„გალერია თბილისი” დედაქალაქის ახალი ღირსშესანიშნავი ადგილი გახდება“

01/12/2017

თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ გახსნას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, რომელიც პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. ღონისძიებას ასევე, საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო კომპანიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ჩვენს დედაქალაქს  თანაინვესტირების ფონდმა 

ვრცლად...

კახა კალაძე: ე.წ. პირბადეების აქცია კრეატიული იყო

01/12/2017

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში გამართულ ე.წ. პირბადეების აქციას კრეატიულს უწოდებს და აცხადებს, რომ მერიაში შესული პირველადი ინფორმაციის გათვალისწინებით, ვიცემერის რეაქცია ნორმალური იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ გახსნის შემდეგ, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძის კომენტარს თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „გუშინდელი აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო 

ვრცლად...

მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ყოფნის ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა

30/11/2017

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს  ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა კიდევ  სამი თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

“თითოეული მოქალაქე, რომელიც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას, გარკვეულწილად ძალადობის თანამონაწილეა”

30/11/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, დღეს ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ და ბენეფიციარები მოინახულეს. პრეზიდენტსა და პირველ ლედის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ის პრობლემები მოისმინეს, რომელიც ცენტრს საქმიანობის პროცესში ექმნება. 

ვრცლად...

ჯანელიძე: მთავრობა მზადაა, გააკეთოს კიდევ უფრო მეტი იმისთვის, რომ გადავდგათ მეტი ნაბიჯი ევროპისკენ

30/11/2017

საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის”  სამიტის შედეგებს და თანამშრომლობის სამომავლო საკითხებს დაეთმო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო და  ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ვრცლად...

ლომჯარია: ყველა მოქალაქის, ინტერესთა ჯგუფების წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ

30/11/2017

სახალხო დამცველის პოსტზე არჩეული ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ყველა მოქალაქის, ინტერესთა ჯგუფების წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. “დიდი მადლობა ყველას! ძალიან ემოციურია ჩემთვის ამხელა მხარდაჭერა როგორც საქართველოს პარლამენტის და სხვა პოლიტიკური ძალების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან! ვგრძნობ ყველა მოქალაქის, ინტერესთა ჯგუფების წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას! მადლობა პოლიციას, რომელიც იცავს დღეს ომბუდსმენის ინსტიტუტის უსაფრთხოებას! მე შევხვდები ყველას ვისაც 

ვრცლად...

რატიანი: ხელისუფლებამ კარს მიღმა გადაწყვიტა, თუ ვინ იქნებოდა სახალხო დამცველი

30/11/2017

“ხელისუფლებამ,  ფაქტობრივად, კარს მიღმა გადაწყვიტა, თუ ვინ იქნებოდა სახალხო დამცველი’’,- ამის შესახებ  “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი აცხადებს. რატიანი სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას  არჩევას ეხმაურება. “სახალხო დამცველი არჩეულია და ჩვენ  იმედს გამოვთქვავთ, რომ ის იქნება პრინციპული და კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. პრინციპული, როდესაც საქმე შეეხება პოლიტპატიმრებს, მედიის თავისუფლებას და  პრინციპული იქნება, როდესაც საქმე შეეხება ადამიანის 

ვრცლად...

პრეზიდენტი: ვულოცავ ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე არჩევას

30/11/2017

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე არჩევას ულოცავს. “ვულოცავ ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე არჩევას. ქვეყანაში, რომელშიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა, სახალხო დამცველი ერთერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტია. ვუსურვებ წარმატებას”- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს. პარლამენტმა მხარი ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭირა. ომბუდსმენი პარლამენტმა 5-წლიანი ვადით აირჩია. სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას მხარი 96 დეპუტატმა დაუჭირა, 

ვრცლად...

მარიხუანის“ პირადი მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა გავუშვათ“

30/11/2017

მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯომადამარე გამოეხმაურა. აკაკი ზოიძე მიესალმება გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ პირადი მოხმარებისთვის სასჯელის სახე პატიმრობა არ უნდა იყოს. „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის სავალდებულო აღსასრულებლად, მე მივესალმები, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ეს ეხება ადამიანის უფლებებს. პირადი მოხმარების მიზნით ადამიანები ციხეში არ უნდა 

ვრცლად...

სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს

30/11/2017

მთავრობის სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების საკითხი განიხილეს. გადაწყდა, რომ  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტების 2017-2018 წლის სწავლებას დააფინანსებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, სახელმწიფოს მიზანია სტუდენტთა ხელშეწყობა და ფინანსური მხარდაჭერა როგორც საქართველოში სწავლის, ასევე საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის. მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო 

ვრცლად...