კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით შეთავაზებულ დიალოგზე, რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს

16/08/2017

რესპუბლიკური პარტია კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით შეთავაზებულ დიალოგზე, განცხადებას ავრცელებს. „”ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მკვეთრად ურაყოფითად შეფასებამ, ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. გუშინ უმრავლესობის ლიდერის მოწოდება და მზაობა, დასხდნენ მოლაპრაკების მაგიდასთან კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, არის კიდევ ერთი მცდელობა, შექმნან დიალოგის და კომპრომისის მზაობის იმიტაცია. თუმცა, 

ვრცლად...

„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება

16/08/2017

„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი პარტიის ლიდერი და პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილია. მერობის კანდიდატი დავით თარხან-მოურავმა წარადგინა. ირმა ნინაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის ცვლილების კუთხით არაფერი შეცვალა. ინაშვილის განცხადებით, ეს უნდა იყოს ბრძოლა თავისუფალი არჩევნებისთვის. „არაფერი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის ცვლილების კუთხით არ შეცვალა. ჩვენ აღარ გვინდა თეატრალური პოლიტიკა, პოლიტიკა არ არის სპექტაკლი. 25 

ვრცლად...

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამაოქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობაც განიხილება

16/08/2017

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში  გამაოქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობაც განიხილება. დოკუმენტი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს ეკლესიისგან მიჯნავს,  კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას და აძლევს ისეთ პრივილეგიებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის“,- წერია განცხადებაში. სახელმწიფოს დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ წლის 

ვრცლად...

მარგველაშვილი: ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულია ანონიმური წყაროებით, პროვოკაციის სახით, რეაგირება არასწორია

16/08/2017

უკრანიული გამოცემა Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულია ანონიმური წყაროსგან, პროვოკაციის სახით და არაკანონიერი გზით,  რეაგირება არასწორია. „ინფორმაციაზე, რომელიც არის მიღებული ანონიმური წყაროებით, რომელიც არის პროვოკაციის სახით მიღებული, რომელიც არის ფარული უკანონო მიყურადების საშუალებით მიღებული, რომელიც არ არის კანონიერად მიღებული, ამ თემებზე რეაგირება მიმაჩნია არასწორი, ჩვენ, როგორც 

ვრცლად...

Amazon-ზე ტრამპის ტვიტების კრებული იყიდება

15/08/2017

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტები დღეიდან კრებულის სახით იყიდება. მისი ილუსტრაციების ავტორი ცნობილი კარიკატურისტი,  შენონ უილერია. წიგნი, რომლის სახელწოდებაა Sh*t My President Says: The Illustrated Tweets of Donald J. Trump, სულ 140 კარიკატურით არის გაფორმებული, ანოტაციაში კი ვკითხულობთ: „პრეზიდენტ ფრანკლინ დონალო რუზველტს ჰქონდა რადიო, პრეზიდენტ ჯონ კენედის – ტელევიზია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი აქვს “Twitter” წიგნის ყდაზე აშშ-ს ლიდერი 

ვრცლად...

პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში შეხვედრა გაიმართა

15/08/2017

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში მორიგი შეხვედრა გამართა. დედაქალაქის მერმა შეხვედრაზე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული თემები განიხილა და გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ, თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე გზის მარცხენა მხარეს დასრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგების სამუშაოები, რის შემდეგაც გზის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყება. „ბოლო პერიოდის მდგომარეობით, ამ კვირის 

ვრცლად...

ავღანეთში, თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი სამხედროები თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში მოინახულა

15/08/2017

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 3 აგვისტოს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მოხმდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები გერმანიაში მდებარე ლანდშტულის ამერიკულ რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოინახულა. ამ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია. სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა დაშავებულ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის 

ვრცლად...

საკრებულოში 2017 წლის თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

15/08/2017

საკრებულოში 2017 წლის თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. დედაქალაქის ბიუჯეტში დაახლოებით მილიონნახევრიანი ცვლილება იგეგმება. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ორმილიონნახევრამდე ლარი მიმართული იქნება სხვადასხვა ინფრასტრუქტურის დასასრულებლად. „დაახლოებით 2 მილიონ 200 ათასი ლარია საერთო ჯამში, რომელიც მიმართული იქნება სხვადასხვა ინფრასტრუქტურის დასასრულებლად გლდანისა და სამგორის რაიონში, აქ იგულისხმება როგორც გზების დაგება, ასევე შიდა ეზოების, კორპუსების შეკეთება, სტადიონების 

ვრცლად...

საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“ 15-მა სუბიექტმა ჩამოაყალიბა

15/08/2017

ერთობა „ახალი საქართველო“ – ამ სახელწოდებით საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმა დღეს 15-მა სუბიექტმა ჩამოაყალიბა. ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველო“ ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით, გაერთიანებაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივად აქტიურმა პირები გაწევრიანდნენ. „გაერთიანება უნდა მოხდეს ძლიერი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს იდეის გარშემო. ამ გაერთიანებით, იქმნება სრულიად განსხვავებულ პრინციპებზე დაფუძნებული ერთობა, სადაც მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შეეძლებათ გაერთიანდნენ 

ვრცლად...

ბოკუჩავა: ასეთი ტიპის სატყუარამ არ უნდა დაარღვიოს ოპოზიციის ერთიანობა

15/08/2017

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას ელოდება. წინასწარი ინფორმაციით, მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ დათანხმდება და პარტიებს არჩევნების ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას შესთავაზებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ეს არაფორმალური შემოთავაზება არის არასერიოზული. „ის შემოთავაზება, რაც არაფორმალურად გაკეთდა გუშინ ხელისუფლების მხრიდან, არის სრულიად არასერიოზული, ამას სატყუარას გარდა ვერაფერს დავარქმევთ, რომელიც მიზნად 

ვრცლად...