პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება

21/09/2017

„რეაბილიტირებულ პეკინზე საავტომობილო მოძრაობა არსებულ, ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება“- განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შეჯამებისას გააკეთა.  დავით ნარმანიას თქმით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის გაცალმხრივება გადაადგილების კუთხით ქალაქში დაბრკოლებას არ ქმნის. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, დავით ნარმანიას თქმით, 23 სექტემბრიდან, პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი 

ვრცლად...

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

21/09/2017

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვას 10.00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ 

ვრცლად...

მორგან ფრიმენი აშშ-რუსეთის ომზე ლაპარაკობს

20/09/2017

“რუსეთის გამოძიების კომიტეტმა” ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნა ვიდეორგოლი, რომელშიც ჰოლივუდის მსახიობი მორგან ფრიმენი აშშ-სა და რუსეთის კონფლიქტზე ლაპარაკობს. ის დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რომ 2016 წელს, “რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევა” აღიაროს.   For generations, ppl have fought to protect democracy. Now it’s our turn. Watch Morgan Freeman explain Russia’s plot to undermine the U.S. pic.twitter.com/t65wckbmxS — Investigate Russia (@InvestigateRU) September 

ვრცლად...

„სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც“

20/09/2017

„სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია“,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ის მიმართვაშია ნათქვამი. „ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო  ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს,  ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ 

ვრცლად...

21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

20/09/2017

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ისნის და სამგორის რაიონები გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის III მასივის V მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს. გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, 

ვრცლად...

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

20/09/2017

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ტერიტორიაზე ბალახი, ხეები და ბუჩქნარი იწვოდა. როგორც news.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 15-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ამ დროისთვის  სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

რაჭაში საცხოვრებელ სახლში ტრაილერის შევარდნის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

20/09/2017

რაჭაში საცხოვრებელ სახლში ტრაილერი შევარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამინი დაიღუპა. სამივე დაღუპული ავტომობილში იმყოფებოდა. როგორც news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას და ორი ან მეტი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მექსკიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

20/09/2017

მექსიკის შეერთებულ შატებში საქართველოს საელჩოს მრჩევლის ნიკოლოზ სახვაძის განცხადებით, მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მექსიკაში საქართველოს საკონსულოში მიწისძვრის შემდეგ ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელზე დარეკვაც მექსიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. „კომუნიკაცია ყველასთან შედგა, კარგად არიან. რამდენიმე ადამიანი ტრაგედიას ბეწვზე გადაურჩა. საბოლოო დაშავებულები და დაზარალებულები არ გვყავს“,-განაცხადა ნიკოლოზ სახვაძემ.  

ირმა ინაშვილი სამართალდამცველებს ბანერების დასაბრუნებლად ნახევარ საათს აძლევს

19/09/2017

ბეჟან გუნავას დაკავების შემდეგ, რუსთაველზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი გამოჩნდა, მან პოლიციელებს ბანერების დაბრუნება მოსთხოვა და ამისათვის მათ ნახევარი საათი მისცა. ალიანსის ლიდერსა და სამართალდამცველებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა. პატრიოტთა ალიანსის აქციაზე ბეჟან გუნავა დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავეს. ალიანსის მოშიმშილე წევრებს რუსთაველის მოედანზე ბანერების დადგმა სურდათ, თუმა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა და ბანერები 

ვრცლად...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში თანამედროვე, ორსართულიანი საბავშვო ბაღი გაიხსნა

19/09/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში, ევროპული სტანდარტების ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა  დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ინფორმაციით,  თანამედროვე  სკოლამდელი  აღმზრდელობის  დაწესებულება  დღეს  ზუგდიდის  გამგებელმა ლაშა  გოგიამ,  ბაღის აღსაზრდელებთან  ერთად გახსნა.  ზუგდიდის გამგებელმა  ბაღისაღსაზრდელებს და მშობლებს  ახალი სასწავლო წლის დაწყება  მიულოცა და წარმატებები უსურვა. ახალი საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში სამი ჯგუფი განთავდა. სამივე მათგანს ინდივიდუალური საკონცერტო დარბაზი, სამზარეულო, სველი წერტილი და გარდერობი აქვს. საბავშვო ბაღი შშმ პირთათვის ადაპტირებულია.  ბაღი  სრულად აღიჭურვა  ახალი ინვენტარით.  მოწესრიგდა საბავშვო ბაღის ეზო და სათამაშო ზონა, დამონტაჟდა ატრაქციონები. აქამდე ახალკახათშიმცხოვრები პატარები სკოლამდელ განათლებას ნაქირავებ, კერძო სახლში იღებდნენ, ახალკახათის საბავშვო ბაღის ძველი ხის შენობა ავარიული იყო. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონებშიგანსახორცელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი. ბაღის მშენებლობისთვის 630 000  ლარი  დაიხარჯა.  ახალი ინვენტარის შეძენა კი ადგილობრივი  ბიუჯეტიდან  მოხდა  და 27 ათასი  ლარი დაიხარჯა. ბაღის გახსნას მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და ადგილობრივითვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.