„დღეიდან „პლანაქეშებს“ თამამად შეუძლიათ საქართველო „პლანაქეშთა“ სამოთხედ აღიარონ“

30/11/2017

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი გიგა ბუკია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. „საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებებით რეალურად საქართველო გახადა ჰაბი ნარკოტიკების მოხმარებისა. დღეიდან „პლანაქეშებს“ თამამად შეუძლიათ საქართველო „პლანაქეშთა“ სამოთხედ აღიარონ. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც იმ რაოდენობით მარიხუანა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დეკრიმინალიზებულად გამოაცხადა, მასთან მიახლოებული რაოდენობები არ არსებობს. საქართველოში დღევანდელი გადაწყვეტილებით, 

ვრცლად...

„უნდა შევქმნათ ისეთი კანონი, რომელიც სრულად მოაწესრიგებს პარტიების დაფინანსების სისტემას“

30/11/2017

„ეს არის ძალიან ცუდი კანონი, განსაკუთრებით, დაფინანსების მიმართულებით, რაც კრიტიკას ვერ უძლებს”,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულ კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განიხილეს. „ეს ორგანული კანონი იძლევა მანიპულაციების საშუალებას. ამ მანიპულაციების 

ვრცლად...

საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს

30/11/2017

საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს. პარლამენტმა მხარი ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭირა. ომბუდსმენი პარლამენტმა 5 წლიანი ვადით აირჩია. სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას მხარი 96 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 5 დეპუტატმა მისცა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის დადგენილება ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევის შესახებ  მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის 8 დეკემბრიდან ამოქმედდება.

საკონსტიტუციო სასამართლო – მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია

30/11/2017

2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის გივი შანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას საკონტიტუციო სასამართლო ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია სასამართლომ დააკმაყოფილა გივი შანიძის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად 

ვრცლად...

„არ გამოვრიცხავ, ვანო მერაბიშვილის მიმართ სხვა ბრალის წაყენებაც მოხდეს“

30/11/2017

„ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერის ჯოზეფ დოულის მიერ, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გაკეთებულ განცხადებს პარლმენტში გამოეხმაურნენ. უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ „რაც არ უნდა ისაუბრონ ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებმა, ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის განცდაში და მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინააღმდეგ, შესაბამისად ვინც არ უნდა განაცხადოს და ვინც არ უნდა დაწეროს „ტვიტერზე“, ვანო მერაბიშვილი 

ვრცლად...

„პირველ რიგში, რასაც ჩვენ მოველით უკრაინისგან, ეს არის კანონის დაცვა“

30/11/2017

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკავებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა. ინა კელის განცხადებით, აშშ უკრაინისგან კანონის დაცვასა და მისი უზენაესობის პატივისცემას ელის. „მე არ მინახავს ინფორმაცია, რაზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა გეტყვით, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ჩვენი პარტნიორია და შეერთებული შტატები მისთვის ახორციელებს ინვესტიციებს. პირველ რიგში, რასაც ჩვენ მოველით უკრაინისგან, ეს არის კანონის დაცვა და მისი 

ვრცლად...

„არ გეყოთ შიგნით საკრებულოებში ბიოროკრატიული ადგილები და ეხლა გადასახადების ხარჯზე იგონებთ რაღაც ამბებს რომ კიდევ თქვენი აქტივისტები დაასაქმოთ რომ ხელფასი მისცეთ?“

30/11/2017

„არ გეყოთ შიგნით საკრებულოებში ბიოროკრატიული ადგილები და ეხლა გადასახადების ხარჯზე იგონებთ რაღაც ამბებს  რომ კიდევ თქვენი აქტივისტები დაასაქმოთ რომ ხელფასი მისცეთ ? “ – „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია შრომის კანონ-პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშილისგან პასუხს მოითხოვს. „მინდა რომ პოლიტიკურად მჭახედ გვიპასუხოთ, არ გეყოთ აღმასრულებელ სისტემაში თქვენი ადგილები  აქტივისტებისთვის და თქვენი წრის 

ვრცლად...

„ეს არის თქვენს მიერ დაფიქსირებულ შედეგზე, ანუ პარლამენტის არსებულ რეალობაზე კანონის მორგება, რომ კვლავ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებმა მიიღონ დაფინანსება“

30/11/2017

„ეს არის თქვენს მიერ დაფიქსირებულ შედეგზე, ანუ პარლამენტის არსებულ რეალობაზე კანონის მორგება, რომ კვლავ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებმა მიიღონ დაფინანსება“, – „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე შრომის კანონ-პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშილისგან პასუხს მოითხოვს. „განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ეს არის წელიწადში 2 მილიონ შვიდასი ათასი ლარი, მაგრამ ეს არის ხელფასი. დათვლილი გაქვთ თუ 

ვრცლად...

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ფოფხაძეს მოუსმინეს

30/11/2017

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი სახალხო დამცველის კანდიდატის მოსმენა პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. გიორგი ფოფხაძის განცხადებით, რამდენიმე გახმაურებული საქმის შესახებ სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს. მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსთან“ სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი წლის წინ დაიწყო, საბოლოო გადაწყვეტილება კი 48 საათის წინ მიიღო. „ჩემი ძალისხმევით, საერთაშორისო, ადამიანის უფლებათა ლიგამ თავის დროზე 

ვრცლად...

„სააკაშვილს კანონთან აქვს პასუხები გასაცემი“

30/11/2017

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მის დაკავებასთან დაკავშირებით, საპარლმენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილი ცდილობს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს, რეალურად კი მას კანონთან აქვს პასუხები გასაცემი. „სააკაშვილს სურს, რომ ყველაფერი გადაიტანოს პოლიტიკურ ჭრილში. მისი მოქმედებები უკრაინაში, მე არ მგონია, რომ უკრაინის სტაბილურობისთვის რაიმე პოზიტიურის მომტანი იყოს, მით უმეტეს, მისი მართვის სტილიც კარგად გვახსოვს, მაგრამ რეალურად, მას 

ვრცლად...