1992-93 წწ აფხაზეთის ომის დროს გაუჩინარებული 25 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია

11/10/2017

1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 25 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია. ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ძალისხმევის შედეგი, რომლის ამოცანაა 1992-93 წწ შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება და მათი ხვედრის დადგენა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამედიცინო-ანთროპოლოგიურ ექსპერტიზაზე დაფუძნებული მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით, 25 ადამიანის ნეშტი 

ვრცლად...

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2017 ოფიციალურად გაიხსნა

11/10/2017

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2017 ოფიციალურად გაიხსნა. ფრანგული პავილიონის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღეს. ქართულ მხარეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,  ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის  სამუშაო ჯგუფის წევრები წარმოადგენდნენ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს 

ვრცლად...

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო

11/10/2017

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) საქართველო პირველად მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა და ყურადღება მინისტერიალის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „21-ე საუკუნის დასაწყისი ძლიერი ტურბულენტობითა და გეოპოლიტიკური მოწყვლადობით გამოირჩევა, რაც მთელ მსოფლიოში კონვენციური და არაკონვენციური გამოწვევების სახით გამოვლინდა. ეს გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენენ  ჩვენზე, შავი ზღვისა და 

ვრცლად...

საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი იწყება

11/10/2017

2017 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თბილისში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის  უსაფრთხოების  საკითხებზე  მაღალი  დონის  სტრატეგიული დიალოგისპირველი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს  ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რის შემდეგაც სამუშაო სხდომას ევროკავშირის მხრიდან  უხელმძღვანელებს საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნისმოადგილე, ჟანკრისტოფ  ბელიარდი, ხოლო  ქართული მხრიდან შეხვედრას გაუძღვება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგმახარობლიშვილი. უსაფრთხოების  საკითხზე მაღალი დონის დიალოგში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს შესაბამისი უწყებებისხელმძღვანელი პირები. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის  განვითარებისმიმართულებით, რათა მაქსიმალურად მოხდეს ევროკავშირის იმ ინსტიტუტებთან დაახლოება, რომელიც  უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებასა დასტაბილურობას. დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება უსაფრთხოების თემებზე  ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორისკონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის  ჩართულობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დაერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობა; ჰიბრიდული საფრთხეები; კიბერ-უსაფრთხოება;  კრიზისულისიტუაციების მართვა;  სტრატეგიულ  კომუნიკაცია; გამოცდილების გაზიარება ისეთ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორიცაარადიკალიზაცია და  ექსტრემიზმი, და ა.შ. მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საქართველოს ვიზიტით ეწვია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისგენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ  ბელიარდი,  რომელიც  ვიზიტის  ფარგლებში  შეხვედრებს გამართავს  საქართველოს აღმასრულებელი დასაკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს ბათუმში  დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისკონფერენციაში.  

წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება

11/10/2017

წმინდა სინოდის სხდომა დღეს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. საპატრიარქოს მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი „ციანიდის საქმის“ განხლივას დღევანდელ სხდომაზე გამორიცხავს. „ინფორმაციები არ მაქვს საკითხებთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ციანიდის საკითხი ამ სხდომაზე არ იქნება განხილული. ვერ გეტყვით, რომ სხდომა მოულოდნელად იყო ჩანიშნული, ეს არის წლის ბოლოსთვის დამახასიათებელი სინოდის სხდომა“,-განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა. წმინდა სინოდის სხდომა 2017 წლის 9 

ვრცლად...

„საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღესასწაული აღნიშნა

10/10/2017

„საქართველოს რკინიგზამ“, პროფესიული დღის აღსანიშნავ საზეიმო საღამოზე, წლის გამორჩეული თანამშრომლები  ხაშურის სავაგონო დეპოში დააჯილდოვა. რკინიგზელებისათვის, ღონისძიებაზე გასამგზავრებლად, დაინიშნა და შესრულდა სპეციალური რეისი-Stadler Kiss-ის მატარებლით. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სადღესასწაულოდ მოწყობილ გარემოში დაეთვალიერებინათ  ახალი ტექნიკა,  გაცნობოდნენ რკინიგზის მუზეუმში დაცულ უძველეს ნივთებს  და მოესმინათ საუკეთესო „რკინიგზული“ ბენდისთვის.  «საპატიო რკინიგზელი», «თავდადებული რკინიგზელი», «საიმედო მემანქანე», «რკინიგზის ვეტერანი», «ინოვატორი 

ვრცლად...

უკრაინის დედაქალაქში “თბილისობა” აღნიშნეს

10/10/2017

უკრაინის დედაქალაქში „თბილისობის” დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიება, რომელიც უკვე წლებია ტრადიციულად იმართება  ქ. კიევის ცენტრში,ანდრეევსკის დაღმარათზე, საზეიმოდ  გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ. მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ და კიევის მერიის წარმომადგენელმა მისასალმებელი  სიტყვით მიმართეს.საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართულმა მუსიკალურმა ანსამბლმა “ალილომ” და  უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების”გეორგია”-ს  შემოქმედებითმა კოლექტივმა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა. კიევის ივანე კავალერიძის მუზეუმში  გაიმართა თანამედროვექართველი მხატვრის დავით ავალიანის ნამუშევრების გამოფენა.  ასევე გაიმართა  ქართველი ხელოვანების  ნათია დოლიძისა და ეკა ჯაფარიძის ხელნაკეთინივთებისა და ბატიკის ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა.   ღონისძიების მონაწილეებს  საშუალება ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული ღვინის კომპანიებისმიერ ორგანიზებულ დეგუსტაციაში და დაეგემოვნებინათ  ქართული სამზარეულო.

სამხედრო სწავლება „ქარიშხალი 2017“ დაიწყო

10/10/2017

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება ძალების მიზიდვით – „ქარიშხალი 2017“ მიმდინარეობს. სწავლებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი, მასთან დაქვემდებარებული ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბები და ბრიგადებიდან მიზიდული ასეულის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობენ, რომლებიც სასწავლო რაიონებში მოქმედებებს რეალურად ახორციელებენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. წვრთნების მიზანს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობისდაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბებისა და სწავლებაში მონაწილე საბრძოლო ქვედანაყოფების 

ვრცლად...

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თბილისში შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება

10/10/2017

აზიურ ფაროსანას, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე,  გადაადგილება დიდ მანძილზე, დაახლოებით ათეულობით კილომეტრზე შეუძლია.  ტემპერატურის ვარდნასთან ერთად მავნებელი მიგრირებს საცხოვრებელი სახლებისკენ და ურბანულ ტერიტორიებზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად  აზიური ფაროსანა დაფიქსირდა დედაქალაქშიც. შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებს გაატარებს.  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  

ვრცლად...

აშშ-ში საქართველოს საელჩოში ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

10/10/2017

5 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა კარლა კაპაბლოს წიგნის პრეზენტაციას ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე: „Taste Georgia: A Food and Wine Journey in the Caucasus”. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ და წიგნის ავტორმა კარლა კაპაბლომ. პრეზენტაციის მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ კარლა კაპაბლოს წიგნის რეცეპტებით მომზადებული 

ვრცლად...