ბურჭულაძე: საქართველოს დასახიჩრებაში ლომის წილი უუნარო ოპოზიციას მიუძღვის

26/09/2017

„ლიბერალ დემოკრატების“ ლიდერი მუხრან ბურჭულაძე საქართველოს ოპოზიციას ლუსტრირებულს უწოდებს. ამის შესახებ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „კონსტიტუციას კენჭი ეყრება და საქართველოს დასახიჩრებაში ლომის წილი უუნარო ოპოზიციას მიუძღვის. საუბედუროდ ამ ბარბაროსობის თანამონაწილენი ისინი არიან, ვისაც ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს ქართველების ბედი. თქვენ თავად მოახდინეთ თვითლუსტრაცია ბატონებო; აღიარეთ 2016 წლის არშემდგარი საპარლამენტო არჩევნები; უმოქმედობით წაახალისეთ კორუფცია, უსამართლობა, კაპიტულაცია და 

ვრცლად...

საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს

26/09/2017

საქართველოს 2023 წლის  სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რამდენიმე თვის წინ შვეიცარიაში ვიზიტი გაიხსენა, სადაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს ჯან-ფრანკო კასპერს, საქართველოში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ესაუბრა და ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა 

ვრცლად...

მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა

26/09/2017

საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა. კანონპროექტი, საერთაშორისო სტანდარტებით დამაკმაყოფილებელ გარემოს შექმნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მაღალი ხარისხის ინვესტორი კომპანიების შემოსაყვანად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამონაწილეობითა და ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით შემუშავდა. 

ვრცლად...

პრემიერი: ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი

26/09/2017

საქართველოს პრემიერმინისტრმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტი უპრეცედენტო საერთო-სახალხო განხილვებით და ჩართულობით შემუშავდა. პრემიერის განცხადება მის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, საქართველოს კონსტიტუციას. ეს დოკუმენტი მართლაც უპრეცედენტო საერთო-სახალხო განხილვებით და ჩართულობით შემუშავდა. სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს 

ვრცლად...

ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26/09/2017

თბილისის მერი დავით ნარმანია და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად, ავშნის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ავშნის ქუჩასა და შესახვევებში აქამდე კანალიზაციის ცენტრალური სისტემა და ასფალტის გზა არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო კანალიზაციის ქსელი და დაერთებები, შეიცვალა წყალსადენის მილები და 13 000 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. კერძოდ, მოეწყო 

ვრცლად...

ქებურია: უმრავლესობამ მოახერხა მიეღო უთანხმოების დოკუმენტი

26/09/2017

„ევროპული საქართველოს“ წევრის ლელა ქებურიას განცხადებით, უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით არანაირი კონსენსუსი მიღებას არ ცდილობდა.  უმრავლესობამ მოახერხა მიეღო უთანხმოების დოკუმენტი, დეპუტატის თქმით, ეს კონსტიტუცია არანაირი ეროვნული თანხმობის დოკუმენტი არ არის. „არანაირი თანხმობის დოკუმენტის მიღება არ სურთ, მთელი ეს პროცედურა იყო ფარსი, მთელი ეს განხილვები იყო დადგმული სპექტაკლი და არანაირი კონსენსუსის მიღწევას უმრავლესობა არ ცდილობდა. ის, 

ვრცლად...

გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

26/09/2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.  შეხვედრის მთავარი თემა არსებული სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობა და  სტრუქტურული რეფორმები იყო. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო თანამშრომლობისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. საუბარი შეეხო ეკონომიკურ მაჩვენებლებს და წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში სამწლიან პროგრამას ახორციელებს. 

ვრცლად...

ბოკუჩავა: ასეთი კონსტიტუცია ხელისუფლებამ ერთპარტიულად არ უნდა მიიღოს

26/09/2017

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მესამე მოსმენით კენჭისყრა დღეს გამიართება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქვეყნის უზენაესი კანონი მორგებულია ერთ პარტიაზე და ასეთი კონსტიტუცია ხელისუფლებამ ერთპარტიულად არ უნდა მიიღოს. „პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ასეთი კონსტიტუცია ხელისუფლებამ ერთპარტიულად არ უნდა მიიღოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კონსტიტუცია ამ ფორმით არ იქნას მიღებული, იმიტომ, რომ აქ არ 

ვრცლად...

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს 14:00 საათზე გაიმართება

26/09/2017

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს გაიმართება, უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით უყრის კენჭს. პრეზიდენტის უარის მიუხედავად, რიგგარეშე სხდომა მაინც გაიმართება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უმრავლესობა მოქმედებს კანონის შესაბამისად. „თუ დავაკვირდებით დამოკიდებულებას, მე არ მგონია, რომ უკვე დიდი გამოცნობა სჭირდება იმას, ვინ იტყოდა უარს, არ სჭირდება იმის გამოცნობა, დაადებს თუ არა ვეტოს და 

ვრცლად...

გიორგი მღებრიშვილი პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრს ეწვია

26/09/2017

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თავისი პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრს ეწვია. გიორგი მღებრიშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დავით აფციაურთან და შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, პეკინის ტრანსპორტის მართვის მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ცენტრი დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. „პეკინში ფუნქციონირებს საქართველოს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების 

ვრცლად...