თუშეთი -კაზეთის გზაზე ზვავი ჩამოწვა

04/10/2017

დიდთოვლობის გამო თუშეთი -კაზეთის გზაზე ზვავი ჩამოწვა. თოვლში ჩარჩენილია ერთ-ერთი ადგილობრივი, მისი გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ზვავის გამო პრობლემები შეექმნათ ტურისტებს, ისინი უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ზვავი თუშეთში, შაველი-აბანო-ომალოს გზაზე დღეს დილით ჩამოწვა. „სამუშაოები საერთოდ არ ტარდება, ვარ თუშეთის გზაზე, უღელტეხილის მეორე მხარეს. ველოდები სამაშველოს, რომ იქნებ ან ტრაქტორი ამოვიდეს, რომ გაწმინდოს გზა. 5 

ვრცლად...

საქართველოს პრემიერი იმისთვის ჰყავს, რომ ლევან ხაბეიშვილის ხუთი წლის წინანდელი ფეისბუქ სტატუსები არჩიოს?

04/10/2017

ცოტნე გამსახურდია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინსტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „საქართველოს პრემიერი იმისთვის ჰყავს, რომ ლევან ხაბეიშვილის ხუთი წლის წინანდელი „ფეისბუქ“ სტატუსები არჩიოს? ამდენი განცხადება კეთდება ქვეყანაში ხელისუფლების კორუმპირებულობაზე, ნეპოტიზმზე, უზნეობაზე, არაკომპეტენტურობაზე. კიდევ იტყვით, რომ ეს ყველაფერი არ ესმით, არ იციან, არ გაუგიათ?“,-წერს გამსახურდია.

 m2 არ ყიდულობს კომპანია „ცენტრ პოინტს“

04/10/2017

სამშენებლო კომპანია m2-შიგანაცხადეს, რომ ისინი არც „ცენტრ პოინტს“ და არც მის აქტივებს არ ყიდულობენ და განიხიალვენ მხოლოდ „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილების გეგმაში ჩართვას. კომპანიის წარმომადგენელმა დავით გორგილაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კომპანია m2 „ცენტრ პოინტს“ არ ყიდულობს. „კომპანია m2-ს არ უყიდია „ცენტრ პოინტი“ და არც არის დაინტერესებული მისი შესყიდვით, თუმცა m2-ს აქვს შესაძლებლობა, რომ 

ვრცლად...

„დაზარალებულებზეა დამოკიდებული, ვაგრძელებთ m2-თან მოლაპარაკებებს თუ არა“

04/10/2017

„ცენტრ პოინტის“ ერთერთი დამფუძნებლის გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი  შემქნილი სიტუაციიდან, არის ის, რომ დათანხმდნენ დაზარალებულები m2-ის შემოთავაზებას და მიიღონ ბინები დასრულებული სახით. ახლა დაზარალებულებზეა დამოკიდებული, გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება რუსუდან კერვალიშვილთან და მაია რჩეულიშვილთან. „შევთავაზეთ დაზარალებულებს გამოსავალი, ახლა მათი გადასაწყვეტია, თანახმა არიან თუ არა ამ პრობლემიდან გამოსავალზე. დაზარალებულებზეა დამოკიდებული, ვაგრძელებთ m2-თან მოლაპარაკებებს თუ 

ვრცლად...

ესტონეთში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება

04/10/2017

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ესტონელი ჟურნალისტები ტელერეპორტაჟებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჟურბალისტები რეგიონს 4 დღით სტუმრობდნენ. პრესტურის ფარგლებში სტუმრები ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს, ადგილობრივ სამზარეულოსა და ფოლკლორს გაეცნენ. მათ საშუალება მიეცათ თავადვე ჩართულიყვნენ კულინარიულ მასტერკლასში და აჭარული კერძი „სინორი“ მოემზადებინათ. ენვერ ხაბაძის სახელობის აჭარის სახელმწიფო ანსამბლში „ბათუმი“ კი ჟურნალისტებმა 

ვრცლად...

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანების ვინაობა ცნობილია

04/10/2017

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანების ვინაობა ცნობილია. ამჟამინდელი ინფორმაციით, 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილ ევროფესტივალს მომღერალი ელენე კალანდაძე და 2014 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ლიზი ჯაფარიძე (LIZI POP) წარუძღვებიან. სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. 2017 წლის საბავშვო 

ვრცლად...

სახალხო დამცველი კანონპროექტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ ეხმიანება

04/10/2017

სახალხო დამცველი კანონპროექტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ ეხმიანება. „სახალხო დამცველი ეხმიანება  ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ავტორობით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტად ლიბერალური და დაბალანსებული პოლიტიკით ჩანაცვლებას. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ძირითად სულისკვეთებას. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქმიანობის ფარგლებში სახალხო დამცველი აქტიური თანამშრომლობა 

ვრცლად...

ქედის ტურისტულ მარშრუტს ახალი ობიექტი “აჭარის ველი” შეემატა

04/10/2017

ქედაში, ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტურისტულ მარშრუტთან – თამარის ხიდთან, “KTW” ჯგუფის საფირმო მაღაზია „აჭარის ველი” გაიხსნა. დღეიდან, ქედის ღვინის ქარხნისა და “KTW” ჯგუფის პროდუქცია ტურისტებისათვის მიმზიდველ გარემოში იქნება წარმოდგენილი. ახალი ტურისტული ობიექტის ოფიციალურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარ ზურაბ პატარაძე დაესწრო. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა საფირმო მაღაზიის „აჭარის ველის” მნიშვნელობას ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ტურისტებისათვის 

ვრცლად...

ქვახვრელთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირები გაათავისუფლეს

04/10/2017

ქვახვრელთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირები გაათავისუფლეს, ისინი ადმინისტრაციული წესით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაკავეს. დაკავებულებს შორის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი მოსახლეობასთან  შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს. „მე აუცილებლად შევხვდები უახლოეს მომავალში ქვახვრელის მოსახლეობას, ჩავაყენებ ყველა დეტალზე საქმის კურსში, სრული სიმართლე რაც არის და ადამიანების ჯგუფს, რომელსაც უნდა დეზინფორმაცია გაავრცელონ და 

ვრცლად...

ინტენსიური თოვის გამო თუშეთისკენ მიმავალი გზა დაიკეტა

04/10/2017

ინტენსიური თოვის გამო თუშეთისკენ მიმავალი გზა დაიკეტა. ფშაველი-ომალოს გზაზე დილიდან ავტომანქანების მოძრაობა ოფოციალურად აიკრძალა. როგორც imedinews- ს ადგილობრივმა თუშებმა უთხრეს, გზაზე თოვლის საფარი 20 სმ აღემატება. მძიმე ტექნიკა აბანოს უღელტეხილზე გზის გაწმენდით სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებს. თუშეთში საავტომობილო მონაკვეთი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისამდე იკეტება.