მიხეილ სააკაშვილი მზადაა NewsOne ჟურნალისტების დასაცავად

03/12/2017

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია NewsOne შენობასთან მივიდა, რომელიც უცნობ აქტივისტებს აქვთ დაბლოკილი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. “ახლა კიევის ცენტრში გრანდიოზული მიტინგი გაიმართა. ყველა ტელეარხმა მის გაშუქებაზე უარი განაცხადა. ერთადერთი არხი, რომელიც პირდაპირ ეთერში აშუქებდა იყო  NewsOne. ახლა, პოროშენკოს ბრძანებით, ვიღაც ტიტუშკები მივიდნენ ტელევიზიასთან და ბლოკავენ, რათა  NewsOne სიმართლე არ აჩვენოს” – განაცხადა 

ვრცლად...

მიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგსა და რექს ტილერსონს შეხვდება

03/12/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. მინისტრი შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. განხილული იქნება, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის 

ვრცლად...

„მომხდარი ნათლად გვაჩვენებს, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობის მიმართ გვმართებს“

03/12/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს. კობახიძის განცხადებით, ეს არა მარტო გარდაცვლილთა ოჯახების ტრაგედიაა, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოების. „შეძრული ვარ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიით, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და შემაძრწუნებელი შემთხვევა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მოხდა. სიტყვები უძულურია იმ 

ვრცლად...

პრეზიდენტი ახალგაზრდებს: თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის გამოწვევებსა და სირთულეებზე

02/12/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის 23-ე საზეიმო ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება და მიღებული ცოდნის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა უსურვა. “მინდა, მივმართო კურსდამთავრებულებს, იმ ადამიანებს, ვინც ხვალ საქართველო უნდა გააძლიეროს და მინდა, მივმართო სწორედ აი იმ ემოციური დასაწყისიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ძალიან 

ვრცლად...

მარიამ ჯაში: მსგავსი მასშტაბის ტრაგედია 4 წელია არ მომხდარა

01/12/2017

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დღეს მომხდარ ტრაგედიას ემხაურება. მის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს თბილისში უდიდესი ტრაგედია მოხდა. ტრაგედია, რომლის მსგავსი 4 წელია არ მომხდარა სკოლის მოსწავლეებს შორის. წარმოუდგენელია დღეს დაღუპული შვილის მშობლები ვანუგეშოთ რაიმე სიტყვით, ასეთ დროს სიტყვებიც ზედმეტია… საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ყველანი შეძრული ვართ დღევანდელიტრაგედიით და 

ვრცლად...

პეკინის ქუჩაზე შუქნიშნები ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობებით აღიჭურვა

01/12/2017

პეკინის ქუჩის შვიდ გზაჯვარედინზე არსებულ შუქნიშნებზე ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობები დამონტაჟდა. დღეიდან, მხედველობაშეზღუდული შშმ პირები ქვეითთა გადასასვლელის გადაკვეთამდე შუქნიშნის მწვანე ნათების შესახებ ინფორმაციას ხმოვანი სიგნალით მიიღებენ. პეკინის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნამდე არსბულ შვიდივე გზაჯვარედინზე არსებულ შუქნიშნებზე სულ 27 მოწყობილობა დამონტაჟდა. უახლოეს ხანებში ხმოვანი მოდულები დედაქალაქის კიდევ მინიმუმ 5 შუქნიშნიან გზაჯვარედინს შეემატება. დღემდე თბილისში სულ  

ვრცლად...

გერმანიამ რუსეთის მხარე დაიკავა

01/12/2017

ბერლინმა ვლადიმერ პუტინის, უკრაინაში სამშვიდობოების შესახებ ინიციატივას, მხარი დაუჭირა, ინფორმაციას Die Zeit ავრცელებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა, ვაშინგტონში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ  აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასარეგულირებლად აუცილებელია გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის ჩართვა. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასარეგულირებლად გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის ჩართვას ემხრობა რუსეთიც, რომელმაც შესაბამისი პროექტი, ჯერ კიდევ სექტემბერში, გაეროს უშიშროების საბჭოში წარადგინა. 

ვრცლად...

„სპეცოპერაციის დროს მიყენებულ ზარალს სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს“

01/12/2017

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის  სახელმწიფოს მიერ გაწეულმა დახმარებამ დღეისათვის 57 800 ლარი შეადგინა – ამის შესახებ განცხადება  თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა  დეპუტატმა  ნინო ლაცაბიძემ გააკეთა. ლაცაბიძე  პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას, ერთჯერადი დახმარების  სახით, 500-500 ლარი დაურიგდება. ისნის რაიონის მაჟორიტარის განმარტებით, 500 ლარი  სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ  8 

ვრცლად...

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა

01/12/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონის საკანონმდებლო ხელისუფლების- უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი 

ვრცლად...

„FBI-ს ექსპერტების ჩამოყვანა საქართველოს მთავრობამ გვთხოვა“

01/12/2017

საქართველოში აშშ-ს ელჩის იან კელის განცხადებით, FBI-ს ექსპერტები საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე ჩამოვიდნენ ქვეყანაში. კელის თქმით, ის გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. „სანამ გამოძიება გრძელდება დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, რაც შეეხება FBI-ს ექსპერტებს, მათი ჩამოყვანა საქართველოს მთავრობამ გვთხოვა და ისინი ჩამოვიდნენ. მე არ მინახავს შს მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, თუ როგორ 

ვრცლად...