ოჯახს, მეგობრებს და ერთგულ თაყვანისმცემლებს“,- განაცხადა კობახიძემ.  

მერი დავით ნარმანია პეკინის ქუჩაზე ველობილიკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

18/09/2017

თბილისის მერი დავით ნარმანია, პეკინის ქუჩაზე ველობილიკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. კერძოდ, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე, 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი კეთდება. ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური კი, იქ შესაბამის ნიშნებს განათავსებს. დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად კეთდება. „დღეს იგება ველობილიკი და ამით 

ვრცლად...

SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა საკუთარი მისია დაასრულა

18/09/2017

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერის გაცილების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი საქართველოში საკუთარ მისიას ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა. SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერის პოზიციაზე პოლკოვნიკ ტორსტენ კიოლერს შეცვლის I რანგის კაპიტანი შტეფან ანიგჰოფერი, რომელიც მოვალეობას ოქტომბრიდან შეასრულებს. გაცილების ღონისძიებაზე 

ვრცლად...

ისნის რაიონში ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ზეხმელი ხეები მოიჭრება

18/09/2017

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ისანში გამხმარი ხეების მოჭრის ნებართვა გასცა. ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვის გაცემამდე მწვანე ნარგავების მდგომარეობის შესაფასებლად შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ტერიტორიაზე 112 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხიდან 41 გამხმარია. ინფორმაციას მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. დაავადების ჯანსაღ მცენარეებზე გავრცელების პრევენციისა და ასევე, სხვა მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან 

ვრცლად...

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო  წამლობა გურიის რეგიონში მიმდინარეობს

18/09/2017

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო  წამლობა გურიის რეგიონში მიმდინარეობს. ავიაციის გამოყენებით ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 5 ათასამდე საყანე ფართობებისა და დიდი მასივების დამუშავება იგეგმება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ავიაციის პარალელურად, ისევე, როგორც სამეგრელოსა და იმერეთში, გურიის რეგიონში მუშაობს  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა, რომელიც დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული. თერმული 

ვრცლად...

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება

15/09/2017

საქართველოს მტაავრი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურის მიერ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან დაკავშირებით მხოლოდ 2017 წლის პირველ 6 თვეში გამოქვეყნებულია 161 განცხადება და ჩატარებულია 6 ბრიფინგი. რა თქმა უნდა, ყველა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია ეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებს, რომლებზეც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმეებზე მიეწოდება ის  ინფორმაცია, რაც  გამოძიების  

ვრცლად...

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

15/09/2017

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ნაძალადევის რაიონი გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ალილუევის, ხიმშიაშვილის, მანჯგალაძის, ჩოხატაურის, სურგულაძის, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ცინცაძის, ნიკო მარის, სვანეთის, რიონჰესის, დიდი ჯიხაიშის, კამალოვის, კავთისხევის, ჩაქვის, გულრიფშის, დეპოს, მახინჯაურის, მრევლიშვილის, წიკლაურის, საჭილაოს, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, საყვირის, კოხრეიძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ლიკანის, ჭყონდიდელის, 

ვრცლად...

ბათუმი შავი ზღვის საერთაშორისო რიგით მე-4 კონფერენციას – „ლურჯი ეკონომიკა შავი ზღვის ქვეყნებში“ მასპინძლობს

15/09/2017

ბათუმი შავი ზღვის საერთაშორისო რიგით მე-4 კონფერენციას – „ლურჯი ეკონომიკა შავი ზღვის ქვეყნებში“ მასპინძლობს. კონფერენცია ევროკომისიის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მიმართეს. კონფერენციაში შავი ზღვის ქვეყნების 

ვრცლად...

ალექსანდრე ჯეჯელავა: ვაშლის პროგრამა არ არსებობს, არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამა

15/09/2017

“ვაშლის პროგრამა არ არსებობს, არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამა, რომლის ფარგლებში ამ შემოდგომაზე იქნება ვაშლის დარიგება, წინა გაზაფხულზე იყო 5 ფედერაციის მიერ სპორტული შეჯიბრების ჩატარება, მომავალ წელს იქნება სკოლებში სპორტული ინვენტარის დამონტაჟება, ჯანსაღი ცხოვრების კამპანია გაგრძელდება“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. „ძალიან სასიხარულოა, რომ მედიამ ვაშლის წყალობით 

ვრცლად...