„აშშ გმობს მცოცავ ოკუპაციას, ყველა მხარემ უნდა გამონახოს საშუალება, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“

08/08/2017

აშშ-ს ელჩმა საქართველოში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. იან კელიმ შინდისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. კელის განცხადებით, აშშ გააგრძელებს ს საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში. „დღეს მე ვდგავარ სწორედ იმ ადგილას, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა თავისი სიცოცხლე გაწირეს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს თუ რაოდენ დიდია ფასი თავისუფლებისა და მშვიდობის. ქვეყანას უნდა 

ვრცლად...

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან ლიტვაში გაემგზავრა და ვილნიუსში აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

08/08/2017

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან ლიტვაში გაემგზავრა და ვილნიუსში აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაში ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი და ლიტველი პარლამენტარებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ლიტვის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი2“ ავრცელებს. „2008 წელს ლიტვა იყო პირველი, რომელიც დაგვეხმარა. პუტინს მაშინ იმედი ჰქონდა, რომ ყველა მიგვატოვებდა. ხალხი შვებულებებში იმყოფებოდა, მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა საკუთარი 

ვრცლად...

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პრეტენზიებით რეკავს ყველა ქვეყანაში, სადაც მივემგზავრები

08/08/2017

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი პრეტენზიებით რეკავს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიემგზავრება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იმის ნაცვლად, რომ საქმით დაკავდეს, მთელი დღეების განმავლობაში, პრეტენზიებით რეკავს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მე ჩავედი, ან მივემგზავრები. სხვათა შორის, პაველ კლიმკინი ეთნიკურად არა 

ვრცლად...

პრეზიდენტი: არ ვცნობთ არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს, არანაირ „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე

08/08/2017

  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მისი განცხადებით, 2008 წლის შემდეგ რუსეთი ცდილობს საქართველოს ოკუპაციის – ამ ისტორიული უსამართლობის გამართლებას და საქართველოს საზღვრების შეცვლას, თუმცა არასდროს, არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას. „მე მჯერა, რომ ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იბადება ვალდებულებით თავისი ქვეყნის წინაშე. ჩვენ 

ვრცლად...

მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომზე – „მიზანი თბილისის აღება და ხელისუფლების დამხობა იყო, იმისთვის რომ დაესრულებინათ წარმატებული რეფორმატორული ექსპერიმენტი“

08/08/2017

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება იყო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „2008 წელს, ამ დღეებში, საქართველოში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო. საქართველოში სამი ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა შემოიჭრა. ოპერაციაში 80 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა, ხოლო 8 აგვისტოს დაიწყო დაბომბგვა 200 თვითმფრინავით. ოპერაციის მიზანი თბილისის აღება და ხელისუფლების დამხობა იყო, 

ვრცლად...

გიორგი მღებრიშვილი აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა

08/08/2017

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შსს-ს დაღუპული 19 თანამშრომლის ოჯახის წევრებს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი სამინისტროს ეზოში, გვირგვინით შეამკო.

ქეთევან ციხელაშვილი:პუტინის ვიზიტი სოხუმში 8 აგვისტოს, არის ღია გზავნილი, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

08/08/2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სოხუმში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით,  8 აგვისტოს პუტინის ვიზიტი სოხუმში არის ძალიან ღია გზავნილი, რომ რუსეთი აგრძელებს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ზრდის ექსკლუზიურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე. „პუტინის ვიზიტი სოხუმში 8 აგვისტოს, ამ ძალიან ტრაგიკულ დღეს, რუსული აგრესიის 9 წლისთავზე საქართველოში, არის ძალიან ღია 

ვრცლად...

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას მიმართა

08/08/2017

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „4 აგვისტოს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა. ამავე დროს, პარალელურად, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას. ამავე დღეს, 

ვრცლად...

ქეთევან ციხელაშვილი: ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში

08/08/2017

ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს. „ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ძალიან ბევრი ადამიანი დღესაც ზარალდება განგრძობადი ოკუპაციით. ჩვენ გზავნილი დღეს, მათ მიმართ არის ის, რომ ჩვენ ვდგავართ მათ გვერდში, სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს 

ვრცლად...

„ნაციონალური მოძრაობა“ ლევან მურუსიძეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

07/08/2017

„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ლევან მურუსიძეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა აუდიტის სამსახურში განცხადება შეიტანა და უწყებას იუსტიციის საბჭოს ფინანსური ხარჯების შესწავლა ურჩია. საუბარია 150 000 ლარის ოდენობის თანხაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, ლევან მურუსიძემ ყოველგვარი საჭიროების გარეშე გახარჯა. „2017 წლის 22 მაისს, ლევან 

ვრცლად...